3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

2 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ხვალ განსაკუთრებით ადვილად გამოგივათ გაწელვითი ვარჯიშები. ასე რომ, დაუთმეთ ამ საქმიანობას სათანადო ყურადღება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია კუნთების კარგად გახურება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭიმულობის რისკი იმატებს.
კარიერა: ხვალ ბოლო დროის განმავლობაში პირველად დაინახავთ თქვენს პარტნიორში ადამიანს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკომუნიკაციო თუ სხვა ტიპის ხრიკებს ადვილად ვერ მიმართავთ, რადგან ზუსტად გეცოდინებათ, რომ თქვენს პარტნიორს მსგავსი ქმედებები არ ესიამოვნება.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი ვერ მიხვდება, რატომ გაწუხებთ ესა თუ ის საკითხი ან რატომ ნერვიულობთ ამა თუ იმ პრობლემაზე. თქვენ, რა თქმა უნდა, შეეცდებით, აუხსნათ მას თქვენი მოსაზრება, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი ახსნა-განმარტება, სავარაუდოდ, უიმედო იქნება.


 


კურო
ჯანმრთელობა: ხვალ ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, მაგრამ შეეცადეთ, არ გადააჭარბოთ საკუთარი შესაძლებლობების შეფასება. თქვენთვის უფრო სასარგებლო იქნება, ოქროს შუალედი დაიცვათ.
კარიერა:
ხვალ საკმაოდ დაძაბული, მაგრამ სამაგიეროდ სრულიად უჩვეულო დღე გელოდებათ ურთიერთობებისა და ახალი სასარგებლო ნაცნობობის თვალსაზრისით. შესაძლოა, თქვენს ხელმძღვანელს დაავიწყდეს თქვენი გაფრთხილება მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ. ასე რომ, თავად დაინტერესდით, რათა შემდეგ თავი დამნაშავედ არ იგრძნოთ.
სიყვარული: გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და ნუ იჩქარებთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თქვენს გრძნობებს შეეხება. ურთიერთობების შეფასების დროს, შესაძლოა, შეცდეთ და შედეგად სულელურ და საშინლად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. უმჯობესია, დამშვიდდეთ. ნუ გგონიათ, რომ ეს ერთადერთი და განუმეორებელი მომენტია ახსნა-განმარტებისთვის - ამის დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა:
თქვენ საკმაოდ ძლიერი ორგანიზმი გაქვთ. ის თავად იღვწის იმისთვის, რომ ჯანმრთელი იყოს... დაეხმარეთ მას - ხშირად მოუსმინეთ საკუთარ თავს და მართებულად მიუდექით მკურნალობას.
კარიერა:
ხვალ, დიდი ალბათობით, სიტუაცია რთულად განვითარდება და არასასურველი მდგომარეობიდან გამოსასვლელად ბევრი შრომა მოგიწევთ, თანაც ამ საქმის შესრულება თქვენს ნერვებს შეიწირავს. გარდა ამისა, წარმოიქმნება ფინანსური პრობლემები. უახლოეს პერიოდში, დიდ მოგებაზე გათვლა არ ღირს.
სიყვარული:  დახატეთ თქვენი ოცნების სახლი! თუკი ამ ეტაპზე არ გაქვთ თქვენი ოცნების განხორციელების შესაძლებლობა, ფურცელზე მაინც გქონდეთ მონიშნული. დაგეგმეთ  ერთობლივი მომავალი და აიშენეთ მოხერხებულ ბუდე... ეს პატარა თამაში გაჩვენებთ, რამდენად სხვადასხვა თუ ერთნაირი რამის მიღება გსურთ ცხოვრებისგან.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
გაათავისუფლეთ თქვენი ორგანიზმი ვიტამინების ნაკლებობისგან, მინერალებისა და ანტიოქსიდანტებისგან, რომლის მიზეზი, შესაძლოა, არასრულფასოვანი კვება იყოს. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, მიიღოთ უფრო მეტი წყალი.
კარიერა:
ნუ იმედოვნებთ, რომ საჭიროა, დაელოდოთ გარკვეულ დროს, რომ პრობლემა თავისთავად მოგვარდეს. ზუსტად არავინ იცის, როდის დადგება „გარკვეული დრო“ და თუკი ფიქრობთ, რომ ყველაფერს შემდეგი დღე მოგიგვარებთ, „შემდეგი“ ორი-სამი დღით გაიწელება და ყველაფერი უკვე გვიან იქნება. საბოლოოდ, მოგიწევთ პრობლემების სწორედ ხვალიდან გადაჭრა.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი მის სიტყვებსა თუ ქმედებებზე თქვენგან გარკვეულ რეაქციას ელოდება, თუმცა მას არაფერი გამოუვა. შესაძლოა, თქვენ, უბრალოდ, ყურადღება არ მიაქციოთ მის განზრახვებს, ან არ გინდათ მათი დანახვა. დარწმუნებული ხართ, რომ სწორად იქცევით?


