3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
22:30 ორშ. 2 ივნისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს რა საქმეც არ უნდა დაგეგმოთ, ყველაფერს სერიოზულად უნდა მიუდგეთ. მარტივ და სწრაფ წარმატებებს არ უნდა ელოდოთ – მიზნის მისაღწევად შრომა მოგიწევთ. შესაძლოა, ირგვლივ მყოფებთან უთანხმოებამ გაგაღიზიანოთ და განმარტოება არჩიოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ხარჯები შეამცირეთ – ახლა დაუგეგმავი შენაძენების დრო არ არის.
კურო
ურთიერთობისთვის და საზოგადოებრივ ღონისძიებებზე დასასწრებად ხელსაყრელი დღეა. შეგიძლიათ როგორც პირადი, ისე პროფესიული საკითხები განიხილოთ. გამოცდილი ადამიანის რჩევა მტკივნეული პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები – ახლა ყველაზე მეტად კარგი დასვენება გჭირდებათ. შეეცადეთ, გადაწყვეტილების მიღებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინოთ.
ტყუპი
დღის დასაწყისი არახელსაყრელია ურთიერთობებისთვის, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან. გარშემომყოფებისგან ბევრს მოითხოვთ, მაგრამ ნაკლებად გაინტერესებთ, რას ელიან ისინი თქვენგან. გამორიცხული არ არის, რომ ამას დაპირისპირება და კონფლიქტი მოჰყვეს. თუ ყურადღებას პირად საქმეებზე გაამახვილებთ, მათ სწრაფად მოგვარებას შეძლებთ. დროა კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ და ოჯახთან დაძაბული ურთიერთობა მოაგვაროთ.
კირჩხიბი
კარგად შედგენილი გეგმის წყალობით ფინანსური საკითხების მოგვარებას შეძლებთ. გამძაფრებული ინტუიცია მოვლენების შეფასებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა სწავლისა და ისეთი საქმიანობებისთვის, რაც გონებას ავარჯიშებს. არ არის გამორიცხული ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყება - ადამიანი, რომელსაც დღეს გაიცნობთ, თქვენი შთაგონების წყარო გახდება. რომანი შესაძლოა ხანმოკლე აღმოჩნდეს, თუმცა ძალიან ემოციური იქნება.
ლომი
რთული და გამოწვევებით სავსე დღეა. ბევრი მოვლენა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და ცდილობთ, ადამიანების ნამდვილი მიზნები ამოიცნოთ. განსხვავებული ხედვა ძველი პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ და სხვების იმედი არ გქონდეთ. სავარაუდოდ, ვიღაც თქვენთვის მოცემულ პირობას არ შეასრულებს და ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ.
ქალწული
ქალწულების უმეტესობისთვის ეს დღე უკეთესად დასრულდება, ვიდრე დაიწყება. საუკეთესო დროა საერთო პროექტის დასაგეგმად ან გუნდური ღონისძიებისთვის. მოსალოდნელია წარმატებული დამთხვევები და სასიამოვნო ნაცნობობა. ეცადეთ, არსებული სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. რისკის ნუ შეგეშინდებათ – განსაკუთრებით მაშინ, თუ მსგავს მდგომარეობაში წარსულში უკვე ყოფილხართ.
სასწორი
ამ დღეს ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ. არსებობს საფრთხე, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მნიშვნელოვანი დეტალები გამოგრჩეთ. სიმშვიდე გამოიჩინეთ და უსამართლო ბრალდებას ყურადღება არ მიაქციოთ. თუ შეხვედრები გაქვთ დაგეგმილი, სჯობს სერიოზულად მოემზადოთ. შუადღის შემდეგ ენერგია და შესამჩნევად დაიკლებს, ამიტომ ეს დრო საკუთარ თავზე ზრუნვასა და დასვენებას დაუთმეთ.
მორიელი
საუკეთესო დღეა იმისთვის, რომ სახლის მოწესრიგებაზე იზრუნოთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. დღის დასაწყისი ნაკლებად სასიამოვნო იქნება – უფრო მეტი საზრუნავი გამოგიჩნდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ. ოჯახური გარემო დაგეხმარებათ სტრესისგან გათავისუფლდეთ და აზრები დაალაგოთ. მოსალოდნელია მსუბუქი ფლირტი. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რომ ახალი მტრები არ გაიჩინოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს სხვების აზრი არ გაინტერესებთ და ყველაფერს საკუთარი შეხედულებით აკეთებთ. გამორიცხული არ არის შეცდომები, რომლების გამოსწორება რთული იქნება. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახლად გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობაში და თავი აარიდეთ ახალი ვალდებულებების აღებას. მიეცით თავს უფლება, რომ ცოტა ხნით სამსახურის საქმეები დაივიწყოთ, მოდუნდეთ და უბრალოდ სიმყუდროვით დატკბეთ.
თხის რქა
ამ დღეს წარმატებული იქნება შეხვედრები არაოფიციალურ გარემოში, სადაც ნებისმიერი საკითხის განხილვა შეგიძლიათ. გამორიცხული არ არის ახალი სასიყვარულო ურთიერთობა, თუმცა თქვენი სურვილის მიუხედავად, შესაძლოა მოვლენები ნელა განვითარდეს. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს - ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს.
მერწყული
ეს დღე საკმაოდ არეულად ჩაივლის, თუმცა მთლიანობაში შედეგიანი იქნება. შანსი გაქვთ, რომ ძველი შეცდომები გამოასწოროთ და სამოქმედო გეგმა შეადგინოთ. ბევრი ახალი საქმე წარმატებით წარიმართება. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს — ბევრი მათგანი წინასწარმეტყველური იქნება.
თევზები
ბევრ თევზს ექნება შესაძლებლობა, რომ ამ დღეს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები საბოლოოდ გადაჭრას. მოსალოდნელია საინტერესო სამუშაო ან საქმიანი შემოთავაზება. საღამო იდეალურია შედეგების შეჯამებისთვის, რათა მომდევნო ნაბიჯები განსაზღვროთ. მოერიდეთ უცნობი ადგილების მონახულებას და უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას. უმჯობესია, საღამო სახლში, ოჯახის წევრებს შორის გაატაროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან