უცხოური სამზარეულო

ბოსტნეულის წვნიანი დიეტური

fun time

14:00 პარ. 1 ივლისი, 2022 წელი

ბოსტნეულის წვნიანის
რეცეპტი

14
დაკოპირებულია

მსუბუქი, ვიტამინებით მდიდარი, დაბალკალორიული წვნიანის უამრავი რეცეპტი არსებობს და ჩვენი რეცეპტი მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. 

 

წვნიანის მოსამზადებლად ქორფა ბროკოლი, მწვანე ლობიო, ყვავილოვანი კომბოსტო და სტაფილო დაგჭირდებათ. ექსპერიმენტების მოყვარულებს შეუძლიათ კარტოფილი, ბრიუსელის კომბოსტო, ყაბაყი ან ტკბილი კარტოფილიც დაამატონ.

ერთი ულუფა კრემ-სუპის მოსამზადებლად, დაახლოებით, 100-100 გრამი ზემოთ ჩამოთვლილი ბოსტნეული დაგჭირდებათ.

დამატებითი ინგრედიენტებია:

  • ნაღები - 70 მლ;
  • თითო მწიკვი გახეხილი მუსკატის კაკალი, ნივრის ფხვნილი და და ნებისმიერი წიწაკა.
  • რამდენიმე წვეთი ლიმონი;
  • კარაქი - 5 გრამი.
  • ტოპინგის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ:
  • შემწვარი კრევეტები,
  • დამარილებული რვაფეხა,
  • ნივრის კრუტონები,
  • ხორცი
  • ძველი, მარილიანი ყველი.

კრემ-სუპის მომზადება უმარტივესია - 20 წუთი და თქვენი საოცარი სადილი მზადაა.

1. ყველა ბოსტნეული 7-8 წუთი ხარშეთ.

2. როცა ბოსტნეული მოიხარშება, წყალი გადაღვარეთ და მის ნაცვლად, ბოსტნეულს ნაღები დაასხით. ასევე დაამატეთ ყველა სხვა კომპონენტი, ტოპინგების გარდა.

3. მოხარშული ბოსტნეული ხელის ან ჩვეულებრივი ბლენდერით დაამუშავეთ.

4. ნახევრად მომზადებული კრემ-სუპი ქვაბში გადაიტანეთ და დადგით გაზქურაზე და დაბალ ცეცხლზე, რამდენიმე წუთი დატოვეთ. როგორც კი ადუღებამდე მივა, ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით.

5. კრემ-სუპი უმჯობესია, მომზადებისთანავე, ცხელ-ცხელი მიირთვათ.

👉 სუფრასთან მიტანის წინ კრემ-სუპს ტოპინგები და ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანილი დაამატეთ.

👉 თუ წვნიანი თერმომედეგ ჭურჭელშია, შეგიძლიათ ზემოდან რამდენიმე ნაჭერი ყველი მოაწყოთ და 2-3 წუთით ღუმელში მოათავსოთ. ასე ფრანგული სტილის ძალიან საინტერესო დელიკატესს მიიღებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი

უკრაინული გალუშკები - ნოყიერი საუზმ...

უკრაინული გალუშკები

სასწრაფო დახმარება ნაბახუსევზე - ნი...

ნივრის წვნიანი

თუ ოლივიე მოგბეზრდათ, სცადეთ ეს გან...

განსხვავებული სალათები
საახალწლო სუფრისთვის

განსხვავებული სალათა საახალწლო სუფრ...

განსხვავებული სალათა
საახალწლო სუფრისთვის

სოკოს წვნიანი - მოამზადეთ 20 წუთში

სოკოს წვნიანი