ქოლდ ბრიუ – ცივად დაყენებული ფილტრის ყავა, გამორჩეული გემოთი
14:55 ხუთ. 29 მაისი

ქოლდ ბრიუ ყავის ცივად დაყენების მეთოდია. ამ მეთოდით მომზადებული ყავა თავისი რბილი გემოთი და დაბალი მჟავიანობით არის გამორჩეული.
საჭირო პროდუქტი:
- საშუალოდ ან მსხვილად დაფქული ყავა - 100 გრ.
- ცივი წყალი - 400–600 მლ
ასევე დაგჭირდებათ:
- ფართო ჭურჭელი ხუფით
- ფილტრი (ქაღალდის ან სხვა) ან ე.წ. ფრენჩ პრესი
როგორ მოვამზადოთ:
1. ყავას დაასხით ცივი წყალი და კარგად აურიეთ.
2. დაახურეთ ხუფი და 8–12 საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
3. ყავა ფილტრში ფრთხილად გაატარეთ, საჭიროების შემთხვევაში – რამდენჯერმე.
4. ამ ეტაპზე თქვენ მიიღეთ ცივი ყავის კონცენტრატი, რომელიც მაცივარში რამდენიმე დღე ინახება.
5. ერთი ფინჯანი ცივი ყავის დასაგემოვნებლად, გააზავეთ კონცენტრანტი რძით ან წყლით. შეგიძლიათ დაამატოთ ყინულის კუბიკები.
რჩევა:
✔️ ქოლდ ბრიუ სპეციალურ ტექნიკას არ საჭიროებს — საკმარისია უბრალო ჭურჭელი და სურვილი.
✔️ კოლდ ბრიუს მომზადება სახლში მარტივი პროცესია, რომელიც საყვარელი ყავის ახალი გემოებისა და თვისებების აღმოჩენაში დაგეხმარებათ.
✔️ თუ რბილი და კარგად დაბალანსებული ყავა გიყვართ, ეს მეთოდი თქვენთვისაა!
ესეც სცადეთ:
ნალექიანი ყავის მომზადება - 4 „ოქროს წესი“
ყავის რეცეპტი, რომელიც მეტაბოლიზმს აჩქარებს
ნალექიანი ყავის სარგებელი - შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან