გუგა ქაშიბაძე: „მარკ ტვენისა და ალექსანდრე დიუმას გმირებს ხშირად ახლაც ვბაძავ“

ზეპირი ანკეტა

10 ივლისი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ პატარა ვარ, მართლა პატარა ვარ.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ხშირად ვიცინი, აქ მოსვლის წინაც ვიცინე. ახლაც გამეცინა ამ კითხვაზე.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ტირილის კლასიკური გაგებით - არ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მაშველებმა მდინარიდან ბიჭები ვერტმფრენის დახმარებით რომ ამოიყვანეს, თვალები ამიწყლიანდა. ძალიან იმოქმედა ჩემზე.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ძალიან მარტივად ვუყურებ საგნებს, ყველაფერს ვამარტივებ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ის, რომ ყველაფერს ვამარტივებ, ნაკლიც არის.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ძალიან გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხი. ალბათ, ვერცერთთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- თითოეული ის ადამიანი, ჩვენი მოქალაქე, ვინც თავის საქმეს აკეთებს სახელმწიფოებრივი მიდგომით, ჭრილით.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- მარკ ტვენისა და ალექსანდრე დიუმას გმირები, რომლებსაც ბავშვობაში ვბაძავდი და ხშირად ახლაც ვბაძავ.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ალბათ, არ არის აუცილებელი, უცხოეთი დავასახელო. ეს იყო ჩემი პირველი ასვლა მწვერვალზე,
სახელწოდებით „იაკობ გოგებაშვილი-დედაენა“, რომლის სიმაღლე 3480 მეტრია და ყაზბეგის რაიონში მდებარეობს. ეს იყო ჩემი პირველი ასვლა მთამსვლელის რანგში. მას შემდეგ უფრო რთული ასვლებიც მქონია, უფრო მაღლაც ავსულვარ, მაგრამ „დედაენის მწვერვალი“ ჩემთვის დაუვიწყარია.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- პროფესიონალიზმი.


- ქალში?
- ასევე, პროფესიონალიზმი.


- საყვარელი მწერლები?
- მარკ ტვენი, ერიხ მარია რემარკი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- გია ყანჩელი.


- ფილმი?
- ფედერიკო ფელინის „გზა“ (La Strada).


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- მქონდა პატივი, იმ ადამიანების გვერდით მემუშავა, რომლებიც გარკვეულწილად დაეხმარნენ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ოჯახი, სამშობლო.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არა, ყველას დავტოვებდი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ეს არის ახლად გათიბული ბალახის სუნი და ხმა ერთმანეთში არეული.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- მეშინია, ამ ქვეყნიდან ისე არ წავიდე, რომ რამე გასაკეთებელი დამრჩეს.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ეს არ იქნებოდა წყნარად სიკვდილი. ალბათ, საოპერაციო მაგიდასთან, ომში ან რომელიმე აქტიურ ფაზაში.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- „გუგა, ჯერ შენი დრო არ არის, უკან გაბრუნდი“.

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?