19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

18 ოქტომბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ოქტომბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა:
შესაძლოა, უკვე დაწყებული მკურნალობის მეთოდის შეცვლა გადაწყვიტოთ, რადგან სულ ახლახან, გაცილებით უსაფრთხო და ეფექტური მეთოდის შესახებ შეიტყვეთ.
კარიერა: ნუ ამოაფრქვევთ ემოციებს ხელქვეითების თანდასწრებით. თქვენი პირადი პრობლემები მხოლოდ თქვენთან უნდა დარჩეს. იყავით მომთმენი, მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. გამოიჩინეთ ყურადღება თანამშრომლების მიმართ და კარგად შესრულებული სამუშაოთი გადაგიხდიან.
სიყვარული: ხვალ თქვენ და ტელეფონი განუყრელი იქნებით. ზოგი რჩევისთვის გირეკავთ, ზოგი ყურადღებას მოითხოვს, ზოგს, უბრალოდ, მოენატრეთ და თქვენთან საუბარი მოუნდა. უხეშად ნურავის უპასუხებთ და არ არის საჭირო გამუდმებით მოუცლელობაზე აპელირება. ნუ ბუზღუნებთ და წუწუნებთ. ოდესღაც თქვენც დაგჭირდებათ დახმარება და ეს ადამიანები ხელს სიხარულით გამოგიწვდიან.


 


კურო
ჯანმრთელობა: ხვალ ძველი პრობლემები თავს შეგახსენებთ. განსაკუთრებული ყურადღება გულის მდგომარეობას უნდა მიაქციოთ. დაიმახსოვრეთ, ხვალ სპორტული ვარჯიშები და რეკორდების მოხსნა არ შეიძლება.
კარიერა:
ძალიან დიდ დროს ნუ დაუთმობთ საბუთებზე მუშაობას. ამას ნებისმიერ სხვა დროს მოახერხებთ. ამჟამად ყველაზე მთავარია, რომ მიღწეულზე არ შეჩერდეთ - იაზროვნოთ, აღმოაჩინოთ, გამოიგონოთ და ცხოვრებაში განახორციელოთ. ასე რომ, იმოქმედეთ.
სიყვარული: 
ხვალ კოლეგებთან ფლირტი საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობას მხოლოდ გაამყარებს, რადგან დარწმუნდებით, რომ არც ერთი მათგანი თქვენი რჩეულის ნეკადაც არ ღირს. შესაძლოა, რომელიღაც კიდეც ღირს, მაგრამ სათანადოდ არ დაკვირვებიხართ.


 


ტყუპები
ჯანმრთელობა: 
ხვალ უამრავი შესაძლებლობა გაქვთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, თუმცა, არც ერთი მათგანით არ სარგებლობთ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა არც არის აუცილებელი. პირველივე ვარიანტი მშვენივრად დაგეხმარებათ.
კარიერა:
სამუშაო გრაფიკში კარდინალური ცვლილებების შეტანა საჭირო არ არის. საეჭვოა, ასეთი ცვლილებები პროფესიულ საქმიანობაში დაგეხმაროთ. თუ რაღაცის მოდერნიზება მაინც გადაწყვიტეთ, ეს მშვიდად და ეტაპობრივად გააკეთეთ. საჩქარო არაფერია. 
სიყვარული: 
საშოპინგოდ ხელსაყრელი დღეა, ამიტომ საყვარელ ადამიანს ხელი ჩაკიდეთ და მაღაზიებში გაისეირნეთ. თქვენდა გასაოცრად, ყველა საჭირო ნივთს იაფად შეიძენთ, რაც ორივეს უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. ასე რომ, შეგიძლიათ, გზას გაუდგეთ.


 


კირჩხიბი
ჯანმრთელობა: ხვალ კირჩხიბებს გადაღლილობა შეაწუხებთ, ამიტომ კარგი იქნება, თუ აქტიურ შრომას ყველაზე პასიური დასვენებით შეანაცვლებთ.
კარიერა:
თამამად შეგიძლიათ, შეფს ხელფასის მომატება, დაწინაურება და ციდან ვარსკვლავების დაკრეფაც კი სთხოვოთ, თუმცა შესაბამისი ეფექტისა და სასურველი შედეგისთვის განცხადების ტექსტი და შესაფერისი სამოსი   წინასწარ მოამზადეთ.
სიყვარული: ხვალ საყვარელ ადამიანს თქვენი რომელიღაც პრობლემის არსში ჩაწვდომა უჭირს და ყველაფერს საკუთარი პოზიციიდან აფასებს. შესაბამისად, გარკვეული გაუგებრობა გარანტირებული გაქვთ. იმედია, კომპრომისის მოძებნას მოახერხებთ.


