ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“
17:37 პარ. 15 აგვისტო

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია.
წელს „ღამის სერენადები“ 20 აგვისტოდან 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორები საზოგადოებას ექვს დაუვიწყარ კონცერტს შესთავაზებენ ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები: ბეატრიჩე ვენეცი - დირიჟორი, იტალია; ვერიკო ჭუმბურიძე - ვიოლინო, საქართველო/თურქეთი; Balletto Di Roma - საბალეტო დასი, იტალია; მარიო სტეფანო პიეტროდარკი - ბანდონეონი, იტალია; ნელო სალცა - საყვირი, იტალია; სოფო ხალვაში - ვოკალი, საქართველო; ანდრეს გაბეტა -
ვიოლინო/დირიჟორი საფრანგეთი; მორის შტეგერი - ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; თამარ ლიჩელი - ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი შიოლაშვლი - ფორტეპიანო, საქართველო; ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).
"ღამის სერენადები" 20 აგვისტოს, 19:00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ და მასში მონაწილეობას მიიღებენ: მარიო სტეფანო პიეტროდარკი - იტალია, ბანდონეონი, მორის შტეგერი ბლოკ- ფლეიტა, შვეიცარია, საქართველოს ვირტუოზები.
22 აგვისტოს, ფესტივალი მსოფლიო კინოს ლეგენდის ენიო მორიკონეს მუსიკალურ სამყაროში გამოგზაურებთ. "მორიკონე - კინოს ლეგენდა" - ასე ჰქვია კონცერტს, რომელშიც მონაწილეობენ: პირველად საქართველოში ნელო სალცა (საყვირი, იტალია), მხოლოდ ერთი დაუვიწყარი კონცერტით, ცნობილი მესაყვირე, რომელიც მრავალი წლის
განმავლობაში თანამშრომლობდა ენიო მორიკონესთან, დიდი მაესტროს უკვდავ მუსიკას თქვენთვის გააცოცხლებს და გიამბობთ მათი მრავალწლიანი თანამშრომლობისა და დაუვიწყარი თემების შექმნის ისტორიას, სოფო ხალვაში - ვოკალი, საქართველო; გიორგი შიოლაშვილი-ფორტეპიანო,საქართველო; ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“. საკონცერტო პროგრამაშია: ენიო მორიკონეს მუსიკა კინოფილმებისთვის: "ერთხელ ამერიკაში" (1984), "სიცილიური კლანი" (1969), "ეჭვგარეშე მყოფი მოქალაქის საქმის გამოძიება"(1970), "კალიფა"(1970), "მალენა"2000), "ერთხელ ველურ დასავლეთში"(1968), "ახალი კინოთეატრი პარადიზო"(1988), "ლეგენდა პიანისტზე" (1998).
24 აგვისტო კონცერტი "ვივალდის ციებ-ცხელება", მსმენელის წინაშე წარდგებიან: ბაროკოს მუსიკის ვარსკვლავები ანდრეს გაბეტა – ვიოლინო/დირიჟორი და მორის შტეგერი - ბლოკ-ფლეიტა, შვეიცარია; ვირტუოზული შესრულებით, ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“; სპეციალური მოწვევით - მარიო სტეფანო
პიეტროდარკი - ბანდონეონი, იტალია. შესრულდება ანტონიო ვივალდის - ფლეიტის კონცერტი სოლ მინორი, RV439 „ღამე“; ფლეიტის კონცერტი რე მაჟორი, RV 428 „Il Gardellino“; ფლეიტის კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი, RV 375; სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, RV 208 „Grosso Mogul“; სავიოლინო კონცერტი დო მაჟორი, RV 190; კონცერტი ლა მინორი, თხზ.3 No8, RV522.
26 აგვისტო, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი პროგრამა, რომელიც ყველაზე ემოციური, არგენტინული ცეკვით არის შთაგონებული სახელწოდებით: "ტანგოს სული".
სოლისტები: მარიო სტეფანო პიეტროდარკი - ბანდონეონი, იტალია; თამარ ლიჩელი - ფორტეპიანო, საქართველო; კვინტეტი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო - ლელა მჭედლიძე). საკონცერტო პროგრამაშია: ასტორ პიაცოლა - Le Grand Tango; Adios Nonino; მარტინ პალმერი - ოთხი სეზონი; რობერტო მოლინელი - ტრიპტიქი; იგორ სტრავინსკი - ტანგო; ანხელ ვილოლდო - El Choclo.
9 ოქტომბერს ფესტივალი გაგრძელდება თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსმენელის წინაშე წარსდგებიან შეუდარებელი მაესტრა ბეატრიჩე ვენეცი დირიჟორი, იტალია; ვირტუროზი ვერიკო ჭუმბურიძე -ვიოლინო, საქართველო/თურქეთი; ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.
შესრულდება იოჰანეს ბრამსის - სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, თხზ.77 (არანჟ. ილან რეხტმანი); პეტრე ჩაიკოვსკის - სერენადა სიმებიანი საკრავებისთვის დო მაჟორი, თხზ. 48. 11 ოქტომბერს პირველად საქართველოში პროექტი - „Astor“, ეს არ არის მხოლოდ მუსიკა, აქ თითოეული მოძრაობა არის ისტორია, რომელიც სხეულით იწერება, აღსავსე დრამატულობით, ვიზუალური სილამაზითა და სენსაციური ქორეოგრაფიით.
მონაწილეობას მიიღებენ: Balletto Di Roma - საბალეტო დასი, იტალია; მარიო სტეფანო პიეტროდარკი - ბანდონეონი, იტალია. შესრულდება ასტორ პიაცოლას უკვდავი ნაწრმოებები. Balletto di Roma - დაარსდა 1960 წელს და მრავალი ათწლეულია აკავშირებს კლასიკურ ტრადიციებს თანამედროვე ქორეოგრაფიულ ენასთან. პროექტი „Astor“ 2021 წელს შეიქმნა, ასტორ პიაცოლას დაბადებიდან 100 წლის აღსანიშნავად.
ღამის სერენადების" კონცერტების დასაწყისი: ბორჯომი - 19:00 საათი, ბათუმი, თბილისი - 20:00 საათი.
ფესტივალის განმავლობაში გაიმართება ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ ირებისთვის.
2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ლიანა ისაკაძის ძმის შვილი - გიორგი ისაკაძე.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“, დირექტორი – ნინა ცაგარელი ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, სიიპ „შემოქმედებითი საქართველო“.
ფესტივალის პარტნიორი - თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ,,ნიჭიერთა ათწლედი”. მასპინძელი სასტუმროები: სასტუმრო ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ქორთიარდ თბილისი მარიოტი.
ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი “პიელ ნატურალსი”, ღვინის კომპანია ,,პავილიონ ვაინსი’, ,,პსპ’’, ავეჯის სახლი ,,ნიტა’’.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, “პოს ტვ”, “ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, “ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან