თიკა ღლონტი: „ბედნიერების ფორმულა ყველა დროში ერთია...“

ზეპირი ანკეტა

6 ნოემბერი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია სამეცნიერო ლაბორატორია „დოქტორ ღლონტის“ დამფუძნებელი, ნევროლოგი, ფარმაკოლოგი თიკა ღლონტი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება, საერთოდ, ფარდობითი ცნებაა. ადამიანი ბედნიერებას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოცემულობაში აღიქვამს და შეიგრძნობს, მაგრამ ბედნიერების ფორმულა ყველა დროში ერთია: გიყვარდეს და უყვარდე. ჩემთვის ასეა.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- საერთოდ, ღიმილი ჩემი ხასიათის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. გულწრფელი ღიმილი ყოველთვის ნიშნავს იმას, რომ შენში მზრუნველი, კეთილი ადამიანი სახლობს.


- ბოლოს როდის იტირეთ?
-  ტირილიც ემოციის გამომხატველი ნიშანია და არც ეს არის ადამიანის სისუსტე, მაგრამ ბუნებით მტირალა არ ვარ. ჩემი ემოციის გამოხატვა ყოველთვის მაინც ღიმილით მირჩევნია.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ჩემი ხასიათის მთავარი შტრიხია ჩემივე ხასიათი თავისი სტრუქტურით - მონოლითური და ჰარმონიული.   


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ადამიანი ინდივიდია და ყველას გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური თვისებები - დადებითიც და უარყოფითიც. ისეთ ნაკლს ვერ ვიხსენებ, რომელსაც განსაკუთრებით ვებრძვი.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არავისთან. იმდენად ინდივიდუალური ვარ და ჩემეული, ვერავისთან გავაიგივებ თავს.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- გმირი ჩემთვის მითოლოგიური პერსონაჟის ეპითეტია, ჩვენ კი ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ და ამიტომ არ მყავს გმირად არავინ.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- სხვადასხვა დროს სხვადასხვა გმირი მყავს. ამ მომენტში მახსენდება ვაჟა ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
-  ამ დედამიწაზე წუთისოფელს დამგზავრებული მგზავრი ვარ, რომლისთვისაც ყოველი დღე, ქვეყანა, კუთხე შთამბეჭდავია.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- საერთოდ, მიყვარს ხარისხიანი ადამიანები. ადამიანურ ხარისხს ვგულისხმობ.


- ქალში?
- ქალშიც იგივე.


- საყვარელი მწერლები?
- ნოდარ დუმბაძე, რომელმაც მასწავლა, რა არის ადამიანობა.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- გია ყანჩელი.


- ფილმი?
- რობერტ ზემეკისის „გასეირნება“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- საკუთარი თავის შექმნას - რაც ვარ დღეს და ვიქნები მომავალში.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი ოჯახი, სიყვარული და ერთგულება - ადამიანებისაც და საქმისაც.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
-  არაფერს გამოვტოვებდი. ალბათ, უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, რაც კი მომხდარა.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- ღირებულებები, ტრადიცია, წარსული, აწმყო და მომავალი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- მასშტაბურის არაფრის. ერთადერთი - ღამე მეშინია სახლში მარტო დარჩენის. 


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- იმდენად მიყვარს ცხოვრება, სიცოცხლის უწყვეტობას ვისურვებდი, მაგრამ რახან სიკვდილს ვერ გავექცევით, მას სიბერეში ვისურვებდი - რა თქმა უნდა, მშვიდად და უმტკივნეულოდ.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- სამყაროში, სადაც დავიბადე, ათი მცნებაა მნიშვნელოვანი. თუ არ ცნე სამყარო, არც შენ გცნობენ. ათი მცნების ნატერფალს თუ გაუყევი, აუცილებლად ახლოს იქნები უფალთან და უკან რომ მოიხედავ, შენი ნატერფალის არ შეგრცხვება. და თუ ოდესმე უფალს შევხვდები, მინდა, ჩემი ნატერფალი იდენტური იყოს მისი ათი მცნებისა და უფალმაც მითხრას - შენ ეს გზა სწორად განვლე.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
საკნატუნო ამბები

რა გაიფიქრეთ?

შენიღბვის საუკეთესო ხერხები...
ამბები

19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.
ამბები

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი ჩაინიშნა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს.
ამბები

ცესკოს თავმჯდომარე: ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განცხადება გააკეთა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ვიდეომასალის თაობაზე, სადაც ასახულია ხმის დათვლის პროცესში ჩარევა.
ამბები

ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
საკნატუნო ამბები

მიზეზები, რომელთა გამო ქალები სექსზე უარს ამბობენ

როგორც აღმოჩნდა, იმ ფაქტორების კლასიფიცირება მოხდა, რომელთა გამო ქალბატონები სექსზე უარს აცხადებენ.   
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ანა მიქელაძე: სულ შესულია 68 საჩივარი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას 17:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამბები

ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.
ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 სთ-ის მდგომარეობით

ცესკოს პრეს სპიკერმა აქტივობასთან ერთად მედიას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია
კულინარია

გემრიელი სალათების სეზონი გაიხსნა!

გაზაფხულთან ერთად, ფერადი და არომატული ბოსტნეულიც შემოვიდა. ეს სალათა, რომლის რეცეპტსაც დღეს გიზიარებთ, ჯანსაღი, გემრიელი და უმარტივესად მოსამზადებელია!
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?