სალომე შონია: „ჩემთვის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა“

ზეპირი ანკეტა

24 აპრილი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ მარკეტინგული დირექტორი სალომე შონია.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ვყოფილვარ სრულყოფილად ბედნიერი, მაგრამ ახლა, ასე კონკრეტულად არ მახსენდება. ხშირად გამიღვიძია ამ შეგრძნებით. მუშაობის დროსაც ხშირად მიგრძნია სრულყოფილი ბედნიერება, თუნდაც - მეილის წერის დროს.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ცოტა ხნის წინ, ტაქსიში ძალიან მაცინა ერთმა უხერხულმა რეკლამამ პოტენციის ამაღლებაზე, რომელშიც ამბობდნენ: თუ დალევთ, მეზობლებიც შეწუხდებიანო და მე და ტაქსის მძღოლმა ძალიან ბევრი ვიცინეთ.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- სევდიანი ტირილი იყო ორი წლის წინათ, როდესაც გავიგე, რომ ჩემი კლასელი გარდაიცვალა. საერთოდ, ძალიან მიჭირს ტირილი. 


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- არასდროს ვიბნევი. ჩემთვის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- საშინლად იმპულსური ვარ.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ენ ბოლეინთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- გმირები არ მყავს. არავინ მახსენდება.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ვგიჟდები ანჟელიკაზე, რომელიც თავის ჟოფრეის ბოლომდე კბილებით იცავდა. საერთოდ, მიყვარს მებრძოლი ქალები.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა იყო წელს ყაზბეგში. მიუხედავად იმისა, რომ პირველად არ ვიყავი, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- იუმორის გრძნობა. ინტელექტი იწვევს იუმორს და თუკი მამაკაცს იუმორის გრძნობა აქვს, ავტომატურად ინტელექტუალურიც არის.


- ქალში?
- ქალშიც იუმორი.


- საყვარელი მწერლები?
- ყოველთვის იყვნენ ვაჟა ფშაველა და ილია ჭავჭავაძე.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ვგიჟდები გია ყანჩელზე და ძალიან მიყვარს ენიო მორიკონე და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი.


- ფილმი?
- ძალიან მიყვარს ფილმები, მაგრამ გამორჩეულად მიყვარს „ორჯერ დაბადებული“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- მგონია, რომ თავისუფალი ვარ.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- სიცოცხლე.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არც ერთი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- ჩემთვის სამშობლო ჩემი არსებობის წყაროა.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- საკუთარი თავის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სიკვდილს ვისურვებდი საკუთარ შატოში, ვენახების ფონზე. ჩემივე დაყენებული ღვინით ხელში.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- არა უშავს...


 

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?