13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

12 ივლისი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები ხვალისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ვერძებო, თქვენი ფეთქებადი ხასიათით ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებთ. შეეცადეთ, გამოხატოთ ემოციები მაგიდაზე მუშტის დარტყმით ან კარების მიჯახუნებით. ისიც გაითვალისწინეთ, რომ, თუკი აქაც გადააჭარბებთ, ტრავმატოლოგთან ვიზიტი არ აგცდებათ.
კარიერა: გააკონტროლეთ ემოციები. საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებისას, ემოციებმა შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ. ნუ მისცემთ მათ თქვენი ქმედებების მართვის უფლებას, რადგან შესაძლოა, უამრავი შეცდომა დაუშვათ. მათ გამოსასწორებლად და სიტუაციის დასალაგებლად კი დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანს ზემოდან დაუწყებთ ყურებას ან მოგეჩვენებათ, რომ ცხოვრებაში მასზე უფრო მეტი გაგეგებათ. თუმცა, თქვენს რჩეულს, არატრივიალური აზროვნების გამოხატვით ადვილად შეუძლია თქვენი გაწბილება და ციდან მიწაზე დაშვება.



კურო
ჯანმრთელობა:
ხვალ ვარსკვლავები დაჟინებით გირჩევენ სადმე გამგზავრებას. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ რთულ და შორ გზაზე წასვლა არ მოგიწიოთ, მაგრამ მოგზაურობა საინტერესო და ახალი შეგრძნებებით იყოს სავსე.
კარიერა:
ნუ ეცდებით მწვერვალების სწრაფად დაპყრობას, ისე, როგორც ერთ-ერთი თქვენი თანამშრომელი, რომელიც მიზნის მისაღწევად თქვენზე უფრო მომზადებულია. თუკი ახლა ყველაფერს დაყრით და მას გაეკიდებით, ახლანდელთან შედარებით ბევრად უფრო საინტერესო პოზიციებს გამოემშვიდობებით.
სიყვარული: ნებისმიერი სქესის კუროების ოჯახში სიმშვიდე სუფევს. ოჯახური ბატალია და კამათი იმის შესახებ, ვინ გარეცხავს ჭურჭელს და ვინ გადაყრის ნაგავს - მოსალოდნელი არ არის, თუმცა საღამოს არ გამოირიცხება მცირე ემოციური აფეთქება. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, არ გაღიზიანდეთ წვრილმანებზე და შეეცადეთ, დათმობებზე წახვიდეთ, რათა ნაპერწკალმა ცეცხლი არ გააღვივოს.



ტყუპები
ჯანმრთელობა:
ხვალინდელი დღე შესანიშნავი იქნება იმისთვის, რომ დადებითი და ჯანსაღი ჩვევები გამოიმუშაოთ როგორც კვებაში, ასევე ცხოვრების წესში, ზოგადად. გამოიჩინეთ ნებისყოფა. თქვენ ხომ ყველაფერთან გამკლავება შეგიძლიათ, თუკი მოისურვებთ.
კარიერა: ნუ იჩქარებთ სამსახურიდან წასვლას, იმ შემთხვევაშიც, თუკი სამუშაოს შემდეგ განსაკუთრებით საინტერესო რამ გელით. სავარაუდოდ, სწორედ სამუშაო დღის ბოლოს, მოხდება ისეთი რამ, რის გამოც სამსახურში მისვლა ნამდვილად ღირს. ასეთი რამ არ უნდა გამოტოვოთ!
სიყვარული: საყვარელი ადამიანი აბსოლუტურად არაფერს დაგითმობთ, ამიტომ ის აქტიურად შეეცდება თქვენთან ურთიერთობას, თქვენი მიღწევების გადატანას და თქვენი რეკორდების მოხსნას. ნუ გარბიხართ ასე სწრაფად, შეიცოდეთ ის, ვინც უკან მოგდევთ. მან შესაძლოა, რბოლას ვერ გაუძლოს.                



კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ კუჭს. თუკი უსიამოვნო შეგრძნებები დაგეუფლებათ, რომელთაც მხოლოდ მედიკამენტების საშუალებით გაუმკლავდებით, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
კარიერა: მოიკრიბეთ ძალები და იმუშავეთ ისე, როგორც საჭიროა. შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა - აი, თქვენი ხვალინდელი დევიზი. რას იზამთ? მხოლოდ შრომისმოყვარეობა და ძალების მობილიზება დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში და დამსახურებული ჯილდოს მიღებაში.
სიყვარული: ხვალ ახალი და გიჟური იდეა მოგივათ თავში. ის ყველას გიჟურად მოეჩვენება, საყვარელი ადამიანის ჩათვლით, თუმცა, თუკი თქვენს რჩეულს დეტალურად აუხსნით, რა და როგორ უნდა მოხდეს, მაშინ ერთგულ მოკავშირეს და საიმედო მხარდამჭერს იპოვით. ვარსკვლავები წარმატებებს გისურვებენ ორატორულ საქმიანობაში.



ლომი

ჯანმრთელობა:
ნებისმიერი სახის ნეგატიური ემოციები ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ. შეეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ ბუმერანგის უკან მობრუნება არ დაუშვათ: ის ჯანმრთელობასა და მხნეობას ნამდვილად ვერ მოგიტანთ.
კარიერა: წვრილმანების გამო ნერვიულობა არ ღირს. დამშვიდდით. ახლა ძალიან ხართ აღელვებული და გაღიზიანებული. მართალია, ეს ხშირად გემართებათ, როდესაც თქვენი ქცევის მიზეზი თქვენთვისაც უცნობია. დროა, ისწავლოთ ემოციების გაკონტროლება, მით უმეტეს, თუკი ისინი წარმატების მიღწევაში ხელს გიშლიან.
სიყვარული:
ხვალ ძალიან სასარგებლო წიგნს წაიკითხავთ, რომელიც საფუძვლიანად შეგიცვლით წარმოდგენას იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს იდეალური სასიყვარულო ურთიერთობები. სცადეთ მათი მაქსიმალურად გათვალისწინება, მაგრამ ისე, რომ არ დაანგრიოთ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანის ცხოვრება.



ქალწული

ჯანმრთელობა:
ქალწულებს ხელსაყრელი პერიოდი აქვთ იმისთვის, რომ რაიმე შეცვალონ ცხოვრების ჩვეულ წესში. ამიტომ აუცილებლად ისარგებლეთ ამ მომენტით, რათა ეს ცვლილებები თქვენს ჯანმრთლობაზე სასიკეთოდ აისახოს.
კარიერა: თუკი ოდნავი ეჭვი მაინც გაგიჩნდებათ, რომ ანგარიშსწორების დროს შეცდომა დაუშვით, ნუ დაიზარებთ და ყველაფერი კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში,  მცდარი მონაცემებით ხელმძღვანელობა აუცილებლად დაგაბნევთ, რაც შემდგომ უამრავ პრობლემას წარმოქმნის, რაც თქვენ საერთოდ არ გჭირდებათ.
სიყვარული:
ნუ გადადებთ ზეგისთვის იმას, რის გაკეთებაც ხვალ შეგიძლიათ ან თუნდაც, დღეს უნდა გაგეკეთებინათ. თუკი ხვალ არ გააკეთებთ, ჩათვალეთ, რომ არც არასდროს გააკეთებთ. ამგვარი დაუდევრობის გამო, სრულიად შესაძლებელია, პირად ცხოვრებაში პრობლემები შეგექმნათ.



სასწორი

ჯანმრთელობა:
გასაკაჟებელი პროცედურებისთვის ხვალინდელი დღე საუკეთესო არ იქნება, რადგან ამით არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებთ. იმუნიტეტის გაძლიერება სხვა მეთოდებით შეეცადეთ, ნაკლებად რადიკალურით.
კარიერა:
ხვალინდელი დღე იდეალური იქნება სოციალური საქმიანობისთვის. თქვენი ემოციური მდგომარეობა და კარგი ხასიათი მთელ კოლექტივს ოპტიმისტურად განაწყობს.  ხვალ თქვენი დღეა! დაარწმუნეთ გარშემომყოფები იმაში, რომ თქვენი ქმედებები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია - და ბედი გაგიღიმებთ.
სიყვარული: მთავარია ხვალ სწორი შეკითხვები დასვათ. მიიღებთ თუ არა პასუხს - ნაკლებად მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, თუკი პასუხი არ დაგაკმაყოფილებთ, უმჯობესია, მის შესახებ მალევე დაივიწყოთ: იქნებ შეცდომა მოხდა... შედეგად, თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი არ დაზარალდებით.



მორიელი

ჯანმრთელობა: იზრუნეთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაზე. ამისთვის არ არის აუცილებელი სპეციალური წამლების მიღება. საკმარისია უფრო აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრება.
კარიერა:
ხვალ კარგი შესაძლებლობა გექნებათ, შეურიგდეთ ისეთ ადამიანს, რომელთანაც უკვე დიდი ხანია ნაჩხუბარი ხართ. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, შესაძლოა, იძულებულები გახდეთ და საერთო საქმეზე ერთობლივად იმუშაოთ. სამაგიეროდ, შედეგად, მეგობრულ ურთიერთობას შეინარჩუნებთ.
სიყვარული: თუკი ინტუიცია გკარნახობთ, რომ: „ეს ის ადამიანი არ არის, რომელიც გჭირდება... ის არ არის... ის არ არის...“ - მოუსმინეთ მას და მოითხოვეთ მისგან არგუმენტირებული დასაბუთება. შესაძლოა, ინტუიცია გღალატობთ. ხანდახან ასეც ხდება.