 


ლომი
ჯანმრთელობა: 
ხვალ ლომები მეტისმეტად გაღიზიანებული არიან. ეცადეთ, ხასიათის ცვალებადობას არ აჰყვეთ და საკუთარი და გარშემომყოფების ნერვული სისტემა არ დააზიანოთ.
ბიზნესი:
ირგვლივ ყველა და ყველაფერი თქვენი სამსახურებრივი საქმიანობისგან მოწყვეტას ცდილობს: ხეებზე ჩიტები, სიმპათიური უცნობი და ყავის არომატი მეზობელი ოთახიდან.. გაითვალისწინეთ, რომ, რაც უფრო მალე მოახერხებთ სამუშაოზე კონცენტრირებას, მით უკეთესი იქნება თქვენთვისაც და თქვენი კამპანიისთვისაც.
სიყვარული: 
ხვალ საყვარელი ადამიანი უნებურად გაწყენინებთ. თავადაც ხვდებით, რომ თქვენი განაწყენება უადგილოა და თქვენს რჩეულს ასეთი მიზანი არ ჰქონია, თუმცა იქიდან, რაც მოისმინეთ, სათანადო დასკვნები უნდა გააკეთოთ.


 


ქალწული
ჯანმრთელობა: 
ხვალ კოფეინი თქვენი ორგანიზმისთვის განსაკუთრებულად მავნებელია, ამიტომ ყავა და მატონიზებელი სასმელები კატეგორიულად აკრძალულია.
კარიერა: 
ხვალ სამსახურში ზუსტად ისე უნდა იმოქმედოთ, როგორც ფსიქოლოგიის, მარკეტინგისა და მენეჯმენტის სახელმძღვანელოებშია გაწერილი. გარწმუნებთ, თქვენი უნარები შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩება.
სიყვარული:
თქვენი რჩეულისთვის რთულად გასაგებია მიზეზი, რომელმაც ამა თუ იმ მოქმედებისკენ გიბიძგათ. შესაძლოა, მისი პოზიციიდან ეს მოქმედებები საკმაოდ მკვეთრი და არასასიამოვნო სიტყვებით იქნას შეფასებული, ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია აუხსნათ.


 


სასწორი
ჯანმრთელობა:
ხვალ თქვენთვის ძალების მოკრება არცთუ ისე მარტივი იქნება: ძალიან გადაღლილი ხართ. არ დალიოთ ბევრი ყავა გამოსაფხიზლებლად, რადგან ეს თქვენს გულს ზედმეტად დატვირთავს, რაც, ასევე, ცუდია. უმჯობესია, სამსახურიდან სახლში ადრე წახვიდეთ და უფრო ადრე დაიძინოთ, ვიდრე ჩვეულებრივ. 
კარიერა:
ხელმძღვანელთან საუბრის დროს გაუგებრობა წარმოგექმნებათ. შეეცადეთ, გადალახოთ ეს უსიამოვნო მომენტი. გახსოვდეთ, რომ თქვენი დირექტორიც ცოცხალი ადამიანია თავისი შეხედულებებით, სურვილებითა და ოცნებებით. და, რაც მთავარია, სისუსტეებით, რომლებიც ხვალინდელ დღეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. 
სიყვარული:
საყვარელი ადამიანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თქვენთან მაქსიმალურად ახლოს იყოს, თუმცა, დიდია ალბათობა, რომ თქვენ მისგან ჩაიკეტებით და მასთან ურთიერთობაზე კატეგორიულ უარს იტყვით. ეს არცთუ ისე მარტივი დავალებაა...


 


