11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

10 აპრილი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვერძების მთავარი პრობლემა გაუწონასწორებლობა და გადაწყვეტილების მშვიდად და გააზრებულად მიღების უნარის არქონაა, რაც სამწუხაროდ, მათ ნერვიულ სისტემაზე აისახება.
კარიერა: თუ ეს თემა თქვენთვის აქტუალურია, შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ სამსახურის ძებნა დაიწყოთ.  მაშინაც კი თუ სამსახური გაქვთ, თუნდაც სპორტული ინტერესის გამო სცადეთ-იქნებ რაღაც მომგებიანი და პერსპექტიული წინადადება მიიღოთ? თუმცა ძირითადი სამუშაოს შესახებაც ნუ დაივიწყებთ.
სიყვარული: გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. არსებობს არასასურველი გამოსავალი და გადაწყვეტილება. ამ დღეს თქვენი ამოცანაა საყვარელ ადამიანთან შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი იპოვოთ. იმედია, მოახერხებთ, რადგან ის ნამდვილად არსებობს!


 


კურო
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები კუროებს დიდი რაოდენობით ენერგეტილი სასმელების, ყავისა და მაგარი ჩაის დალევისგან თავის შეკავებას ურჩევენ. შეეცადეთ დასაძინებლად ადრე დაწვეთ და გვიან გაიღვიძოთ: გახსოვდეთ, რომ ბუნებრივი სიმხნევე ხელოვნურს ყოველთვის ჯობია.
კარიერა: გირჩევთ, რომ თქვენი უფროსის სიტყვებს დაუფიქრებლად არ ენდოთ. თუ ფირმის საქმეებზე უიმედოდ ან ძალიან ოპტიმისტურად გესაუბრათ, შესაძლოა, რომ რეალურ  ვითარებას გიმალავდეთ. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში, თქვენი გადასაწყვეტია.
სიყვარული: ამ დღეს თქვენთვის ცნობილი გახდება, რომ საყვარელ ადამიანთან გასაცნობად უამრავი შანსი გქონდათ, თუმცა აქედან მხოლოდ ერთი გამოიყენეთ. ეს შესაძლოა, იმაზე მეტყველებს, რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები და თქვენი ყველა გზა ერთმანეთისკენ მიდის.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს ექსტრემალური სპორტის მოყვარული ტყუპები საკუთარ თავს განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები სერიოზულ ტრამვებს არ გიწინასწარმეტყველებენ, სიფრთხილე მაინც აუცილებელია.  
კარიერა: მეტისმეტად დიდ დროს ნუ დაუთმობთ კლიენტებთან, კოლეგებთან და უფროსობასთან ურთიერთობას. ჯობს, ეს დრო გონივრულად გადაანაწილოთ, რადგან ამ ყველაფერი  შესანიშნავად გამოგივათ- სარეკლამო ტექსტებიდან დაწყებული, ოფიციალური დოკუმენტების შედგენით დამთავრებული.