მშვილდოსანი

ჯანმრთელობა:
ძალების მოკრება გიჭირთ. ასე რომ, დროა, ცოტა შეისვენოთ. მთავარია, ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ დასვენების დროს მხოლოდ დადებითი ემოციები მიიღოთ. აირჩიეთ თქვენთვის რაიმე დამამშვიდებელი, მაგალითად, სპა-პროცედურები ან მასაჟი.
კარიერა:
ნუ მოისმენთ რჩევებს  შორეული ნაცნობი ადამიანებისგან და განსაკუთრებით მაშინ, თუკი ისინი იმ ადამიანმა შეაქო, რომელთაც ნაკლებად ენდობით. მოუსმინეთ მხოლოდ საკუთარ გონებას, რომელიც სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალს გიკარნახებთ, აი, გადაწყვეტილება კი, შესაძლოა, უცებ ვერ მიიღოთ.
სიყვარული:
ვარსკვლავები გირჩევენ საყვარელ ადამიანს რომელიმე ღირსშესანიშნავი მოვლენა მიულოცოთ. თუკი დაბადების დღე ჯერ შორსაა, მიულოცეთ მაგალითად, მზიანი ამინდი, ან მძიმე სამუშაო დღის წარმატებით დასრულება. სასურველია, ორიგინალური საჩუქარი მიართვათ, უმჯობესია ხელნაკეთი. მაგალითად, მისალოცი ბარათი, რომელსაც თქვენ თვითონ გააფერადებთ ან ხელს მოაწერთ.



თხის რქა

ჯანმრთელობა:
ხვალ თხის რქებისთვის დიეტის დაცვა რეკომენდებული არ არის, რადგან ამ ეტაპზე საკმარისი ძალა გჭირდებათ იმისთვის, რომ დასახულ გეგმებს გაუმკლავდეთ.
კარიერა: ხვალინდელი დღე, პროფესიული კუთხით თქვენთვის  წარმატებული ვერ იქნება. შეეცადეთ, ხელმძღვანელს არ გადაეყაროთ და ხელფასის მომატებაზე საუბარი არ დაუწყოთ. სამწუხაროდ, მას თქვენთვის არ ეცლება.
სიყვარული:
თქვენს ცხოვრებაში ნამდვილი ზღაპარი მოხდება, მაგრამ დადებითი გმირი იქნებით თუ უარყოფითი - მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. პირველ შემთხვევაში ყველა სურვილის ასრულება, ხანგრძლივი დღესასწაული და ბედნიერება გელით. მეორე შემთხვევაში დამარცხდებით და ბედნიერებას დიდი ხნით დაივიწყებთ.



მერწყული

ჯანმრთელობა: მიიღეთ იოდიზებული საკვები. მოიწყვეთ თევზის დღე, მაგრამ აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ხარისხსა და პროდუქტის ვარგისიანობას.
კარიერა: თანამდებობისთვის კონკურენტებთან გულმოდგინე ბრძოლა მოგიწევთ. გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო კარგად მოიფიქრებს სტრატეგიას და შეინარჩუნებს სიმშვიდეს ყველაზე დაძაბულ მომენტში. სამაგიეროდ გამარჯვებული შესანიშნავ შანსს მიიღებს საკუთარი ბიზნესის ახალ ეტაპზე გადასაყვანად.  
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი საკმაოდ ლმობიერი იქნება და სიამოვნებით დაუჭერს მხარს თქვენს ნებისმიერ გიჟურ გეგმას, განსაკუთრებით, თუკი ეს გეგმა მისთვისაც მოსაწონი იქნება. კარგი იქნება, თუკი მისი ლმობიერებით ბოროტად არ ისარგებლებთ, რადგან არავინ იცის, მისი ხვალინდელი დამოკიდებულება მომავალში რით შეიცვლება.



თევზები

ჯანმრთელობა: საკუთარ ჯანმრთელობაზე გადაჭარბებული ზრუნვა არ ღირს. შესაძლოა, თავად გააზვიადოთ სიტუაცია, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად შეხედოთ არსებულ პრობლემებს. თქვენი მდგომარეობა არც ისე რთულადაა, როგორც წარმოგიდგენიათ.
კარიერა: წარუმატებელი დღეა იმისთვის, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით ისარგებლოთ. რაც არ უნდა მართებულად მიგაჩნდეთ თქვენი ქმედებები, უარყოფით შედეგს მიიღებთ ან დიდ წინააღმდეგობებს შეხვდებით. ასე რომ, დავალების შესასრულებლად ინდივიდუალური სტრატეგიები აირჩიეთ.
სიყვარული: თევზებს, ოჯახში, თითქმის კარგი სიტუაცია ექნებათ, რაც იმ აზრამდე მიგიყვანთ, რომ სადღაც რაღაც წესრიგში არ არის და თქვენგან რაღაცის დამალვას ცდილობენ. ეჭვიანობა არ ღირს - ეს ყველაფერი გეჩვენებათ. ხოლო თუკი არ გეჩვენებათ, ისარგებლეთ მომენტით და დაისვენეთ სულიერად, სანამ ასე გიფრთხილდებიან.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?