მორიელი
ჯანმრთელობა: შეეცადეთ, ფეხები თბილად, მშრალად და კომფორტულად გქონდეთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ქალაქში ფეხით სიარული მოგიწევთ. უხარისხო ან არასეზონურად შერჩეული ფეხსაცმელი, შესაძლოა, პრობლემების შექმნის მთავარი მიზეზი გახდეს.
კარიერა:
ხვალ შესაძლოა, ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნათ, თითქოს ვიღაცამ გაგთვალათ, რადგან ყველა დაწყებული საქმე წარუმატებლად ან შეფერხებებით დასრულდება. ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის,  საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან გეგმებზე უარი თქვით. დაკავდით მცირე, რუტინული საქმიანობით, რომელთა „ჩავარდნა“ საშიში არ იქნება.
სიყვარული:
შეეცადეთ, ხვალ, რაც შეიძლება შეუმჩნევლად იმოქმედოთ და ნაკლები ყურადღება მიიქციოთ. ამგვარად უფრო მეტად გამოიწვევთ ინტერესს. ეპატაჟური ქმედება, პირიქით, პოტენციურ პარტნიორებს დააფრთხობს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
დადექით სარკის წინ და წაიკითხეთ მანტრა, რომლის მოკლე შინაარსი საკამათო, თუმცა, ამავე დროს, ფსიქიკის დარწმუნებისთვის სასარგებლო იქნება. ეს აუცილებლად დაგაჯერებთ იმაში, რომ, რაც თქვენს გარშემო ხდება -  უკეთესობისკენ არის მიმართული. შეეცადეთ, პოზიტიურად განეწყოთ  - ამგვარად, თქვენი ორგანიზმიც დადებითად განეწყობა.
კარიერა:
ნუ განიხილავთ საოჯახო საქმეებს სამსახურში: მხოლოდ დაძაბავთ სიტუაციას და ნაყოფიერად მუშაობის ნაცვლად, ოჯახური კონფლიქტის გადალახვაზე იფიქრებთ. მოიტოვეთ ეს საკითხი სახლისთვის და დაკავდით საკუთარი საქმეებით, რომლებიც პრობლემებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.
სიყვარული:
ხვალ თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად მოხდება არასასიამოვნო მოვლენა, თუმცა, ამას ადვილად გადაიტანთ. გამოიჩინეთ გონიერება და იყავით უფრო გამგები. ხოლო შემდეგში ხშირად გაიხსენეთ, რომ საკუთარი თავი უფრო მეტად უნდა გიყვარდეთ, ვიდრე პარტნიორი. საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა მიიღეთ ისე, როგორც ვალდებულება და არა ისე, როგორც საახალწლო საჩუქარი.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
შეეცადეთ, მიიღოთ კალიუმითა და მაგნიუმით გამდიდრებული ხილი და ბოსტნეული. ეს თქვენს ორგანიზმს ხვალ განსაკუთრებით დასჭირდება. ასევე, არ თქვათ უარი სხვადასხვა სანელებლების მიღებაზე. მრავალფეროვნება თქვენთვის სასარგებლო იქნება.
კარიერა:
ხვალ თქვენი პრობლემების მიზეზს აღმოაჩენთ, თუმცა, მიხვდებით, რომ მნიშვნელოვანი არაფერია და მოგიწევთ იმაზე ფიქრი, როგორ უნდა მოექცეთ მას. შეგიძლიათ, ეს დავალება სუფთა სინდისით გადადოთ - ერთი დღისთვის ერთი გმირული ქმედება სავსებით საკმარისია.
სიყვარული:
გამონახეთ თუნდაც ერთი წუთი საყვარელ ადამიანთან სასაუბროდ. მასთან ერთწუთიანი ურთიერთობა გაცილებით მეტს მოგცემთ, ვიდრე სხვადასხვა მინიშნებები, მუქარა ან ქმედებებითა თუ უმოქმედობით რაიმეს დამტკიცება. ამაში თავად დარწმუნდებით, როგორც კი ვარსკვლავების რჩევას გაითვალისწინებთ.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ვარსკვლავები გირჩევენ, უარი თქვათ სიგარეტის მოწევაზე. ასე რომ, თუკი ჯერ კიდევ არ გაქვთ გადაწყვეტილი, შეეშვათ ამ დამღუპველ ჩვევას, ხვალ შესანიშნავი დღე იქნება იმისთვის, რომ საკუთარ ორგანიზმს საჩუქარი გაუკეთოთ.
კარიერა:
ხვალინდელ დღეს გაოცებული აღმოაჩენთ, რომ ძველებურად ეფექტურად და ხარისხიანად არ მუშაობთ. რა გაეწყობა, ამგვარი იმედგაცრუება ხშირად სასარგებლოა: შესაძლოა, ამგვარი შეგრძნება, სტიმულიც გახდეს თქვენი მუშაობის ეფექტურობის ასამაღლებლად.
სიყვარული: ხვალ თქვენი გული და გონება ერთმანეთს დაუპირისპირდება, რადგან, თუკი ერთს მიენდობით, მეორეს იგნორირება მოუწევს თქვენივე სასარგებლოდ. გულისა და გონების ერთმანეთთან შეთანხმება, პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, იმ შემთხვევაშიც, თუკი ამ რთულ საქმეში საყვარელი ადამიანი დაგეხმარებათ.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჯანსაღი ძილი იმისთვის, რომ საკუთარი თავი ნორმალურად იგრძნოთ და იმ პრობლემებთან გამკლავება შეძლოთ, რომლებიც უახლოეს მომავალში გელოდებათ. ამიტომ ყველა საქმე გვერდზე გადადეთ და კარგად გამოიძინეთ.
კარიერა: თქვენი საქმიანი პარტნიორები თქვენთან თანამშრომლობის დეტალების განხილვას სასწრაფოდ მოისურვებენ. შეეცადეთ, იყოთ სწრაფი და ოპერატიული, თუმცა, ნუ გადაამეტებთ: რაც უფრო ნაკლები პასუხისმგებლობით მიუდგებით საკითხს, მით უფრო დიდხანს მოგიწევთ მისი გადაწყვეტა.
სიყვარული:
თევზებო, ხვალინდელ დღეს ნუ მიენდობით შინაგან ხმას: ის აუცილებლად მოგატყუებთ. ასე რომ, მიენდეთ საყვარელი ადამიანის გულის კარნახს ან უბრალოდ, გაითვალისწინეთ იმ ადამიანის რჩევა, რომელსაც ენდობით. ამგვარად, ხვალინდელ დღეს უსიამოვნო სიურპრიზების გარეშე გაატარებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?