15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბერი 23:00, 2016 წელი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!

ვერძი
ჯანმრთელობა: ნუ მოექცევით სხვისი გავლენის ქვეშ. გახსოვდეთ, სანამ სხვის რჩევას დაუჯერებთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ეს არ დაგაზარალებთ. ყველაფერს აჯობებს, რომ რეკომენდაციისთვის მკურნალ ექიმს დაუკავშირდეთ.
კარიერა: ეს დღე მთლიანად თქვენია! ისე მსუბუქად და ძალდაუტანებლად წყვეტთ ყველა საკითხს, რომ თავადაც გიკვირთ. წარმატების წყალობით, სამსახურიდან ადრე განთავისუფლდებით და საშუალება გექნებათ, დრო თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად გაატაროთ. 
სიყვარული: შეიძლება ვერ ხვდებით, მაგრამ თქვენი მეორე ნახევარი თქვენ გამო ძალიან ნერვიულობს. ეცადეთ, მისი ფაქიზი ნერვული სისტემა არ დააზიანოთ და თქვენი ყოველი ნაბიჯის შესახებ, ანგარიში დროულად ჩააბაროთ. მხოლოდ ასე მიხვდება, რომ ენდობით და თქვენთვის სულ ერთი არაა, რას გრძნობს. 


 


კურო
ჯანმრთელობა:
კუჭის მომატებული მჟავიანობის შემთხვევაში, ეცადეთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმოთ. მიირთვით ცოტ-ცოტა და ხშირად, რომ შიმშილის გრძნობამ არ შეგაწუხოთ.
კარიერა:
გახსოვდეთ, რომ დასვენების დღეებში მუშაობა მხოლოდ თქვენ არ გეზარებათ. ეცადეთ, შრომის პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული გენიალური იდეებით პარტნიორები, კლიენტები და ხელქვეითები ძალიან არ შეაწუხოთ. უბის წიგნაკში ჩაინიშნეთ და სხვა დროს უამბეთ.
სიყვარული: ხვალ თქვენს საყვარელ ადამიანს გაუჭირდება იმ აზრთან შეგუება, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ხართ და უფლება გაქვთ, საკუთარი დრო, სივრცე და შეხედულებები გქონდეთ. გირჩევთ, პოზიციები არ დათმოთ და საკუთარი ტერიტორია ბოლომდე დაიცვათ.




ტყუპები
ჯანმრთელობა:
თუ მჯდომარე ცხოვრების წესს ეწევით და ვარჯიშის დრო არ გრჩებათ, ზურგისა და ხერხემლის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ. ნუ დაიზარებთ, ზურგის კუნთების ვარჯიში დღესვე დაიწყეთ.
კარიერა:
ეცადეთ, მზეზე დიდი დრო არ გაატაროთ. ამა თუ იმ მიზეზით, ეს თქვენს აქტიურ მუშაობას საგრძნობლად შეაფერხებს. ღრუბლიანი ამინდი და დაშვებული ფარდები სწორედ ისაა, რაც ამჟამად გჭირდებათ.
სიყვარული: 
საყვარელ ადამიანთან თუ ახალი დაშორებული ხართ, ჯერჯერობით შემცვლელის ძებნაზე არ იფიქროთ. დატკბით თავისუფლებით, მაგრამ მეტისმეტი არ მოგივიდეთ. გონიერება და მოთმინება გამოიჩინეთ და მალე საინტერესო საქმესა და შესაფერის პარტნიორს იპოვით.




კირჩხიბი
ჯანმრთელობა:
ეცადეთ, საკვების მიღება შეზღუდოთ. მოერიდეთ ტკბილ და მარილიან კერძებს. აკონტროლეთ საკუთარი წონა და გახსოვდეთ, რომ ხვალ ზედმეტი კილოგრამების აკრეფის შანსი ისე დიდია, როგორც არასდროს.
კარიერა: ამის საჭიროებას დიდი ხანია გრძნობთ, მაგრამ  შეფთან გულახდილი საუბრის დაწყება გიჭირთ. ამის გაკეთება მაინც მოგიწევთ, ამიტომ დამაწყნარებელი დალიეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და კაბინეტის კარზე დააკაკუნეთ.
სიყვარული:
ყურადღება მიაქციეთ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია თქვენზეა შეყვარებული. იქნებ, თავაზიანი ღიმილის გარდა, სხვა რამითაც დაასაჩუქროთ? სწორედ დღეს მიხვდებით, იმსახურებს თუ არა ეს ადამიანი საპასუხო გრძნობას. ასე რომ, ხვალინდელი დღე ახალი სიყვარულის დაწყების დღედ შეიძლება ჩაითვალოს.




