3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 ოთხ. 2 ივლისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს ვერძებმა ენერგია და აქტივობა ფიზიკური ვარჯიშისკენ უნდა მიმართოთ. ეცადეთ, სუფთა ჰაერზე, სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში მეტი დრო გაატაროთ. წინ სავარაუდოდ, ახალი ჰორიზონტები და უჩვეულო პერსპექტივები გელით. ამ დღეს შეგიძლიათ თვალსაწიერი გაიფართოოთ და პროფესიული განვითარების ახალ საფეხურს მიაღწიოთ. თქვენთვის ნებისმიერი მეგობრული შეხვედრა სასარგებლო იქნება.
კურო
საკმაოდ რთული და მოვლენებით დატვირთული დღე გელით. არაკეთილგანწყობილი ადამიანების მცდელობის მიუხედავად, ეცადეთ, უარყოფით ემოციებს არ აჰყვეთ. შეიძლება საინტერესო, პერსპექტიული პროექტები შემოგთავაზონ, რაც დამატებით შემოსავალს მოგიტანთ. ეს დღე იდეალურია სპორტისა და ფიზიკური აქტივობისთვის.
ტყუპები
ამ დღეს ახალ, ყველასთვის უცნობ უნარებს გამოავლენთ. ფრთხილად იყავით - სამსახურში და მგზავრობისას შესაძლებელია კონფლიქტი. დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად ზედმეტი პრინციპულობა და სიჯიუტე არ გამოგადგებათ — უმჯობესია უფრო მშვიდი და მოქნილი ტაქტიკა აირჩიოთ. ახალი ნაცნობობა საინტერესო იქნება და დიდხანს გაგრძელდება.
კირჩხიბი
ამ დღეს ერთდროულად ყველა საქმის კეთებას არ ეცადოთ — მოვლენები შეიძლება ისე არ განვითარდეს, როგორც გსურთ. პროფესიულ სფეროში თქვენგან მაქსიმალური ძალისხმევას და შემოქმედებით აზროვნებას ელიან და ეცადეთ კოლეგებს იმედი არ გაუცრუოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღის მეორე ნახევარში იმპულსურად მოქმედებას მოერიდოთ და საკუთარი სიტყვები და მოქმედებები აკონტროლოთ.
ლომი
ლომებო, გირჩევთ ახალი საქმეები არ დაიწყოთ და ყველა საეჭვო შემოთავაზება თამამად უარყოთ. გამორიცხული არ არის, რომ საქმიანი პარტნიორების მხრიდან მოტყუებას შეეჯახოთ, ამიტომ საქმიანი ქაღალდები ყურადღებით გადაამოწმეთ. თავიდან აიცილეთ ნებისმიერი რისკი, ერიდეთ მასობრივ ღონისძიებებსა და ხალხმრავალ ადგილებს. საღამო სჯობს განმარტოებით გაატაროთ.
ქალწული
ქალწულებისთვის წარმატებული პერიოდი იწყება — ეს თქვენი შანსია, რომ კარიერული პოზიცია გაიუმჯობესოთ და ავტორიტეტი აიმაღლოთ. დღის მეორე ნახევარში ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული ნერვიულობა გელით. როგორც ყოველთვის, ბუზისგან სპილოს ქმნით და სინამდვილეში სანერვიულო არაფერია. თუ სამსახურში არსებული პრობლემები არ მოაგვარეთ, ცუდი განწყობა მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ.
სასწორი
ეცადეთ, თავი შორს დაიჭიროთ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც თქვენს ცხოვრებაში დაძაბულობა და დისკომფორტი მოაქვთ და მარტოობაში მეტი დრო გაატაროთ. ამ დღეს სამსახურში ყველა წესი და შეთანხმება უნდა დაიცვათ და ექსპერიმენტების ჩატარებას მოერიდოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ - ჯერ ამის დრო არ მოსულა.
მორიელი
კარიერის მიმართულებით მოულოდნელი სირთულეები გელით. თქვენმა თავდაჯერებამ შეიძლება ახლობლების პროტესტი გამოიწვიოს, მაგრამ ეცადეთ ნებისმიერ კამათში კომპრომისი გამონახოთ. ცხოვრებაში ხშირად გვხვდება არასტანდარტული სიტუაციები, რომლებიც მხოლოდ მოლაპარაკებით გვარდება.
მშვილდოსანი
თავი შეიკავეთ სარისკო და აზრს მოკლებულ ავანტიურებში ჩართვისგან. კამათის დროს აგრესიას ერიდეთ და თავაზიანობა გამოიჩინეთ, რომ დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. ხანდაზმულ მშვილდოსნებში მოსალოდნელია თავის ტკივილი და წნევის აწევა, ამიტომ ეცადეთ, როგორც ემოციურ, ისე ფიზიკურ გადაღლას თავი აარიდოთ. ამ დღეს წესები არ უნდა დაარღვიოთ და რჩევები უნდა გაითვალისწინოთ.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება არ გადადოთ. გამოიყენეთ ეს დღე ფიქრისა და ანალიზისთვის — აწონ-დაწონეთ ყველაფერი და ახალი ინფორმაცია შეაგროვეთ. სასურველია, რომ რჩევისთვის თქვენზე უფროს და გამოცდილ ადამიანებს მიმართოთ. ეცადეთ, თქვენი უნარები სასარგებლო კავშირების დასამყარებლად და ახალი თანამოაზრეების საპოვნელად გამოიყენოთ
მერწყული
მერწყულებისთვის კარგი დღეა შემოქმედებითი უნარების გამოვლენისთვის. ინტუიციისა და პირადი მომხიბვლელობის წყალობით თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი გაიზრდება. არსებობს დამატებითი შემოსავლის წყაროების გაჩენის შანსი. მარტოხელებს ბედი გადამწყვეტ შეხვედრას უმზადებს. ეცადეთ, ეს დღე სულიერ და ზნეობრივ განვითარებას დაუთმოთ. აქტიური მოქმედებები არასასურველია. დაფიქრდით საკუთარ ცხოვრებაზე და ჩაუღრმავდით თქვენს შინაგან სამყაროს.
თევზები
თევზებისთვის იდეალური დღეა — შეგიძლიათ თქვენი ყველაზე ფანტასტიკური შემოქმედებითი იდეების განხორციელება სცადოთ. შთაგონება თქვენი ერთგული თანამგზავრი იქნება, ვარსკვლავების მხარდაჭერით კი შეგიძლიათ საოცნებო შედეგებს მიაღწიოთ. მათ, ვინც ხელმძღვანელ პოზიციებზეა, რთული არჩევანის გაკეთება მოუწევთ. სიმტკიცე გამოიჩინეთ, თუნდაც გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყოს. მეგობრებთან შეხვედრა და გულწრფელი საუბარი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ და ენერგიით აგავსებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან