ნინო ბასილია: „და მაინც მოვედი“

ზეპირი ანკეტა

26 დეკემბერი 20:00, 2016 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არა მსგავსი შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია კინორეჟისორი ნინო ბასილია.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- როდესაც ჩემ ირგვლივ ახლობელი ადამიანები ცოცხლები და ჯანმრთელები არიან.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ამ ბოლო დროს სულ ვიცინი... ბოლო თვეების განმავლობაში იმდენ პრიზს ვიღებ ფესტივალებზე, გამოაცხადებენ თუ არა ჩემს გვარს, უკვე მეცინება.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ამ დილით ვიტირე... რადიოში ვიყავი ინტერვიუზე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ჰყავდათ მოწვეული თავიანთი ხელნაკეთი ნივთებით. იმდენად გულწრფელები იყვნენ, ისეთი სათნოები, რომ გული ამიჩუყდა და ცრემლები წამომივიდა.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- არასდროს ვიტყუები.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ეს ნაკლი უკვე რამდენიმე წელია, გამოვასწორე. ზედმეტად მორიდებული ვიყავი და ახლა აღარ ვარ. მგონი, მეორე უკიდურესობაში გადავვარდი.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- გამბედაობის თვალსაზრისით, ალბათ, ჟანა დ`არკთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემი გმირია ყველა ის ადამიანი, ვინც დილაობით ალაგებს და ხვეტს თბილისის ქუჩებს. ნაგვის მანქანაზე, უკან, ზამთარ-ზაფხულ ორი ადამიანი რომ არის ჩამოკიდებული, აი, ისინი არიან ჩემთვის გმირები... და კიდევ, სამშობლოს თავშეწირული ბიჭები.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ამ შემთხვევაში ჩემი გმირია ჩემი ანა კეკელიძე - ჩემი ფილმის მთავარი გმირი. და კიდევ, ჩემი მომდევნო ორი ფილმის გმირი, რომლებზეც გამუდმებით ვფიქრობ.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ამ რამდენიმე წლის წინათ ინდოეთში, ვარანასიში ჩავედი და იქ მივიღე ნამდვილი კულტურული შოკი, რომელიც მანამდე არასდროს განმიცდია. ის იყო ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- იუმორი და ხელგაშლილობა. მამაკაცი არ უნდა იყოს ძუნწი.


- ქალში?
- ქალი უნდა იყოს ინტელექტუალური და ცოტა სექსუალურიც.


- საყვარელი მწერლები?
- ასტრიდ ლინდგრენი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- რობერტ შუმანი და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი.


- ფილმი?
- ძალიან ძნელია, დასახელება... „შერეკილები“. რამდენჯერაც გადის ეკრანზე, იმდენჯერ ვუყურებ.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ ვიარე, ვიარე, ბევრი მთა და ბარი გადმოვიარე და მაინც მოვედი ჩემს პროფესიაში - რეჟისურაში.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი შვილი და ჩემი პროფესია.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- გათხოვების თარიღი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო არის ჩემი ფეხის, ქუსლის, ტერფის ძირიდან გამოზრდილი და ლოდებს შორის ჩახერგილი ფესვი. წასვლა რომ გინდა და არსად გიშვებს.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ომის. 2008 წლის ომის შემდეგ მეშინია ომის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- რამდენიმე ფილმს კიდევ გადავიღებდი და მერე, უშფოთველად, ძილში გავიპარებოდი.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მეგობარო, ერთი კარგი როლი არ გაქვს ჩემთვის?


 

საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ზეპირი ანკეტა

შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.
საკნატუნო ამბები

იმისთვის, რომ კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო

„ბიძაჩემი ამბობს, რომ ქალები უკეთესი მზარეულები არიან, სამზარეულოშია მათი ადგილი და „ქალური მოვალეობაც“ კარგად უნდა შეასრულონ“, - წერს ბეირუთელი ფოტოგრაფი ალი რეზკალაჰი. „ვიცი, რომ ყველა კაცი ბიძაჩემივით არაა, ამიტომაც გამოვიგონე პარალელური სამყარო, სადაც კაცისა და ქალის როლები შევცვალე, რათა კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო“.
PR კლუბი

ზურა თალაკვაძე: „პიარში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია“

ავსტრიაში აღებული ჰონორარით ბაბუას „ქემელი" რომ უყიდა, ამას დღეს ღიმილით იხსენებს. თუმცა ყველაფერი სწორედ იქიდან დაიწყო, საქართველოში დაბრუნებას კი კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება მოჰყვა... 
საკნატუნო ამბები

მწერები სამკაულებად - ეს მართლაც დიდებული სანახაობაა!

მწერების ბევრს ეშინია და, სიმართლე რომ ითქვას, ეს არც არის გასაკვირი. მაგრამ ეს ხელნაკეთი ხოჭოები მხოლოდ შემქმნელის საოცარი ნიჭით „გვაშინებს“...
საკნატუნო ამბები

მათ ცნობილი ფოტოების გამეორება სურდათ, მაგრამ შემთხვევით „შედევრები“ შექმნეს

სხვისი მიღწევის გამეორება საკმაოდ ძნელია, მაგრამ დღევანდელი ფოტოების გმირებმა ეს შეძლეს და მეტიც - პოპულარულ ფოტოებს „თავიანთი წილი ნიგუზალი“ დაუმატეს!
იცით თუ არა...

რას ნიშნავს იდუმალი „13“ აშშ დოლარზე?

1862 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პირველი დოლარი დაიბეჭდა, აშშ-ის ეროვნული ვალუტა ყოველთვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დოლარის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს და უამრავ საიდუმლოსაც მალავს. ერთ-ერთი ასეთია რიცხვი „13“... 
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" გამოცხადდა.
თემატური ჰოროსკოპი

ქალის ჯადოსნური უნარი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იცით, რომ ასეთი ძალა ყოველ ქალს აქვს და ისე იყენებს ყოველდღიურად, რომ ვერც კი ამჩნევს?..
FUN-ტესტი

7 ბილიკიდან აირჩიეთ ერთი და გაიგეთ, რა ცვლილებები გელოდებათ ცხოვრებაში

ყოველი ადამიანი თავად ირჩევს თავისი ცხოვრების გზას. თუ თქვენ ახლა გზაჯვარედინზე დგახართ, აირჩიეთ ქვემოთ მოცემული ბილიკებიდან ერთ-ერთი და შეიტყვეთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ ამ წელს.
რჩევები დიასახლისებს

„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?

მნიშვნელობა არ აქვს, გჯერათ თუ არა „ავი თვალის“ არსებობა, ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებს თქვენი ენერგეტიკული ველის დაზიანებას ის ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც თქვენი მტრებისგან მოდის. ნეგატიური აურისგან თავის დასაცავად უამრავი გზა არსებობს, მაგრამ მათ შორის - ნატურალურ ქვები ყველაზე ხელმისაწვდომი და ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა. 
თავსატეხი

თავსატეხი ფეხბურთის მოყვარულებისთვის

თქვენ წინაშეა მაისურები, რომლებსაც ცნობილი ფეხბურთელების გვარები ამშვენებს. ნახატზე კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის გვარიცაა დაშიფრული. შეძლებთ გამოცნობას?