4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

3 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი


ჯანმრთელობა: ახლა განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ მკვეთრი სუნების მიმართ. უმჯობესი იქნება, მძაფრი სუნის კოსმეტიკურ საშუალებებზე უარს თუ იტყვით.
კარიერა: ნუ მისცემთ წვრილმანებს თქვენი ყურადღების გაფანტვის უფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სამუშაოზე კონცენტრირებას ვერ შეძლებთ.
სიყვარული: თქვენი მეორე ნახევარი ოცნების ხასიათზე იქნება. არჩევანის წინაშე დადგებით - იოცნებოთ მასთან ერთად და ააგოთ ოცნების კოშკები თუ დარჩეთ რეალისტად და იყოთ სკეპტიკური.


 


კურო


ჯანმრთელობა: ხვალ აუცილებლად უნდა დააბალანსოთ თქვენი კვების რაციონი, თუ არ გსურთ, რომ მუცლის შებერილობამ შეგაწუხოთ.
კარიერა: დაიკავეთ სასტარტო პოზიცია - როგორც კი საყვირის ხმას გაიგებთ, მაშინვე უნდა იმოქმედოთ! ხვალ მნიშვნელოვანი დღე გელით.
სიყვარული: სასიყვარულო ფრონტზე იმდენად იღბლიანი დღე გექნებათ, რომ თქვენი ბევრ ნაცნობსა და მეგობარს შეშურდება.


 


 


ტყუპები


ჯანმრთელობა: თუ სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, იცოდეთ, რომ ხვალ მკურნალობა განსაკუთრებულად ეფექტური იქნება.
კარიერა: კოლეგები არაფორმალურ გარემოში შეხვედრას შემოგთავაზებენ, რათა კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდეთ. შეხვედრაზე შეგიძლიათ, დასთანხმდეთ, თუმცა პროფესიულ თემებზე საუბრისგან თავი შეიკავეთ. დასვენების დღე ამისთვის შესაფერისი ნამდვილად არ არის.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს მთელი დღის თქვენთან ერთად გატარება მოუნდება, მაშინ, როცა თავად მარტოობისკენ იქნებით მიდრეკილი. გამოსავლის პოვნა რთული აღმოჩნდება, თუმცა კომპრომისის მოძებნა ყოველთვის შეიძლება.


 


კირჩხიბი


ჯანმრთელობა: ლიფტში, სადარბაზოში, ქუჩაში თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში სრულიად შემთხვევით გაგონილმა ინფორმაციამ შესაძლოა, თქვენს ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა იქონიოს. ასე რომ, ყურადღებით იყავით, არაფერი გამოგეპაროთ.
კარიერა: თქვენი საქმიანობის წარმატებას ხვალ ამინდი დიდწილად განსაზღვრავს. თუ პირდაპირ არა, თქვენი განწყობის ცვლილების სახით მაინც.
სიყვარული: თქვენს ხუმრობებს შესაძლოა, საყვარელი ადამიანი აგრესიულად შეხვდეს. ეცადეთ, ხელოვნურად არ დაძაბოთ სიტუაცია და თავი შეიკავეთ თქვენი უბადლო იუმორის გამოვლენისგან.


 


ლომი
ჯანმრთელობა: თქვენს მუხლებსა და ძვლებს ყურადღება მიაქციეთ. ტრავმის თავიდან აცილება გაგიჭირდებათ, თუ, მაგალითად, როლიკებით სეირნობას გადაწყვეტთ.
კარიერა: ნუ დაიწყებთ თავის გამართლებას და მიზეზების ძიებას იმისთვის, რომ დავალებული საქმე არ შეასრულოთ. იცოდეთ, ეს თქვენი შანსია, კიდევ ერთხელ დაუმტკიცოთ ყველას თქვენი შესაძლებლობები.
სიყვარული: თქვენი მეგობრის სასიყვარულო ურთიერთობების პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. იცოდეთ, ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. ნაჩქარევად ნუ იმოქმედებთ, თორემ, თუ არაფერი გამოვიდა, ეს თქვენი ბრალიც იქნება.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: იმისთვის, რომ თავი კარგად იგრძნოთ, სუფთა ჰაერი თქვენთვის აუცილებელი იქნება. ეცადეთ, დიდი დრო გაატაროთ შენობის გარეთ.
კარიერა: მერე რა, რომ დასვენების დღეა? წინ უამრავი საქმე გაქვთ, რომელთა მოგვარებაც აუცილებლად ხვალიდან უნდა დაიწყოთ!
სიყვარული: გახსოვდეთ, რაც არ უნდა ძლიერი იყოს თქვენი პარტნიორი, ისიც ადამიანია, რკინის ნერვები სულაც არ აქვს და შეიძლება ერთხელ ისიც „აფეთქდეს“...


 


 


სასწორი
ჯანმრთელობა: არ დაგავიწყდეთ სახლიდან გასვლისას ცხვირსახოცების წაღება. არ არის გამორიცხული, გაცივდეთ, ანდაც, უბრალოდ, მოულოდნელად დაისვაროთ.
კარიერა: თქვენთვის ბევრად ნაყოფიერი იქნება დასვენება, ვიდრე ხვალ სამსახურის საქმეების მოგვარებაზე ფიქრი. გაითვალისწინეთ!
სიყვარული: წარმატებული დღე გელით. შეძლებთ, თქვენი საყვარელი ადამიანის გაბედნიერებას და ეს თქვენც ბედნიერს გაგხდით.


 


 


მორიელი
ჯანმრთელობა: კარგი იქნება, თუ ხვალ თქვენი ნაწლავების გაწმენდაზე იფიქრებთ და სპეციალისტთან გაივლით კონსულტაციას.
კარიერა: ეს თქვენი დღეა! თუ რაიმე მკაცრად გაქვთ გადაწყვეტილი, დროა, იმოქმედოთ!
სიყვარული: ყურადღება მიაქციეთ გარეგნობას. ხვალ შეუდარებლად უნდა გამოიყურებოდეთ! გექნებათ იმ ადამიანთან შეხვედრის შანსი, რომელიც შესაძლოა, თქვენი ცხოვრების მეგზური გახდეს.


 


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით ცხიმიან საკვებს. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
კარიერა: ვარსკვლავები კატეგორიულად გიკრძალავენ ხვალ სამსახურზე ფიქრს! დასვენების დღე დანიშნულებისამებრ უნდა გამოიყენოთ.
სიყვარული: ძალიან მოგინდებათ, დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად მთელ ცხოვრებას გაატარებთ. თუ დარწმუნებას ვერ მოახერხებთ, ამის ილუზიას მაინც შეიქმნით, რათა თავი მეტად ბედნიერად იგრძნოთ.


 


 


თხის რქა
ჯანმრთელობა: ყოყმანის დრო არ არის! უბრალოდ, გააკეთეთ ის, რაც ექიმმა გირჩიათ!
კარიერა: რაც უფრო აქტიურად მოინდომებთ საქმის სწრაფად დასრულებას, მით უფრო შორს აღმოჩნდებით მიზნისგან. ყველა ნაბიჯი ნელა და დაფიქრებით უნდა გადადგათ.
სიყვარული: საყვარელი ადამიანის სიტყვები გაგაოცებთ და ძალიან გაგაბრაზებთ. მაგრამ იცოდეთ, ახლა დაპირისპირების დრო არ არის! თქვენ ერთმანეთის გვერდში დგომა ჰაერივით გჭირდებათ!


 


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ბინის გენერალური დასუფთავება უზრუნველყოფს თქვენს დაცვას ალერგიისგან. კარგი იქნება, დროს თუ გამონახავთ ამისთვის.
კარიერა: დღე კონფლიქტური და დაძაბული იქნება. თუმცა, ამაზე მძაფრ სიტუაციებსაც უმკლავდებით ხოლმე. ასე რომ, საშიში არაფერია.
სიყვარული: აღმოჩნდებით იმ ადამიანის ინტერესის ობიექტი, რომელიც მაჭანკლობითაა დაკავებული. შესაძლოა, ეს არც ისე ცუდია - თქვენთვის ხომ მხოლოდ სიკეთე სურთ?


 


 


თევზები
ჯანმრთელობა: კოფეინი ხვალ თქვენი ჯამრთელობისთვის განსაკუთრებით მავნე იქნება. ამიტომ ყავისა და კოფეინის შემცველი სხვა სასმელისგან თავი უნდა შეიკავოთ.
კარიერა: ნურაფერს განსაკუთრებულსა და ექსტრაორდინარულს ხვალისთვის ნუ მოიფიქრებთ. უბრალოდ, დატკბით დასვენების დღით.
სიყვარული: ნუ მიაქცევთ ყურადღებას ხალხის აზრს. ისე მოიქეცით, როგორც თავად მიგაჩნიათ საჭიროდ! 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?