იცით თუ არა

იცით, რისი ეშინოდათ ჰიტლერსა და ნაპოლეონს?

fun time

14:00 კვი. 11 ივლისი, 2021 წელი

ფობიები

14
დაკოპირებულია

ფობია ეს არის ობიექტის, მოვლენის ან სიტუაციის მიმართ გადაჭარბებული და უმიზეზო შიში, რომელიც ხელს უშლის ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას. ამერიკელი მეცნიერების მიერ შედგენილი ტერმინოლოგიის ლექსიკონში აღწერილია 400 სახის ფობია და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ჩვენ 16 ყველაზე უცნაურ ფობიას წარმოგიდგენთ. მაშ ასე:

პაპაფობია - რომის პაპის შიში;

ფობოფობია - ახალი ფობიის შიში;

ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია - რიცხვი 666-ის ფობია;

ნომოფობია - მობილური ტელეფონის გარეშე დარჩენის ან სიგნალის დაკარგვის შიში;

ანატიდაეფობია - შიში იმისა, რომ იხვი გითვალთვალებთ;

კალიგინეფობია - ლამაზი ქალების შიში;

ჰეროფობია - ბედნიერების შიში. ეს კი იმიტომ, რომ ბედნიერებას უბედურება მოსდევს თან;

ფილოფობია - შეყვარების შიში;

აილუროფობია - კატების შიში. აილუროფობია ჰქონდა ბევრ ცნობილ ისტორიულ პირს — იულიუს კეისარს, ნაპოლეონ ბონაპარტს, ალექსანდრე მაკედონელს, ადოლფ ჰიტლერს, ბენიტო მუსოლინის, ჩინგიზ ყაენს, ლუი XIV-ს, უილიამ შექსპირს;

დიდასკალეინოფობია - სკოლაში სიარულის შიში;

პისტანტროფობია - წარსული გამოცდილების საფუძველზე ადამიანთა ნდობის შიში;

ომატოფობია - თვალების შიში;

ოდონტოფობია - სტომატოლოგიური კლინიკების შიში;

ჰიპოპოტომომონსტროსესკვიპედალიოფობია - დიდი სიტყვების შიში;

ჩენოსილიკაფობია - ლუდის ცარიელი ჭიქის ფობია.

ახალი კვლევების თანახმად, ფობიები შესაძლოა, იყოს მოგონებები, რომლებიც თაობიდან თაობას დნმ-ით გადაეცემა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)