გვანცა ჯობავა: „სხვა შემთხვევაში, მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება“

ზეპირი ანკეტა

25 დეკემბერი 20:00, 2017 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე გვანცა ჯობავა.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ალბათ, ღმერთმა კარგად მოიფიქრა ის, რომ სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს, რადგან სხვა შემთხვევაში, მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ღიმილი ჩემი მუდმივი თანამდევი ელემენტია. მგონია, სამყაროს ხშირად უნდა გავუღიმოთ და მეტი პოზიტივი გავცეთ. ბოლოს ეს წუთია, გავიცინე.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, როდესაც საპატიო სტუმრის სტატუსი გადმოგვცეს. ეს იყო ძალიან ემოციური მომენტი ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ალბათ, თავგანწირვა ყველა იმ საქმეში, რასაც ვაკეთებ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ნაკლი? საშინელი დიასახლისი ვარ.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არ ვიცი, ვისთან ვაიგივებ, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ მითხრეს, საგამომცემლო სფეროს ჟანა დ’არკი ხარო და ეს დამამახსოვრდა. ანარქისტი ვარ ბუნებით, თუმცა ჟანა დ'არკისგან განსხვავებულ ფინალს ვარჩევდი.   


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემი ერთ-ერთი გმირი დედაჩემია, რომლის წყალობითაც ჩემი ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ მიფიქრია, რომ ქალი სუსტი სქესის წარმომადგენელია.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- მხატვრულ გმირებზე სულ მახსენდება სვეტლანა ალექსეევიჩის სიტყვები, რომ რეალური ადამიანები იმდენად საინტერესოები არიან, არ მოგინდება მხატვრული გმირების გამოგონებაო.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- მოგზაურობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ჩემი მთავარი ჰობია. ბევრს გამოვარჩევდი, მაგრამ უცებ ის გამახსენდა, რომელიც ჩემი დიდი ოცნების ახდენას უკავშირდება - ეს იყო ესპანეთში, ქალაქ ფიგარესში, სადაც სალვადორ დალის, ჩემი საყვარელი მხატვრის მუზეუმში მოვხვდი.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- როცა შეუძლია ღირსების ბოლომდე შენარჩუნება და ცხოვრებაში მთავარ ღირებულებებად აქვს ჰარმონია და თანასწორობა.


- ქალში?
- ქალშიც იგივე.


- საყვარელი მწერლები?
- საყვარელი მწერალი ბევრი მყავს, პირველ რიგში, ისევ შოთა რუსთაველს დავასახელებ, ჯონ სტეინბეკი, ბესიკ ხარანაული, ბოლო პერიოდში მეგობარმა განსაკუთრებულად შემაყვარა ჩარლზ ბუკოვსკი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ფრიდერიკ შოპენი.


- ფილმი?
- ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს „ბიუტიფული“ მიყვარს ძალიან. ჩემთვის ყველასგან გამორჩეული მსახიობები არიან პენელოპა კრუზი და ლეონარდო დიკაპრიო. ამიტომ მათი მონაწილეობით თითქმის ყველა ფილმი მიყვარს. 


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- მთავარი მიღწევა, ალბათ, მაინც წინ მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მიღწევად იმას მივიჩნევ, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს და ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებს.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- პირადი თავისუფლება.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- კი, არსებობს, ეს არის 5 აპრილი და ეს არის ის თარიღი, როდესაც მე დავასრულე ჩემი ბავშვობა.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- სამშობლოს შევადარებ სიყვარულს, რომელსაც ახსნა არ აქვს.  


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- იმედგაცრუების.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ამ კითხვაზე სულ მამაჩემი მახსენდება, რომელიც მეუბნებოდა, შენ რომ გაიზრდები, უკვდავების წამალს გამოიგონებენ და სიკვდილი არ მოგიწევსო. იქიდან მოყოლებული, სიცოცხლის დიდი წყურვილი მაქვს. მინდა, ბევრი რამ მოვასწრო და ამისთვის ბევრი დრო მქონდეს. მერე ვნახოთ, ალბათ, როგორ სიკვდილსაც დავიმსახურებ, ისეთი მექნება. როგორ ვისურვებდი სიკვდილს, ამაზე არ ვფიქრობ.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ირაკლი ჩარკვიანის სიტყვები გამახსენდა ახლა: „შენ იცი სიყვარული, აზრი აღარ აქვს წლებს“.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?