30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

29 ივნისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
ვარსკვლავები გირჩევენ, მკურნალობის კურსი არ შეცვალოთ. ასე გააგრძელეთ! ყოველ შემთხვევაში ამ კვირის განმავლობაში.
კარიერა:
ხვალ თქვენი ხელმძღვანელი ეცდება, დარჩეს შეუმჩნეველი და არ ჩაერიოს თქვენს საქმეებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ ყველაფერი თქვენს ნებაზე აკეთოთ - ეცადეთ, მისი რეკომენდაციებიც გაითვალისწინოთ.
სიყვარული:
ხვალ შესაძლოა, ყურადღების ცენტრში მოექცეთ და დიდი შანსია, ყველა ოცნება აისრულოთ. საყვარელი ადამიანი სიურპრიზს მოგიწყობთ, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდით. ეს შეიძლება იყოს, უბრალოდ, სასიამოვნო ჟესტი მისი მხრიდან ან საკმაოდ ძვირფასი საჩუქარი.


 


კურო
ჯანმრთელობა:
ხვალ შედეგიანი იქნება ჭარბ წონასთან ბრძოლა, თუ, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა გაქვთ. ეცადეთ, დიეტები ერთბაშად არ დაიწყოთ და ორგანიზმი ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოამზადოთ.
კარიერა: ხვალ სამსახურიდან დროზე ადრე ნუ წამოხვალთ, რადგან ეს შეუმჩნეველი არ დარჩება თქვენს ხელმძღვანელობას და საყვედურს მიიღებთ.
სიყვარული:
ხვალ განსაკუთრებით მოიწყენთ საყვარელი ადამიანის გარეშე და მის გარეშე გატარებული ყოველი წუთი საუკუნედ მოგეჩვენებათ. ეცადეთ, ეს ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან სულ მალე მარტოობის ამ წუთებს ერთად და ხალისით გაიხსენებთ.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
თუ თქვენ სპორტით ხართ დაკავებული, ფრთხილად იყავით - განსაკუთრებით, სიმძიმეების აწევისას, რადგან ხვალისთვის დიდია ტრავმებისა და მოტეხილობების რისკი.
კარიერა
: ეცადეთ, რაც არ უნდა მოხდეს, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შესაძლოა, სამსახურში განვითარებულმა მოვლენებმა თქვენი გაღიზიანება გამოიწვიოს, მაგრამ ეცადეთ, უკმაყოფილება ხმამაღლა არ გამოხატოთ.
სიყვარული:
ხვალ დილით შესაძლოა, გაიღვიძოთ ფიქრით, რომ დროა, ცხოვრებაში რაღაც შეცვალოთ. მართალია, ჯერ არ იცით, კონკრეტულად რის შეცვლა გსურთ, მაგრამ, თუ ამის შესახებ თქვენს მეორე ნახევარს დაელაპარაკებით, მისგან აუცილებლად სასარგებლო რჩევას მიიღებთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენი ორგანიზმის ტონუსი დაეცემა. იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოაგვაროთ, საჭიროა, სწორად შეადგინოთ დღის რეჟიმი და კვების რაციონიც შეძლებისდაგვარად მოაწესრიგოთ.
კარიერა:
ვარსკვლავებმა ხვალისთვის რთული სამუშაო დღე მოგიმზადეს, ამიტომ ეცადეთ, სწორად დაგეგმოთ დღის რეჟიმი. თუ ხვდებით, რომ საქმეს მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარება თქვენს კოლეგებს სთხოვეთ.
სიყვარული:
კარგი დღეა, პარტნიორის გულის მოსაგებად. ეცადეთ, რომანტიკული და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგათ, რათა თქვენი ურთიერთობა უფრო მჭიდრო და სერიოზული გახდეს.


 


ლომი
ჯანმრთელობა: იმდენად გადაღლილი ხართ ყოველდღიური პრობლემებით, რომ, თუ დროულად არ დაისვენებთ, შესაძლოა, ნერვული აშლილობაც კი დაგემართოთ. დაფიქრდით, ღირს კი სამსახური ამად?!
კარიერა: ნაკლები დრო დაუთმეთ საკუთარ გარეგნობას, ხოლო საქმეზე უფრო მეტი იფიქრეთ. 
სიყვარული: თქვენს საყვარელ ადამიანს არ მოუწევს თქვენგან „იძულებითი აღიარების“ მიღება, რადგან ხვალ ამას თავადაც სიხარულით გააკეთებთ და განსაკუთრებით გულწრფელი იქნებით.  


 



ქალწული
ჯანმრთელობა:
განსაკუთრებით სასარგებლოა სამკურნალო მასაჟის გაკეთება, რაც, გარდა იმისა, რომ ენერგიას შეგმატებთ, ორგანიზმი მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებსაც ასტიმულირებს.
კარიერა: ხვალ ხელმძღვანელობის ნიჭს გამოავლენთ, რაც შეუმჩნეველი არ დარჩება თქვენს ხელმძღვანელობასა და კოლეგებს. შესაძლოა, მომავალში ამის გამო დაწინაურებაც არ აგცდეთ.
სიყვარული: შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან მცირედი გაუგებრობა სერიოზულ ჩხუბში გადაგეზარდოთ. ამიტომ ეცადეთ, თავი აარიდოთ მასთან ნებისმიერ თემაზე კამათს.




სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ განსაკუთრებით დაგისუსტდებათ ფილტვები, ამიტომ თავი აარიდეთ წყალთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას, ნუ ჩაიცვამთ ზედმეტად შილიფად, თუ შეძლებთ, სიგარეტის მოწევისგანაც თავი  შეიკავეთ.
კარიერა: სამსახურში მოერიდეთ ქერა ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან არ არის გამორიცხული, რომელიმე ასეთმა კოლეგამ გიღალატოთ და თანამშრომლები თქვენს საწინააღმდეგოდ განაწყოს.
სიყვარული: საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს განსაკუთრებით მოხიბლავთ. დიდია შანსი, თუ დაქორწინებული ან შეყვარებული არ ხართ, ხვალ საბედოც კი იპოვოთ.  




მორიელი
ჯანმრთელობა:
ხვალისთვის შესაძლოა, აპათიამ შეგიპყროთ, თუმცა ნუ იჩქარებთ ანტიდეპრესანტების მიღებას - ეს დროებითია და სულ მალე ცხოვრების ხალისი თავისით დაგიბრუნდებათ.
კარიერა: დროა, გაიხსენოთ და შეასრულოთ ყველა დაპირება, რაც კი კოლეგებისთვის მიგიციათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ თქვენზე ცუდი შთაბეჭდილება შეექმნებათ და აღარასოდეს გენდობიან.
სიყვარული: საყვარელ ადამიანთან დროს მხიარულად გაატარებთ. მთელი დღის განმავლობაში იმდენს იცინებთ, რომ შესაძლოა, დღის ბოლოს მუცლის პრესიც კი აგტკივდეთ. თუმცა ეს ერთადერთი პრობლემა იქნება, რაც კი ხვალისთვის შეგექმნებათ.




მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, დღის მანძილზე თავის ტკივილმა და გულისრევის შეგრძნებამ შეგაწუხოთ. არ შეშინდეთ, ეს მხოლოდ გადაღლილობის ბრალია, ამიტომ ეცადეთ, სამსახურიდან სახლში ადრე დაბრუნდეთ, წამოწვეთ და დაისვენოთ.
კარიერა: რაც შეიძლება, სწრაფად მოახდინეთ სამსახურში ადაპტაცია, რადგან საქმეები არ მოიცდის და შესაძლოა, დღის ბოლომდე ყველაფერი ვერ მოასწროთ.
სიყვარული: ხვალ მოიწყენთ, არადა თითქოს ყველაფერი გაქვთ - სითბო, სიყვარული, ყურადღება... მაშინ რატომ არ ხართ ბედნიერი?! იქნებ დროა, ღირებულებების გადაფასება მოახდინოთ?!




თხის რქა
ჯანმრთელობა:
განსაკუთრებით ეფექტურია ქრონიკული დაავადებების საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება, თუმცა ექსპერიმენტებს არ გირჩევთ. ნებისმიერი სამკურნალო მეთოდი აუცილებლად მკურნალ ექიმთან უნდა შეათანხმოთ.
კარიერა: მოუსმინეთ პროფესიონალის რჩევებს. ამა თუ იმ საქმის კეთებისას, ეცადეთ, კოლეგების აზრიც გაითვალისწინოთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი ძალიან სერიოზულ თემაზე დაგელაპარაკებათ, იმდენად სერიოზულზე, რომ ვერც კი წარმოიდგენდით. მოგიწევთ მასთან ერთად იმსჯელოთ, პრობლემები გადაწყვიტოთ, დასკვნები გამოიტანოთ... ერთობლივი ძალებით ხომ ნებისმიერ საქმეს გაცილებით მარტივად გაუმკლავდებით.




მერწყული
ჯანმრთელობა: წინ მძიმე სამუშაო დღე გელით, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, კარგად გამოიძინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი დღის მანძილზე შეგაწუხებთ უხასიათობა და თავის ტკივილი.
კარიერა: შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ კლიენტებთან, საქმიან პარტნიორებთან და ხელმძღვანელობასთანაც კი. ამიტომ ეცადეთ, თქვენი საქმე უხმაუროდ აკეთოთ, ბევრი გაიღიმოთ და ყველა კითხვაზე გქონდეთ მომზადებული არგუმენტირებული პასუხები.
სიყვარული: არ არის გამორიცხული, თქვენს საყვარელ ადამიანს თქვენს მშობლებთან მოუვიდეს უთანხმოება, ან პირიქით - თქვენ განაწყენდეთ მის მშობლებზე. ამის თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ ისეთ ადგილებს, სადაც დიდია ალბათობა ერთმანეთის მშობლებს გადააწყდეთ.




თევზები
ჯანმრთელობა:
ფრთხილად იყავით და ფეხქვეშ იყურეთ, რადგან ტრავმების მიღების რისკი ისე დიდია, როგორც არასოდეს.
კარიერა: ნუ ისესხებთ ფულს ახლობელი ადამიანისგან და ეცადეთ, ალტერნატიული გზა გამოძებნოთ. შესაძლოა, ამას თქვენ შორის ისეთი უთანხმოება მოჰყვეს, რომ ამ ფულმა ერთმანეთს სამუდამოდ დაგაშოროთ.
სიყვარული: ეცადეთ, ხშირად გაუმეოროთ საყვარელ ადამიანს, როგორ გიყვართ. მერწმუნეთ, ეს მას ძალიან გაახარებს, ხოლო თქვენს ურთიერთობას უფრო მჭიდროს გახდის და გააღრმავებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?