ლომი
ჯანმრთელობა:
ყურადღება მიაქციეთ თმის ჯანმრთელობას. როგორ კარგადაც არ უნდა უვლიდეთ, ხვალ გაცილებით მეტი უნდა გააკეთოთ და შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.
კარიერა: ხვალ გულმოდგინედ უნდა იმუშაოთ. გინდათ თუ არა, თქვენი დევიზი - მუშაობა და მხოლოდ მუშაობა უნდა გახდეს. მხოლოდ მონდომება და ძალების მობილიზება მოგიტანთ წარმატებას და საოცნებო ხელფასის ზრდას.
სიყვარული: 
ხვალ შეიძლება ყველაფერი დაინგრეს, რაც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ცხადი და გარკვეული გეგონათ. გახსოვდეთ, რომ ძალის, სურვილისა და მონდომების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ყველაფერი შეინარჩუნოთ. ვინაიდან ზემოჩამოთვლილი თვისებები არ გაკლიათ, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.




ქალწული
ჯანმრთელობა: 
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხვალ ალკოჰოლს არ გაეკაროთ, რადგან მისი ნებისმიერი დოზა უკიდურესად უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე. მიირთვით კეფირი და დატკბით ცხოვრებით.
კარიერა:
უფროსებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რთული დღე გელით. ამის გარდა, შესაძლოა, იმ ორგანიზაციასთან შექმნილი პრობლემების მოგვარებაც მოგიწიოთ, რომელიც თქვენს კომპანიას ემსახურება.
სიყვარული:
ეცადეთ, საყვარელი ადამიანი გაამხიარულოთ. მოუყევით ანეკდოტი ან რამე ხუმრობა გაიხსენეთ და ეცადეთ, გაიღიმოს. თუ გამოგივიდათ, შეგიძლიათ, დამსახურებულად იამაყოთ.




სასწორი
ჯანმრთელობა:
ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით თუკი რაიმე პროცესი სულ ახლახან დაიწყეთ. რეზულტატი ყოველთვის არ არის ელვისებური. ასე რომ, დაიცადეთ კიდევ ცოტა ხანი.
კარიერა:
თქვენი წარმატება თქვენს ხელშია. ყველაფერი ისე გააკეთეთ, რომ შემდეგ საკუთარი თავით იამაყოთ. უხელმძღვანელეთ ყოველდღიურ შრომაში ჩართულ ადამიანს საკუთარი ინტუიციის მართვაში. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ კოლეგებთან მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება.
სიყვარული: რაც არ უნდა დიდი იყოს ქალაქი, რომელშიც ცხოვრობთ, ეს მაინც არ გამორიცხავს არასასურველი შეხვედრის შესაძლებლობას, განსაკუთრებით, ხვალ. ამიტომ, თუკი ერთზე მეტი საყვარელი ადამიანი გყავთ, უმჯობესია, მასთან ერთად ქუჩაში არ გახვიდეთ, რათა გზად მეორე სიყვარულს არ გადაეყაროთ.


 


მორიელი
ჯანმრთელობა: მორიელებო, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, დაკავდით სპორტის აქტიური სახეობით, ხოლო შესვენების სახით - მიმართეთ ცოტაოდენ მედიტაციას. ამ საქმეში თქვენი საუკეთესო მეგობარი და დამხმარე იოგა  გახდება.
კარიერა:
სთხოვეთ რჩევა თქვენთვის ავტორიტეტულ პიროვნებას, რომელიც კარგად ერკვევა იმ რთულ საკითხებში, რომელიც დიდი ხანია, გაღელვებთ. აუცილებლად მოგცემენ საჭირო რჩევას, რომელიც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს თქვენს სამუშაოს და სამომავლოდ კოლექტივთან ურთიერთობას გაგიმარტივებთ.
სიყვარული: განაახლეთ მეხსიერებაში საყვარელი ადამიანის ბიოგრაფია, თანაც დეტალურად. სხვათა შორის, სწორედ ეს „დეტალური გახსენება“ განსაკუთრებით დაგჭირდებათ ხვალ. თუკი საჭირო დროს მათ შესახებ ვერ გაიხსენებთ, თქვენ, საუკეთესო შემთხვევაში, გაოგნებული დაგიწყებენ ყურებას. ვარსკვლავები არ გიწინასწარმეტყველებენ მეხსიერებაში ხარვეზებს.


 


მშვილდოსანი
ჯანმრთელობა:
ხვალინდელი დღე შესანიშნავია სტომატოლოგთან ვიზიტისთვის, იმ შემთხვევაშიც, თუკი უშუალოდ ახლა არაფერი გტკივათ. პროფილაქტიკური დათვალიერება საჭირო საქმეა, თან, თუკი რაიმეს „შეაკეთებთ“, ეს მინიმალურ უსიამოვნებას მოგანიჭებთ.
კარიერა: აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. შესაძლოა, ემოციურმა მდგომარეობამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს და ამით ხელი შეგეშალოთ. ნუ მისცემთ მათ უფლებას, მართონ თქვენი ქმედებები, რადგან იმდენ შეცდომას დაუშვებთ, რომ შემდგომ მათ გამოსასწორებლად დიდი ძალისხმევის ჩადება მოგიწევთ. 
სიყვარული: მშვილდოსნებისთვის ნებისმიერი სახის ურთიერთობაში ხვალ კარგი დღეა. მიუხედავად ამისა, ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება ადევნოთ ბავშვებს, სახლში თავიანთი მოვალეობის შესრულების დროს. თუკი უამრავი გასარეცხი ჭურჭელი დაგიგროვდათ, სთხოვეთ ბავშვებს მათი გარეცხვა, მით უმეტეს, თქვენ და თქვენი მეუღლე სახლში გვიან ბრუნდებით და ამის თავი ნაკლებად გაქვთ.


 


თხის რქა
ჯანმრთელობა:
მკურნალობის შეჩერება ან საკუთარ თავზე მუშაობის შეწყვეტა არ ღირს. იმ შემთხვევაშიც, თუკი გეჩვენებათ, რომ თქვენი ქმედებები სასურველ შედეგს ვერ გაძლევთ. ამაზე მსჯელობა  მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ შეგიძლიათ.
კარიერა: ხვალინდელი დღე თქვენს წინაშე უამრავ საკითხს დააყენებს, რომელსაც უმოკლეს ვადებში გადაწყვეტთ. მართალია, პრობლემების დასარეგულირებლად მოგიწევთ მსხვერპლის გაღებაც და, შესაძლოა, ეს თქვენს რომელიმე ახლობელსაც შეეხოს, მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა გზა არ გაქვთ.
სიყვარული: ხვალ თქვენს სხეულს მოსწყურდება შემოქმედება, შემოქმედებითი რეალიზაცია და მადლიერი მაყურებელი ან მსმენელი, რომელიც ამ ყველაფერს შეაფასებს. ამ როლში შესაძლოა, თქვენი საყვარელი ადამიანი გამოვიდეს, მაგრამ, თუკი თქვენი ფანტაზიის ნაყოფი მას ვერ გასწვდება, მისი მოთმინება დიდხანს ვერ გაგრძელდება.


 


მერწყული
ჯანმრთელობა: ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არანაირი უსიამოვნება არ გელოდებათ. ასე რომ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ და მთლიანად დაუთმოთ საკუთარი თავი აქტუალურ საქმეებს, რომლებიც ხვალ საკმაოდ მრავლად გექნებათ.
კარიერა: ხვალ ყველაფერი თქვენს ხელში იქნება. ნუ მისცემთ წვრილმან სირთულეებს განწყობის გაფუჭების უფლებას. რაც არ უნდა რთული დავალება დაგაკისროთ ხელმძღვანელმა, აბსოლუტურად ყველაფერს მარტივად გაუმკლავდებით. კარგად შესრულებული სამუშაოს შემდეგ სამყარო თქვენს გარშემო უკეთ მოგეჩვენებათ!
სიყვარული: დაისახეთ ქცევის მკვეთრი ხაზი და მიჰყევით მას. გარემოებამ შესაძლოა, გაიძულოთ თვალსაზრისის შეცვლა, თუმცა სპონტანურად გადაწყვეტილების მიღება არ ღირს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან შესაძლოა, გართულდეს და საკმაოდ რთულ კონფლიქტშიც გადაიზარდოს.


 


თევზები
ჯანმრთელობა: ხვალ მუდმივი დაძაბულობის გამო თვალები მალე დაგეღლებათ. ამიტომ შეეცადეთ, ხშირად დაისვენოთ. შეასრულეთ სხვადასხვა ვარჯიშები, ხშირად შეხედეთ რაიმე სასიამოვნოს, თუნდაც სიმპათიურ კოლეგას.
კარიერა: თქვენი პირდაპირი სამუშაო მოვალეობების შესრულების დროს ნუ გადაიტანთ ყურადღებას გამაღიზიანებელ ფაქტორებზე. თუკი მთლიანად მოახდენთ კონცენტრირებას საქმეზე, ის ნაკლებ დროს წაგართმევთ და შედეგად, დარჩენილ სამუშაო დროს  კარგ დასვენებას დაუთმობთ.
სიყვარული: ხვალ თქვენი საყვარელი ადამიანი იმდენად დინჯი იქნება, რომ მისი ქმედებები საკმაოდ გაგაღიზიანებთ. მუდმივად შეეცდებით მის აჩქარებას, თუმცა, უშედეგოდ. ამიტომ ტყუილად დროს ნუ დახარჯავთ მასზე. შეეცადეთ, შეეგუოთ მის ტემპს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?