კირა კვაჭანტირაძე: დღევანდელი ფემინიზმი აცდენილია რეალობას

ზეპირი ანკეტა

29 მაისი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია სოციოლოგი კირა კვაჭანტირაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ზოგადად, სიტყვა სრულყოფილების მიმართ სკეპტიკური განწყობა მაქვს, რადგან მიმაჩნია, რომ სრულყოფილება არ არსებობს და თუ არსებობს, ალბათ, მოსაწყენი იქნება. ანალოგიურად ვფიქრობ სრულყოფილ ბედნიერებაზე - არ არსებობს სრულყოფილი ბედნიერება, მაგრამ ბედნიერება არსებობს. ჩემთვის ეს არის წარმატებული კარიერა და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელად და ბედნიერად ყოფნა.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, ხშირად ვიცინი. არ მიყვარს მკაცრი მიმიკის ადამიანები და ამიტომ სიცილით ვცდილობ, გავიადვილო კომუნიკაცია ადამიანებთან.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ახალ წელს რესტორანში მოვიგე კვიპროსის საგზური. ეს იმდენად განსხვავებული ემოცია იყო (არასდროს არაფერი მომიგია), რომ ბევრი ვიტირე. ძალიან ემოციური ვარ და რა სიხშირითაც ვიცინი, შეიძლება, იმავე სიხშირით ვიტირო. შეიძლება რაღაც სისულელეზეც ვიტირო.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- მიზანდასახული, დამოუკიდებელი, მხიარული და, როგორც ბაბუაჩემი იტყოდა, ჯიუტი ვარ. ზოგ შემთხვევაში სიჯიუტე დადებით შტრიხადაც მიმაჩნია, ეს მაძლევს საშუალებას, ბოლომდე მივიტანო დაწყებული საქმე.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ემოციური და იმპულსური ვარ. ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სხვების აზრს, რაც ნაკლად მიმაჩნია.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- რომ მეცხოვრა გასულ საუკუნეებში, სიამოვნებით ვიქნებოდი მარიანა ვებერი. ეს იყო მეცხრამეტე საუკუნის ფემინისტი, ოღონდ ფემინისტი არა დღევანდელი, თანამედროვე გაგებით. სულ ამაზე მაქვს კამათი მეგობრებთან, რადგან მიმაჩნია, რომ დღევანდელი ფემინიზმი აცდენილია რეალობას და  არაფერი აქვს საერთო ფემინიზმის კლასიკურ გაგებასთან. მარიანა იყო ერთ-ერთი გამოჩენილი ფემინისტი, პირველი ქალი, რომელიც ბადენის ფედერალური მიწის პარლამენტში აირჩიეს. ასევე, ის გახლდათ ცნობილი სოციოლოგის მაქს ვებერის მეუღლე. ვფიქრობ, რომ მარიანამ ბევრი რამ გააკეთა ქალთა უფლებებისთვის. ის ძლიერი ქალი იყო, ისეთ დროს მოღვაწეობდა, როდესაც ქალებს უფლებები საერთოდ არ გააჩნდათ.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ისეთ საქმეს, რასაც ვერ გავაკეთებდი მე. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მოსახლეობისგან მივიწყებულ სოფლებში ჩასვლა, სადაც ვხვდებოდი ადამიანებს, რომელთაც ჰქონდა შანსი, ქალაქში ეცხოვრათ, მაგრამ იქაური პირობები აქაურ კომფორტზე არ გაცვალეს და დღეს ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ ქართული სოფლები არსებობს.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ნაწარმოებიდან ყველა გმირი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემზე განსაკუთრებით დიდი გავლენა მოახდინა ადვოკატმა ატიკუს ფინჩმა, რომელიც შავკანიანთა უფლებებს ისეთ დროს იცავდა, როდესაც შავკანიანებს ადამიანებადაც არ მიიჩნევდნენ. ალბათ, ძალიან დიდი სიმამაცეა საჭირო, რათა იმ საქმეს მოკიდო ხელი, რომელიც იცი, რომ შენთვის წამგებიანი იქნება.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ყველა მოგზაურობა შთამბეჭდავია, რადგან სიახლეებს უკავშირდება. მე რუსეთში დავიბადე, იქ გავიზარდე და ყოველ წელს ზაფხულში განსაკუთრებულად ველოდებოდი საქართველოში  ჩამოსვლას. ავტომობილით მოვდიოდით და როგორც კი საზღვარს გადმოვლახავდით, ყველაფერი განსაკუთრებულად ლამაზად მეჩვენებოდა. ეს შეიძლება ნოსტალგიის ბრალიც იყო.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- თავდაჯერებულობა, ინტელექტუალურობა, ერთგულება და იუმორის გრძნობა.


- ქალში?
- ქალშიც იგივე.


- საყვარელი მწერლები?
- ფეოდორ დოსტოევსკი, ფრიდრიხ ნიცშე და ნოდარ დუმბაძე.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი და გია ყანჩელი.


- ფილმი?
- ზოგადად, ისეთი ფილმები მამახსოვრდება, რომლის დროსაც ვტირი. განსაკუთრებით ემოციური იყო მარკ ჰერმანის „ბიჭუნა ზოლიან სამოსში“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- განსაკუთრებული მიღწევა ჯერ არ მაქვს, მაგრამ ის, რომ საკმაოდ პატარა ასაკიდან ვარ დამოუკიდებელი და თავისუფალი, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ჩემთვის მიღწევაა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ ოჯახის წევრები და მეგობრები.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ალბათ, ყველა ჩემი საყვარელი ადამიანის გარდაცვალების თარიღს გამოვტოვებდი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?  
- ზუსტად, ის შეგრძნებები და ემოციები, რასაც საზღვრის გადმოკვეთის დროს ვგრძნობდი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- მარტოობის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სიკვდილს კი ვისურვებდი მარტო, ლამაზ ბუნებაში, მშვიდ ადგილას, ტკივილისა და ტანჯვის გარეშე.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მინდა, მითხრას, როგორ აღიქვამდა ნიცშეს ფრაზას „ღმერთი მოკვდა“ და რა აზრს დაინახავდა ამ კონკრეტულ სიტყვებში. მინდა, მითხრას კარგი გოგო ხარ და კარგად იცხოვრე.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?