 


ლომი
ჯანმრთელობა:
თუ ხვალ, დღის მანძილზე ფეხზე დგომა მოგიწევთ, საღამოს არ დაგავიწყდეთ კონტრასტული შხაპის მიღება ცხელი და ცივი წყლის მონაცვლეობით. ეს დაგეხმარებათ დაღლილობის შეგრძნების მოხსნაში და გააუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.
კარიერა:
ხვალ კარგი დღე იქნება საქმიანი ვიზიტებისთვის და უცხოელ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის. ახალი კავშირების დასამყარებლად შესაძლოა, პოტენციურ პარტნიორებთან საქმიან ვახშამზე მოგიწიოთ შეხვედრა, სადაც მშვიდ გარემოში განიხილვათ საკითხებს.  
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი თქვენი საერთო წარსულიდან რომელიღაც უსიამოვნო ეპიზოდს შეგახსენებთ. გაუგებარია, რა მიზნით გააკეთებს ამას, მაგრამ მიზანი ნამდვილად განსაზღვრული ექნება და თუკი მის ჩანაფიქრს გამოიცნობთ, უფრო გაგიადვილდებათ მოგონებების საღამოს „ატანა“.


 


ქალწული
ჯანმრთელობა:
ცხოველებთან ურთიერთობისთვის ხვალინდელი დღე შესაფერისი ვერ იქნება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ბუნებამ დიდი ზომის კბილებითა და ბრჭყალებით დაასაჩუქრა. ხვალ შესაძლოა, სათლელის როლში აღმოჩნდეთ. ასე რომ, უპირატესობა მიანიჭეთ უსულო სათამაშოებს.
კარიერა:
გაუაზრებელი დაპირებები არავის უნდა მისცეთ და ეს თქვენ მშვენივრად იცით. მაგრამ ყველაფერი ხდება. განსაკუთრებით გაცხარებული კამათის დროს. ხვალ ყველა დაუფიქრებელ სიტყვაზე მოგიწევთ პასუხის გაცემა. დაპირებულ სიტყვებს შესაძლოა,  სამი წელიც დაელოდონ,  მაგრამ უფრო მეტი - აშკარად არა.
სიყვარული: როგორც იქნა, თქვენი მეორე ნახევრის ჭეშმარიტ სახეს დაინახავთ. არა იმიტომ, რომ შემთხვევით მიწებებულ წამწამებს მოიხსნის ან პარიკის გაკეთება დაავიწყდება. უბრალოდ, ხვალ ისე მოიქცევა, როგორც ჩვეულებრივ იქცევა, ოღონდ თქვენთან - არა. შეაფასეთ: გჭირდებათ კი ასეთი ადამიანი გვერდით, თუ ღირს ახალი პარტნიორის მოძებნა?


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ შესაფერისი დღე იქნება იმისთვის, რომ საკუთარი კანი გარემოს უარყოფითი გავლენისგან დაიცვათ. მით უმეტეს, რომ მსგავსი ტიპის პროცედურები მიმზიდველი და სასიამოვნოა. ასე რომ, ნუ უგულებელჰყოფთ მათ.
კარიერა:
ის, ვინც თქვენზე გაცილებით თამამი და თავხედია, იმ საქმის წართმევას შეეცდება, რომელზე მუშაობა უკვე დაიწყეთ. თქვენი მოწინააღმდეგე ძლიერი და მკვირცხლია - მასთან ბრძოლის მოსაგებად ძალების მოკრება მოგიწევთ. დასაწყისისთვის - გაახილეთ თვალები, უნდა იცოდეთ მოსალოდნელი საშიშროების შესახებ.
სიყვარული:
ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი, თქვენთან ერთად, სასიამოვნო გარემოში თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად იგრძნობს. თუმცა, მოდუნება არ ღირს: სრულიად შესაძლებელია, ეს დროებითი იყოს და მას საკმაოდ სერიოზული რეციდივი მოჰყვეს, რომლის აღმოფხვრა თქვენ მოგიწევთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: ხვალ ალერგიული ადამიანებისთვის საშინელი დღეა და თუკი მათ რიცხვს მიეკუთვნებით, ნუ გამოცდით ბედს სახლის გენერალური დალაგებით ან ზოოპარკში სტუმრობით. ყვავილებთან, ახალ საკვებთან და კოსმეტიკურ საშუალებებთანაც ფრთხილად იყავით.
კარიერა:
სიტუაციის ანალიზის უნარი და მოქმედების რამდენიმე ნაბიჯით წინ გადადგმის შესაძლებლობა ხვალ განსაკუთრებით გამოგადგებათ. სტრატეგიის საფუძვლიანად შემუშავება მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს. ასე რომ, მაქსიმალური სერიოზულობით მიუდექით ამ საკითხის გადაწყვეტას.
სიყვარული:
მდედრობითი სქესის მორიელებო, გიხაროდეთ! ვარსკვლავები გვკარნახობენ, რომ ამ სასიხარულო დღეს სასურველ საჩუქარს მიიღებთ, რომელზეც უკვე დიდი ხანია ოცნებობთ. მეუღლემ, როგორც იქნა, მოახერხა თქვენი ფიქრების სწორად ამოცნობა და თქვენი გახარება. ჩვენი რჩევაა, შესაფერისი მადლობა გადაუხადოთ მას, სასურველია საღამოს ან გვიან ღამით.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მკურნალობის პერიოდში რაიმე სახის სირთულეები წარმოგექმნებათ, დაწყებული მკურნალობა არ მიატოვოთ. ყველაფრის ბოლომდე მიყვანა თქვენთვის, ახლა, აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობის კურსის აღდგენა გაცილებით რთული იქნება.
კარიერა: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე, რომელზეც დამოკიდებულია თქვენი კომპანიის ბედი, არ დაგავიწყდეთ თქვენს კომპიუტერში არსებული პასეანსის გაშლა. ეს დამშვიდებაში დაგეხმარებათ და თქვენი გადაწყვეტილების დეტალებზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ.
სიყვარული: ვარსკვლავები საყვარელ ადამიანთან ერთად საყიდლებზე წასვლას გირჩევენ. კარგი იქნება, თუკი საყიდლებში კარტოფილს ან მაკარონს არ იგულისხმებთ. გაახარეთ საკუთარი თავი უფრო მეტად: დისკები, წიგნები, ტანისამოსი, სათამაშოები...


