24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 ორშ. 23 ივნისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ ეტაპზე ვერძებისთვის პირველ ადგილზე ოჯახი უნდა იყოს და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. დაინტერესდეთ თქვენი ახლობლების ცხოვრებით და საჭიროების შემთხვევაში დახმარება შესთავაზეთ. გახსოვდეთ, როცა სითბოს გასცემთ, სანაცვლოდ ბევრად მეტს მიიღებთ. ჯანმრთელობის შესახებ ნუ დაივიწყებთ. ბევრ ვერძს ავიტამინოზი აწუხებს. თუ თქვენც მათ შორის ხართ, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და ვიტამინების ბალანსის აღდგენა.
კურო
საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად სხვების დახმარებას ნუ დაელოდებით და თავად იმოქმედეთ. კუროებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ, თუმცა ხშირად საკუთარ შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებენ. მოერიდეთ ახალ ნაცნობებს და საეჭვო შეხვედრებს. თუ ურთიერთობებში უნდობლობა გაჩნდა, ეცადეთ, თქვენი ერთგულების დამადასტურებელი არგუმენტები იპოვოთ.
ტყუპი
მუდმივი ქაოსი და სიჩქარე ყურადღების კონცენტრაციაში ხელს გიშლით. ახლა ცოტა ხნით განმარტოება გჭირდებათ, რათა დაწყებული საქმეები დაასრულოთ. ეცადეთ, ყურადღება სასიამოვნო სიახლეებზე გაამახვილოთ, რომ გარშემომყოფებთან ურთიერთობა არ დაიძაბოს. თქვენი საღი აზროვნებისა და სამართლიანობის წყალობით სამსახურში თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება.
კირჩხიბი
ამ დღეს სასურველია, ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ. ეცადეთ დასასვენებლად წყალთან ახლოს მდებარე ადგილები შეარჩიოთ. წყლის ენერგია ახლა განსაკუთრებით გჭირდებათ, რათა მომავალი ცვლილებებისთვის მზად იყოთ. მომსახურე პერსონალის უხეშობას ყურადღებას ნუ მიაქცევთ — ამ დღეს გაცილებით სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნება, რომ ძალები აღიდგინოთ.
ლომი
ლომები შეძლებენ დაამტკიცონ, რომ მეგობრობისთვის ასაკი და საზღვრები არ არსებობს. ძალიან მალე შეხვდებით ადამიანს, რომელთანაც განსაკუთრებულ კავშირს იგრძნობთ და ეს ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება. ნუ ჩაიკეტებით, უარი არ თქვათ მეგობრებისა და ნაცნობების წრეში ხმაურიან შეხვედრებზე. ახლობელი ადამიანის სიტყვების ან საქციელის მიხედვით ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ - შესაძლოა, რაღაც არასწორად გაიგეთ.
ქალწული
ჯიუტად არ გსურთ წარსული გამოცდილებიდან დასკვნების გამოტანა და იმავე შეცდომებს უშვებთ, რაც საბოლოოდ ზიანს გაყენებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცხოვრებას უფრო გააზრებულად მიუდგეთ — ცოტაოდენი სერიოზულობა ნამდვილად არ გაწყენდათ. საღამოს ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან საუბრის დრო გამონახოთ.
სასწორი
ამ დღეს ვარჯიშის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - ფორმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, მაგრამ ზედმეტი დატვირთვა არ შეიძლება. ნუ აიძულებთ საკუთარ თავს იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც არ მოგწონთ. თავი შორს დაიჭირეთ მათგან, ვინც მუდმივად უკმაყოფილოა და ვისგანაც მადლობის სიტყვასაც ვერ მოისმენთ. ეცადეთ გარშემო ისეთი ხალხი შემოიკრიბოთ, ვისთანაც თავს კარგად და კომფორტულად გრძნობთ.
მორიელი
ამ დღეს სამომავლო გეგმების შესადგენად ბევრი თავისუფალი დრო გექნებათ. ეცადეთ თქვენი შემოქმედებითი უნარები სწორად და ოჯახისთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. დროა იმუნური სისტემის გაძლიერებაზე იზრუნოთ და ექიმთან ვიზიტი ჩანიშნოთ. უმჯობესია საქმიანი და მნიშვნელოვანი საუბრები მომავალი კვირისთვის გადადოთ.
მშვილდოსანი
სავარაუდოდ, დაღლილობა, რომელსაც ამ დღეს იგრძნობთ, ინფექციის გამწვავების ნიშანია და თუ გაგიგრძელდათ, აუცილებლად ექიმს მიაკითხეთ. დიდი აქტივობებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ რემონტის დაწყების ან სახლში ავეჯის გადაადგილებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ყურადღება მიაქციეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკას — შესაძლოა, ერთ-ერთის შეცვლა მოგიწიოთ.
თხის რქა
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უცხო ადამიანებთან ერთად უცნობ ადგილებში წასვლა გარკვეულ რისკებს უკავშირდება. თავი დაიზღვიეთ და შეთავაზებაზე თავაზიანი უარით უპასუხეთ. ქალებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ — წინასწარ შეატყობინეთ ახლობლებს, ვისთან ერთად და სად მიდიხართ, რათა უსიამოვნო შემთხვევები თავიდან აირიდოთ.
მერწყული
ბრაზი, რომელსაც ამჟამად გრძნობთ, წინსვლაში ხელს გიშლით. გამუდმებით ძველ წყენაზე ფიქრი თქვენს ცხოვრებას ანგრევს, ამიტომ ეცადეთ, პოზიტიურ თემებზე გადაერთოთ. ასე თქვენი ემოციური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ყველანაირი საქმე უფრო იოლად გამოგივათ.
თევზები
ყურადღება არ მოადუნოთ — სავარაუდოდ, თქვენს სიახლოვეს გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც კეთილი ზრახვები არ აქვს. გამორიცხული არ არის, რომ მოლაპარაკების მცდელობამ მარცხი განიცადოს და მცირე უთანხმოება კონფლიქტში გადაიზარდოს. ფრთხილად შეარჩიეთ ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობის გაგრძელებას გეგმავთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან