დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:59 კვი. 17 ნოემბერი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს თქვენი შემოქმედებითი უნარები გარშემო მყოფებს გააოცებს. გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ სამუშაოს, რომელიც არასტანდარტულ მიდგომას მოითხოვს და ნუ დანებდებით, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. მარტოხელა ვერძი შეიძლება განსაკუთრებულ ადამიანს შეხვდეს და სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოს.

კურო

ეცადეთ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და ახალი ადამიანები გაიცნოთ. თუ შვილები გყავთ, გირჩევთ მათ პრობლემებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. გახსოვდეთ, რომ მშვიდობიანად, ძალის გამოყენების გარეშე ბავშვებთან ყველა საკითხის მოგვარება შეიძლება. თავი შეიკავეთ პირობის მიცემისგან, რომელსაც ვერ შეასრულებთ.

ტყუპები

ურთიერთობაში გულწრფელი უნდა იყოთ და ადამიანებით მანიპულირებას არ უნდა ეცადოთ. თქვენი პიროვნული და საქმიანი თვისებები ახალ ადამიანებს მოიზიდავს და საქმიანი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. ხანმოკლე მოგზაურობა წარმატებული იქნება და დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ მძიმე ფიზიკურ შრომას და სტრესს უნდა ერიდოთ.

კირჩხიბი

საოჯახო საქმეების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. თუ პრობლემებს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარება ახლობელ ადამიანებს უნდა სთხოვოთ. არ ინერვიულოთ - სირთულეებს აუცილებლად გადალახავთ. ამ დღეს წარმატების გასაღები შრომა და კეთილსინდისიერებაა! დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო შეხვედრა გელით.

ლომი

ამ დღეს ყველაზე კარგად ის საქმე გამოგივათ, რომელიც შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. ტყუილად ნუ მოინდომებთ, რომ სხვებისგან გამორჩეული გახდეთ, ამის გაკეთებას მაინც ვერ შეძლებთ. ეცადეთ სპორტდარბაზში სიარულის და ვარჯიშის დრო გამონახოთ - ამჟამად ყველაზე მეტად ფიზიკური აქტივობა გჭირდებათ.

ქალწული

ამ დღეს შესაძლოა, უსიამოვნო საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა და ისეთი საქმეების გაკეთება მოგიწიოთ, რაც არ მოგწონთ. შეგიძლიათ ახლობლებს დახმარება სთხოვოთ, ისინი უარს არ გეტყვიან. კარიერაში მოსალოდნელია ცვლილებები, მაგრამ რომელი მიმართულებით, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. არ დათანხმდეთ კოლეგების ერთი შეხედვით, მოგებიან შეთავაზებებს, თორემ ძალიან ინანებთ.

სასწორი

სირთულეები არ გაშინებთ და უკან დახევას არ აპირებთ. მებრძოლი ბუნება პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. გარშემომყოფების დახმარებით უკმაყოფილო ხართ, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ. ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები გელით. ზოგიერთ სასწორს გაორებული პირადი ცხოვრება აუტანელ ტვირთად ექცა, ამიტომ საბოლოო არჩევანის გაკეთება მოუწევს.

მორიელი

წარმატებული დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, დაგეგმილი საქმეები სწრაფად გადაწყვიტოთ. იმაზე მეტის გაკეთებას შეძლებთ, ვიდრე ელოდით. დამშვიდდით და ისარგებლეთ ყველა იმ შანსით, რომელსაც ბედი გთავაზობთ. გაითვალისწინეთ, რომ ვიღაცის დახმარების ან მფარველობის სურვილმა შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს. ეცადეთ, კრიტიკა გულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან მაინც ვერაფერს შეცვლით.

მშვილდოსანი

ამ დღეს ემოციური ფონი გაზრდილია, რაც გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაში ხელს გიშლით. პრობლემებს ნუ აზვიადებთ, შეუპოვრობა და თავდაჯერება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ფრთხილად იყავით უცხო ადამიანებთან ურთიერთობის დროს. ახალ ნაცნობობას შეიძლება უარყოფითი შედეგი მოჰყვეს.

თხის რქა

ისწავლეთ თანამოსაუბრის მოსმენა და ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს. ამ შემთხვევაში სასურველი შედეგის მიღწევა გაგიადვილდებათ. ბევრ სიახლეს გაიგებთ და ზოგი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გაუთვალისწინებელი ხარჯები ოჯახის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება, ამიტომ უმჯობესია, შოპინგი სამომავლოდ გადადოთ.

მერწყული

თუ საოჯახო საქმეებთან გამკლავება გიჭირთ, დახმარება საყვარელ ადამიანებს სთხოვეთ. თქვენი ენთუზიაზმი გარშემო მყოფებს თანამშრომლობისკენ განაწყობს. შესაძლებელია, არაერთი წარმატებული გარიგება განახორციელოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. მენიუდან გამორიცხეთ ცხიმიანი საკვები და ხილ-ბოსტნეული შეიტანეთ.

თევზები

წარმატებული და მოვლენებით დატვირთული დღეა. გირჩევთ, ახალ საქმეს შემოქმედებითად მიუდგეთ და მის დასასრულებლად არატრადიციული მეთოდები გამოიყენოთ. ამ დღეს სასიამოვნო და მნიშვნელოვან ამბებს გაიგებთ. გარშემო მყოფი ადამიანების ნეგატიურმა დამოკიდებულებამ შეიძლება თქვენში აგრესია გააღვიძოს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge