ვერძი
ჯანმრთელობა: მთავარი პრობლემა ვერძების ჯანმრთელობისთვის ხვალ სტრესი იქნება. ასე რომ, თუ მგრძნობიარე ადამიანი ხართ, დროა, ნერვები გაიმაგროთ!
კარიერა: დაკვირვების რეჟიმზე გადაერთეთ და ნუ მიიღებთ ნურც ერთ გადაწყვეტილებას, რასაც არ უნდა შეეხებოდეს ის.
სიყვარული: უნდა დაუმტკიცოთ საყვარელ ადამიანს, რომ ერთადერთი და განუმეორებელი ხართ, რომ თქვენს მსგავსს ვერავის იპოვის - მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგაფასებთ ის ისე, როგორც თქვენ გსურთ, რომ გაფასებდნენ.
კურო
ჯანმრთელობა: თუ კოსმეტოლოგიურ კაბინეტში ვიზიტი გადაწყვიტეთ, გირჩევთ, არ დაიზაროთ და წინასწარ დააზუსტოთ, რამდენად პროფესიონალები არიან ამა თუ იმ სალონის კოსმეტოლოგები.
კარიერა: იმისთვის, რომ თქვენ მიერ დაკავებული პოზიციები შეინარჩუნოთ და არც ერთი ნაბიჯით არ დაიხიოთ უკან, მოგიწევთ, თქვენი შრომისმოყვარეობა და შეუპოვრობა გამოავლინოთ.
სიყვარული: ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი ურთიერთობის შემდეგი ეტაპის შესახებ იფიქროთ. ღირს კი ამ ურთიერთობას ჰქონდეს საერთოდ გაგრძელება?
ტყუპები
ჯანმრთელობა: განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ თქვენს კანს. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში სერიოზული დახმარება არ დაგჭირდეთ.
კარიერა: მიხვდებით, რომ შეუცვლელად სულაც არ აღგიქვამენ და მოგიწევთ, ნაბიჯ-ნაბიჯ დაამტკიცოთ თქვენი საჭიროება.
სიყვარული: ზაფხულის ცხელი დღეებით გადაღლილს შესაძლოა, გაგიჭირდეთ იმ სიტყვების გააზრება, რასაც საყვარელი ადამიანი გეტყვით. ნუ მოგერიდებათ, რამდენჯერმე გაამეორებინოთ.
კირჩხიბი
ჯანმრთელობა: საშიშროება იმისა, რომ დაშავდეთ, საკმაოდ მაღალია. ასე რომ, იყავით ფრთხილად ყველგან, ისეთ ადგილებშიც კი, რომლებიც ძალიან უსაფრთხოდ გეჩვენებათ.
კარიერა: ვარსკვლავები გირჩევენ, დარწმუნდეთ იმაში, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ, წარმატებით შეასრულეთ მოთხოვნათა ჩამონათვალი და თქვენი პროდუქტი საუკეთესო ფორმაშია. მხოლოდ ამის შემდეგ აცნობეთ უფროსს სამუშაოს დასრულების შესახებ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი თავს მარტოსულად იგრძნობს და სევდიანი იქნება. მხოლოდ თქვენ შეძლებთ მისი განწყობის შეცვლას.
ლომი
ჯანმრთელობა: გირჩევთ, დაკვირვებით დაამუშაოთ ნაყიდი ხილი და სხვა პროდუქტები. მხოლოდ ასე შეძლებთ საჭმელთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილებას.
კარიერა: ნუ იჩქარებთ თქვენი გენიალური იდეების პარტნიორებისა და კოლეგებისთვის გაზიარებას. სავარაუდოდ, იდეების მითვისებას გადაწყვეტენ.
სიყვარული: თქვენი მეორე ნახევრისთვის ხვალ განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს ის ფაქტი, რომ სრულიად გესმოდეთ მისი გრძნობების.
ქალწული
ჯანმრთელობა: ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ყველაზე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებიც კი ცდებიან ზოგჯერ და რატომ არ შეიძლება, რომ თქვენც ცდებოდეთ?
კარიერა: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ თანამშრომლებმა თქვენი თბილი და კეთილი გულის შესახებ უკეთ შეიტყონ. მოიფიქრეთ რაიმე და ასიამოვნეთ კოლეგები.
სიყვარული: მრავალფეროვანი დღე გელით, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს მრავალფეროვნება თავადვე უნდა შექმნათ.
სასწორი
ჯანმრთელობა: თქვენთვის სასარგებლო იქნება, თქვენი ფილტვების ჯანმრთელობაზე თუ იზრუნებთ. გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები და ეცადეთ, სუფთა ჰაერზე დიდი დრო გაატაროთ.
კარიერა: ნუ იჩქარებთ სამსახურზე უარის თქმას, მაშინაც კი, თუ შემოსავალი ძალიან მცირეა. კარგად გაარკვიეთ სამუშაოს არსი და დაფიქრდით მის პლუსებსა და მინუსებზე.
სიყვარული: მიზეზი იმისთვის, რომ რაღაც ოჯახურ წრეში აღნიშნოთ, ყოველთვის მოიძებნება. სულ მცირე დაფიქრებაა ამისთვის საჭირო.
მორიელი
ჯანმრთელობა: დაკვირვებით შეარჩიეთ საკვები. იცოდეთ, რომ თქვენი ხვალინდელი განწყობა მთლიანად თქვენს გასტრონომიულ მენიუზე იქნება დამოკიდებული.
კარიერა: განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოთ ჯანმრთელობას. თქვენი თამაშიდან გასვლა დამარცხების ტოლფასი იქნება. ამიტომ უნდა უზრუნველყოთ ის, რომ ჯანმრთელობამ პროფესიულ წინსვლაში ხელი არ შეგიშალოთ.
სიყვარული: საინტერესო ნაცნობობა გელით. საპირისპირო სქესის წარმომადგენელი თქვენით საოცრად მოიხიბლება და ყველაფერს გააკეთებს თქვენი ინტერესის დამსახურებისთვის.
მშვილდოსანი
ჯანმრთელობა: საუზმის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ფაფებს - შვრიის, წიწიბურისა და ფეტვის ფაფები მიირთვით.
კარიერა: 100-ჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით! ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას თქვენს გენიალურ ნაშრომთან დაკავშირებით.
სიყვარული: თქვენი უმთავრესი სურვილი სიმშვიდეში ყოფნა იქნება, მშვიდ და მყუდრო ატმოსფეროს კი მხოლოდ თქვენი მეორე ნახევარი შეგიქმნით.
თხის რქა
ჯანმრთელობა: ფრთხილად აწიეთ მძიმე ნივთები და მოერიდეთ მყისიერ მოძრაობებს, რადგან ხვალ დიდია წელის ტკივილის საფრთხე.
კარიერა: ის გარემოება, რომ დრო საკუთარი პირადი ცხოვრებისთვის საერთოდ არ გრჩებათ, თქვენს განწყობაზე შესამჩნევად აისახება. ძალიან დაძაბული და აგრესიული ხდებით. დროა, კუთვნილი შვებულება მოითხოვოთ.
სიყვარული: საყვარელ ადამიანებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისთვის, რომ სტრესული სამუშაო რეჟიმი დაგავიწყონ. უბრალოდ, მიეცით მათ ამის საშუალება.
მერწყული
ჯანმრთელობა: ეცადეთ, აკონტროლოთ თქვენი წონა. ზედმეტი კილოგრამების მომატების საშიშროება ხვალ ძალიან დიდი იქნება.
კარიერა: თქვენი უფროსის მხრიდან კონტროლი შესაძლოა, გამკაცრდეს, მაგრამ ამან არ უნდა შეგაშინოთ, რადგან თქვენ შესანიშნავად ასრულებთ სამუშაოს და მოლოდინებსაც ყოველთვის ამართლებთ.
სიყვარული: თქვენი საყვარელი ადამიანი მოულოდნელ ბედნიერებას გაგიზიარებთ, რაც თქვენც გაგაბედნიერებთ.
თევზები
ჯანმრთელობა: მოსალოდნელია ნაწლავების პრობლემები, თუმცა, თუ საკვებს ფრთხილად და სწორად შეარჩევთ, პრობლემების თავიდან აცილება ძალიან მარტივი იქნება.
კარიერა: ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და გარდა იმ აუცილებელი სამუშაოსი, რომელიც ხვალ უნდა შეასრულოთ, წინასწარ მომავლის გეგმების განხორციელებასაც შეუდგებით.
სიყვარული: ეცადეთ, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ საყვარელ ადამიანს და მოუწყოთ დღე, რომელიც მთელი ცხოვრება ემახსოვრება.