დესერტი

ბლონმანჟე შოკოლადით — ნაზი და მსუბუქი ფრანგული დესერტი

fun time

18:00 ორშ. 9 ივნისი

ბლონმანჟე შოკოლადით

14
დაკოპირებულია

ბლომანჟე ძალიან მარტივი ფრანგული დესერტია, რომელიც მოხარშულ კრემს წააგავს. ბლომანჟეს მომზადება შესაძლებელია სხვადასხვა ინგრედიენტით, რაც საშუალებას იძლევა, რომ ნებისმიერი ადამიანის გემოვნება და მოთხოვნილება დააკმაყოფილოს.

ეს დესერტი პუდინგს წააგავს, თუმცა გაცილებით მსუბუქი შემადგენლობა და ნაზი გემო აქვს. მთავარი განსხვავება ისაა, რომ პუდინგს თერმული დამუშავება არ სჭირდება, როცა ბლონმანჟეს შემთხვევაში, ნარევი აუცილებლად უნდა ადუღდეს.

საჭირო პროდუქტი:

  • სიმინდის სახამებელი — 1/4 ჭიქა
  • შაქრის პუდრა — 3 ს.კ.
  • კაკაოს ფხვნილი — 1 ს.კ.
  • რძე — 2 ჭიქა
  • მუქი შოკოლადი — 80 გ
  • ვანილი — 1,5 გრ.

ბლომანჟეს მომზადება

1. პატარა ჯამში აურიეთ სიმინდის სახამებელი, შაქრის პუდრა და კაკაოს ფხვნილი.

2. შოკოლადი გაახეხეთ ან წვრილად დაჭერით.

3. ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ სახამებლის, შაქრისა და კაკაოს ნარევი და შოკოლადი. ქვაბი საშუალო ცეცხლზე დადგით, განუწყვეტლივ ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. მნიშვნელოვანია მუდმივი მორევა, რათა კარგად გაიხსნას და არ „დაკორკოშელავდეს“.

4. ნარევს დაუმატეთ ვანილი, აურიეთ, ფორმებში ჩაასხით და მაცივარში შედგით, რომ გამაგრდეს.

5. როცა დესერტი გამაგრდება, ფორმიდან ფრთხილად ამოიღეთ და ლანგარზე დადეთ.

6. დესერტი ნაღების ქაფით, კენკრით ან ხილით მორთეთ და გემრიელად მიირთვით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მარწყვი შოკოლადში – როგორ მოვამზადო...

მარწყვი შოკოლადში

ტორტი „მიკადო“ – უგემრიელესი სომხურ...

ტოროტი მიკადო

ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრი...

ქოლდ ბრიუ

თაფლის ტორტი - მარტივი დესერტი ცხობ...

თაფლის ტორტი - მარტივი
დესერტი

უკოფეინო ყავა - მოამზადეთ ფინიკის კ...

უკოფეინო ყავა ფინიკის
კურკებისგან

არაჟნის მოხარშული კრემი

არაჟნის მოხარშული კრემი

ცივი კრემი შესქელებული რძით

ცივი კრემი შესქელებული
რძით

ნამცხვარი „ენა“ - სწრაფი დესერტი

ნამცხვარი „ენა“ - სწრაფი
დესერტი

როგორ მოვამზადოთ შვრიის რძე?

როგორ მოვამზადოთ შვრიის
რძე?