სიყვარული: როგორც ჩანს, დროს, რომელიც თქვენ და თქვენმა საყვარელმა ადამიანმა ცალ-ცალკე გაატარეთ, ტყუილად არც ერთისთვის არ ჩაუვლია. გაკვირვებული აღმოაჩენთ, რომ ორივე ძალიან შეიცვალეთ, შესაბამისად, თქვენი ურთიერთობა სრულიად განსხვავებული გახდა, თუმცა უკეთესი თუ უარესი, თავად უნდა გადაწყვიტოთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: 
კირჩხიბებს ძალისმიერი ვარჯიშებისგან თავის შეკავებას ვურჩევთ. ამ დღეს რეკომენდირებულია ფეხით სიარული. ჩაიცვით და სუფთა ჰაერზე სასერნოდ წადით, თან გახსოვდეთ, რომ სეირნობა და მაღაზიაში კარტოფილის საყიდლად წასვლა სხვადასხვა რამაა.
კარიერა: საკმაოდ დიდ ხანს მოგიწევთ უფროსთან იმის გარკვევა, რომელია თქვენს შორის მართალი და რომელი გადაწყვეტილება გამოიყვანს კომპანიას პრობლემური სიტუაციიდან ყველაზე ეფექტურად და ადვილად. შეეცადეთ, ობიექტურად შეაფასოთ, როგორც თქვენი, ისე მისი წინადადებები.
სიყვარული: ამ დღეს რატომღაც თქვენი სიყვარული თავს ძალიან არაკომფორტულად და მისთვის შეუფერებელ სიტუაციაში იგრძნობს. შეეცადეთ, გაუგოთ და გაამხნევოთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ ყურადღება მიაქციოთ ჰორმონალურ სისტემას. მიმართეთ გამოცდილ ექიმს, რომ ორგანიზმი კომპლექსურად გამოიკვლიოთ და მოსალოდნელი დაავადება თავიდან აირიდოთ.
ბიზნესი: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მეტი თავდაჯერებულობა გმართებთ. არავითარი ორჭოფობა! მოიქეცით ზუსტად ისე, როგორც ჩაიფიქრეთ და წარმატება გარანტირებული გაქვთ.
სიყვარული: არავითარი სიყვარული არ ღირს იმად, რომ დაანგრიოთ სხვისი ბედნიერება და შეურაცხყოთ სხვისი გრძნობები. ამიტომ თუ თუ თქვენი რომანტიული ოცნებების გმირი უკვე სხვის რომანტიულ რომანშია, ათასჯერ დაფიქრდით, ვიდრე მის წართმევას განიზრახავთ. მოგვიანებით, ამას აუცილებლად ინანებთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს რეკომენდირებული არაა საკუთარი თავისთვის აკრძალვების და შეზღუდვების დაწესება. მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება ჯანმრთელობისთვის მინიმალური ზიანით. რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.
კარიერა: თქვნთვის ახლობელ ადამიანებთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. სავარაუდოდ, მათ ძალიან მოენატრეთ და ბევრი აქვთ თქვენთვის სათქმელი. მოეშვით, მოდუნდით და სასარგებლო ინფორმაციის თანხლებით დაისვენეთ.
სიყვარული: ეს ის შემთხვევაა, როცა მეტისმეტმა სიბრძნე შეიძლება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ხელისშემშლელი ფაქტორი აღმონდეს. ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად, მხოლოდ ფსიქოლოგიურ სახელმძღვანელოებში ჩამოყალიბებული სიბრძნეები არ კმარა. ასე, რომ თავი დაანებეთ ფსიქოლოგების რჩევებს და საკუთარი ინტუიციით იმოქმედეთ.


