მოქნილობა

ზეპირი ანკეტა

23 ნოემბერი 20:00, 2015 წელი

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პიარკომპანია „Kay communications“-ის დამფუძნებელი თეონა ბაღდავაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება, ალბათ, არის ის, რომ არავინ ვიცით, რა არის სრულყოფილი ბედნიერება და ყოველთვის უფრო და უფრო მეტს ველოდებით.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ახლა რომ შემოვედი... გამიხარდა შენი ნახვა.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- რამდენიმე დღის წინ, როდესაც საფრანგეთის მოვლენების ამსახველ ემოციურ ვიდეოებს ვუყურე.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- მოქნილობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ბევრს ველოდები ადამიანებისგან.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ვერც ერთთან, იმიტომ, რომ მათ კარგად არ ვიცნობდი.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- რამდენიმე მყავს, თუმცა, ბოლოს, ელეონორა რუზველტზე ვკითხულობდი, და მივხვდი, რომ ეს ქალი ძალიან მომწონს.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ბავშვობიდან საყვარელი ვინც შემომრჩა, ეს არის პეპი.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა ყოველთვის იტალიას უკავშირდება. ნებისმიერ სიტუაციაში უფრო და უფრო შთამბეჭდავია ყოველი ახალი მოგზაურობა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ერთგულება (არ ვიქნები ორიგინალური).


- ქალში?
- ქალშიც, ერთგულება.


- საყვარელი მწერლები?
- ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- სერგეი რახმანინოვს ვუსმენ ხშირად.


- ფილმი?
- „ქარწაღებულნი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- დღევანდელ ეტაპზე ყველაზე დიდ მიღწევად ჩემს შვილს ვთვლი.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- სიცოცხლე, მისი ყველანაირი გამოხატულებით.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო არის... მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვა რამ არის.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით.
- არის ასეთი თარიღი, მაგრამ არ ვიტყვი!


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- სიკვდილის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ისე, რომ ვერ გავიგო, რომ მოვკვდი.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- კარგი გოგო ხარ, შენ ყველაფერი მოასწარი!


 


ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია


 











დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?