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
ხვალ განსაკუთრებულად უნდა იზრუნო სახის კანის დატენიანებაზე. კარგი იქნება, თუკი თერმული წყლით ან გამაგრილებელი სპრეით ისარგებლებთ.
კარიერა: დაკავდით ყველაზე ჩვეულებრივი საქმიანობით. არანაირი ექსტრაორდინარულობა და დაუფიქრებლობა. რაც არ უნდა არაადეკვატური იყოს თქვენი განწყობისთვის კონსერვატიზმი, ის ერთადერთი სწორი პოლიტიკა იქნება.
სიყვარული:
„მიყვარხარ არა იმიტომ, თუ ვინ ხარ, არამედ იმიტომ, რომ ჩემ გვერდით ხარ“. ეს ფრაზა ხვალ მუდმივად უნდა გახსოვდეთ და შეეცადეთ, პრაქტიკაში მიიღოთ. შესაძლოა, ეს სიტყვები თქვენი რჩეულის აღსაფრთოვანებლად გამოგადგეთ ან დიდი შანსია, ამ სიტყვებით ვინმემ მოგხიბლოთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ყურადღება დაუთმეთ გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამისთვის კი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვის გარდა, არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის შეზღუდვა მლაშე და ცხოველური ცხიმების შემცველი პროდუქტებით.  
კარიერა: ხვალ საკმაოდ მძიმე და დაძაბული დღე გელოდებათ. სავარაუდოდ, თქვენს პასუხისმგებლობას კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გაზრდის, ამიტომ აუცილებლად მოიფიქრეთ, როგორ დააღწიოთ თავი მარტივად ამ პრობლემას. თუკი  წვრილმან საქმეებზე არ მოცდებით, სავარაუდოდ, ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით.


სიყვარული: მოულოდნელად შექმნილ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირება მოგიწევთ, რაშიც თქვენი მეორე ნახევარი დაგეხმარებათ. თუმცა, მასზე მთლიანად და სრულად მინდობა არ ღირს, ისევე როგორც, მისთვის არ იქნება მიზანშეწონილი ყველაფრის საკუთარ თავზე აღება. არასასიამოვნო მდგომარეობაში ორივე ერთად აღმოჩნდებით და ოპტიმალურ გამოსავალსაც, ასევე, ერთად იპოვით.


 


თევზები
ჯანმრთელობა: თქვენი მთავარი დავალებაა - დროულად გააკეთოთ შესვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალები არ გეყოფათ. რამდენჯერმე მცირე ხნით შეწყვეტთ მუშაობას და ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტანთ. შეეცადეთ, დაძაბულობა მოიხსნათ.
კარიერა: სერიოზული და საპასუხისმგებლო დავალება დაგეკისრებათ და მის შესასრულებლად საქმის დაწვრილებით შესწავლა მოგიწევთ. ნუ იჩქარებთ მუშაობის დაწყებას. პირველ რიგში, კარგად დაფიქრდით დეტალებზე. ნამდვილად არ გესიამოვნებათ იმის მოსმენა, რომ ყველაფრის გაკეთება გაცილებით უკეთესად იყო შესაძლებელი.
სიყვარული: ხვალ რომელიმე ფრაზა, უნებლიეთ ნაპოვნი ძველი ჩანაწერი ან ხალხმრავალ ადგილას ბუნდოვნად დანახული სახე ძველ სიყვარულს გაგახსენებთ. არ არის გამორიცხული, რომ ეს ფაქტები უარყოფითად აისახოს თქვენს განწყობაზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?