 


სასწორი 
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს ცხოვრების ამა თუ იმ გამოწვევასთან გამკლავება გაგიჭირდებათ, ამიტომ თქვენი ორგანიზმი პირობების გაუარესებას გააპროტესტებს, თუმცა ძალიან ცოტა ხნით.
კარიერა: ამ დღეს მაღალია შეცდომების დაშვების ალბათობა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობს. გაითვალისწინეთ და ყურადღებით იყავით. 
სიყვარული:თქვენი გულის ვარდს გაუჭირდება თქვენი მოქმედებების ლოგიკურობას ჩაწვდეს. რა თქმა უნდა, რთულია დაინახო შავი კატა ბნელ ოთახში, განსაკუთრებით მაშინ, რიოცა ის იქ არ არის და ვერც იქნება. იმედია, თქვენი მეორე ნახევარი ამას დროულად შენიშნავს.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: 
კარგი იქნება თუ ყურადღებას მიაქცევთ თქვენი კანის სიჟანსაღეს. თუ კანზე გამონაყარი გაქვთ, პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების ყველა მცდელობა მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას. გირჩევთ, ამ საქმის სპეციალისტს „ჩაბარდეთ“.
კარიერა: შანსი გეძლევათ, რომ თავი ბრძენ ადამიანად იგრძნოთ, რადგან ადვილად შეძლებთ გამონახოთ საერთო ენა უფროსებთანაც, ხელქვეითებთანაც და კოლეგებთანაც. ამ საქმეში მშვიდი და გაწონასწორებული საუბარი დაგეხმარებათ.
სიყვარული: ამ დღეს თქვენი საყვარელი ადამიანის ცხოვრებიდან საინტერესო და დამაინტრიგებელ დეტალებს შეიტყობთ. შეეცადეთ, რომ ამ დეტალებმა მასთან ურთიერთობა არ გაგიფუჭოთ, რადგან ამის ალბათობა, სამწუხაროდ, არსებობს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: 
მშვილდოსნებს ვურჩევთ, რომ სწორად კვებაზე იზრუნონ. თუ ალერგიული არ ხართ, ძალიან მოგიხდებათ ზღვის თევზი. ნურც ხილისა და ბოსტნეულის შესახებ დაივიწყებთ.
კარიერა: ეს დღე შესაფერისია სწავლის დასაწყებად. სწორედ ამ პერიოდში მიიღებთ თქვენი ფირმის სამომავლო განვითარებისთვის საჭირო ცოდნას, რომელსაც კარგად გამოიყენებთ პრაქტიკაში. რაც შეეხება ანაზღაურებას, სამწუხაროდ, ამ პერიოდში მაღალი არაა.
სიყვარული: შრომის შედეგი მისი სწორად გადანაწილებით მიიღწევა. თუ თქვენ რაღაცის სწრაფად და ხარისხიანად გაკეთება შეგიძლიათ, გააკეთეთ და ამით ნუ გადატვირთავთ ოჯახის დანარჩენ წევრებს. არაა საჭირო საკუთარი უკმაყოფილების დემონსტრირება - ისინი იმ საქმით დაკავდებიან, რაც უკეთ გამოსდით.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: 
თავი შეიკავეთ გაზირებული სასმელისგან. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს ჩვეულებრივი გაზირებული წყლის გადაჭარბებული რაოდენობით მიღებამაც კი შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევა გამოიწვიოს.
კარიერა: ამ დღეს თქვენი კოლეგები მუშაობაში ხელს შეგიშლიან, რადგან გამუდმებით ეცდებიან  თქვენი ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანონ. ამის გამოსწორება და სამუშაოზე კონცენტრირება შესაძლებელია, თუმცა ეს კოლეგებთან სამომავლო ურთიერთიბებს გაგიფუჭებთ. 
სიყვარული: შესაძლოა, ამ დღეს თქვენს მეორე ნახევართან კამათი და ჩხუბიც კი მოგივიდეთ ისეთ თემებზე საუბრისას, როგორც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაწყნარდეთ და ვნებები დაიცხოთ. თქვენი კამათი მაინც არაფერს შეცვლის ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებაში.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: 
ამ დღეს მერწყულებს გადაღლა შეაწუხებთ, ამიტომ გირჩევთ აქტიური შრომა პასიურ დასვენებასთან შეათავსოთ და თავი მეტისმეტად არ გადაიტვირთოთ. 
კარიერა: მთელი დღის განმავლობაში, სამსახურეობრივ საქმეებზე სერიოზული საუბრები გელით. გირჩევთ, მკაცრად გამიჯნოთ სამსახურეობრივი და პირადი ცხოვრება, რადგან მათი შეთავსება მაინც არ გამოგივათ. 
სიყვარული:შესაძლოა ამ დღეს რომანტიული ურთიერთობა გააბათ თქვენგან მრავალი კილომეტრით დაშორებულ ქალაქში მცხოვრებ ადამიანთან. გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის ურთიერთიბამ თქვენი ცხოვრება შეიძლება რადიკალურად შეცვალოს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: 
დიდი ალბათობით, ამ დღეს თავის ტკივილები შეგაწუხებთ. ეს დღე ასევე არასასიამოვნო იქნება სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე თევზებისთვის. ეცადეთ, რომ დღის განმავლობაში, ჩანთაში ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები გედოთ. 
კარიერა: ამ დღეს თქვენს სამსახურთან დაკავშირებული უზარმაზარი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებით. რაც უფრო სწრაფად და ეფექტურად მოაგვარებთ ამ პრობლემას, მით უფრო მეტი დრო დაგრჩებათ დასვენებისა და კოლეგებთან საუბრისთვის. 
სიყვარული: ამ დღეს დაპირებების გაცემას არ გირჩევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ისეთი გადაწყვეტილება მიიღოთ, რომელიც საყვარელ ადამიანთან სამომავლო ურთიერთობას მნიშვნელოვნად დააზარალებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?