დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:40 სამ. 19 ნოემბერი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გამოიყენეთ თქვენი პიროვნული ხიბლი და დახვეწილი იუმორი საჭირო კავშირების დასამყარებლად ან მოლაპარაკებებში სასურველი შედეგების მისაღწევად. თქვენი ახალი ნაცნობებიდან ერთ-ერთი მალე თქვენი ახლო მეგობარი გახდება. ვერძებისთვის ამ დღეს ურთიერთობა არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ სასიამოვნოც იქნება. ნუ შეგეშინდებათ დამატებითი პასუხისმგებლობის აღების, რადგან ყველაფერს ადვილად გაუმკლავდებით.

კურო

ამ დღეს დისკუსიებსა ან მოლაპარაკებებში გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. დიპლომატიური უნარებისა და გამჭრიახობის წყალობით ნებისმიერი მოწინააღმდეგის დარწმუნება და სასურველი შედეგის მიღწევა შეგიძლიათ. მშვენიერი დროა ახალი თანამოაზრეების მოძებნისა და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერისთვის. იუმორის გრძნობა რთული სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ყურადღებით იყავით, რომ ბედის გამოგზავნილი ნიშნები შეამჩნიოთ და ხელსაყრელი შესაძლებლობით ისარგებლოთ. ექსპერიმენტებისთვის ხელსაყრელი დღეა - სასურველის მისაღწევად შეგიძლიათ ახალი და უჩვეულო მეთოდები გამოიყენოთ. ვარსკვლავები სასიყვარულო საქმეებში წარმატებებს გპირდებიან.

კირჩხიბი

კომუნიკაბელურობა და პიროვნული ხიბლი ამ დღის ამოცანების შესრულებაში დაგეხმარებათ. გარშემო მყოფების მიმართ გამოვლენილი კეთილგანწყობა ამ დღის უარყოფით ტენდენციებს გაანეიტრალებს. ხელიდან არ გაუშვათ ახალი, საინტერესო ნაცნობების შეძენის შანსი. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, მომავალში თქვენი ახლო მეგობრები გახდებიან. უარს ნუ იტყვით შემოთავაზებაზე, რომელიც დამატებით შემოსავალს გპირდებათ.

ლომი

ძველი, რთული საკითხი სწრაფად მოგვარდება, თუ პრობლემას სხვა მხრიდან შეხედავთ და არასტანდარტულ მიდგომას გამოიყენებთ. ხელსაყრელი დღეა ახალი იდეებისა თუ საინტერესო გეგმების განსახორციელებლად. გამორიცხული არ არის პრობლემები ახლო ნათესავებთან ურთიერთობაში და ამის მიზეზი თქვენი ფეთქებადი ხასიათია. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ქალწული

ამ დღეს თქვენი მჭევრმეტყველება და კომუნიკაბელურობა ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. ახალი ნაცნობობა სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ, ამიტომ ადამიანებთან ურთიერთობისას ინიციატივის გამოჩენის ნუ შეგეშინდებათ. იზრუნეთ პროფესიული უნარების გაუმჯობესებაზე. უახლოეს ხანებში ეს აუცილებლად დაგჭირდებათ.

სასწორი

სახლის გარეთ რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ და რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით, ეს დღე უფრო წარმატებული იქნება. არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც გეუბნებიან და ინფორმაცია საგულდაგულოდ გადაამოწმეთ. თუ შეთავაზება მიიღეთ, მოფიქრების დრო ითხოვეთ, ნუ აჩქარდებით. გირჩევთ, საპასუხისმგებლო საქმეები დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმოთ, როცა ვარსკვლავების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელად შეიცვლება.

მორიელი

ამ დღეს მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის დახმარებით ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში დაუგეგმავი საქმეების კეთება მოგიწევთ. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები საპირისპირო სქესის ყურადღების ცენტრში მოხვდებიან.

მშვილდოსანი

თუ ხედავთ, რომ მუშაობის ძველ მეთოდებს სასურველი შედეგი აღარ მოაქვთ, რაღაც ახალი უნდა სცადოთ. არ არის გამორიცხული, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმის მოგვარება მოგიწიოთ. გულუბრყვილობის გამო, შესაძლოა, ბოროტი ხუმრობების სამიზნე გახდეთ.

თხის რქა

ემოციურად რთული დღეა. შესაძლოა, მოვლენები მოულოდნელი მიმართულებით განვითარდეს, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, სიმშვიდე და ცივი გონება შეინარჩუნოთ. შესაძლოა, წარსულიდან ვიღაცამ ან რაღაცამ თავი შეგახსენოთ. არსებობს შეცდომების გამოსწორების და შერიგების შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ამ დღეს ახალი საქმის დაწყებას უნდა მოერიდოთ.

მერწყული

ეცადეთ, ამ დღეს მოვლენების ცენტრში იტრიალოთ. ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება, რათა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გამოგეპაროთ. რთულ სიტუაციებში დახმარებისთვის კოლეგებს ან ოჯახის წევრებს მიმართეთ. შესაძლოა, ვიღაცას თავდავიწყებით შეუყვარდეთ.

თევზები

არ მიიღოთ გადაწყვეტილება, სანამ საკმარის ინფორმაციას არ მოაგროვებთ. უფროსი, გამოცდილი კოლეგების რჩევა შეცდომებს თავიდან აგაცილებთ. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და სხვა ადამიანების კამათში არ ჩაერიოთ. მოერიდეთ უსარგებლო ნივთების შეძენას, თორემ შეიძლება ხელფასამდე უფულოდ დარჩეთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge