იცით თუ არა

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში ბავშვებს სიცივეში?

fun time

16:02 ოთხ. 13 ნოემბერი

რატომ აძინებდნენ სსრკ-ში
ბავშვებს სიცივეში?

14
დაკოპირებულია

საბჭოთა კავშირის დროს საბავშვო ბაღებში ბავშვებს და, მათ შორის, ჩვილებს ღია ცის ქვეშ, ზამთარში ყინვაშიც აძინებდნენ. საბჭოთა ექიმებს მიაჩნდათ, რომ სიცივეში ძილი აუმჯობესებდა მადას, ორგანიზმს ჟანგბადით აჯერებდა, იმუნურ სისტემას აძლიერებდა და ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარებოდა. 

 

ყველაფერი 1930-იან წლებში დაიწყო, როდესაც სსრკ-ს ტუბერკულოზის პრობლემები ჰქონდა და მისი გადაჭრის გზებს ეძებდა.

ცნობისათვის - ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც მე-20 საუკუნემდე პრაქტიკულად, განუკურნებელად ითვლებოდა.

საბჭოთა მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც სუფთა ჰაერზე დიდ დროს ატარებდნენ, ტუბერკულოზით ნაკლებად ავადდებოდნენ.

ღია ცის ქვეშ ძილი, განსაკუთრებით ზამთარში, ტუბერკულოზის შესანიშნავ პროფილაქტიკად იყო მიჩნეული. ამასთან, სუფთა ჰაერზე ბავშვები უფრო სწრაფად იძინებენ და შედარებით დიდხანს სძინავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ აღმზრდელებს უფრო დიდხანს დასვენება შეუძლიათ.

რომ არ გაციებულიყვნენ, ბავშვებს ცხვრის ტყავისგან სპეციალურ სპეციალური ტომრებს უკერავდნენ. ასეთ ტომრებში ბავშვებს თბილად და მშვიდად ეძინათ.

ესეც საინტერესოა:

როგორ უვლიდნენ საბჭოთა ქალები თმას შამპუნების გარეშე?

ორგანიზმისთვის სიცივე უფრო საშიშია თუ სიცხე?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ითხოვს კატა დახმარებას - 4 სი...

როგორ ითხოვს კატა
დახმარებას

მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ აქვთ კ...

მეცნიერებმა გაარკვიეს,
რატომ აქვთ კატებს
ვერტიკალური გუგები

როგორ ცხოვრობენ ქალაქში, სადაც ორი...

სოფელი ბარლი (Baarle) - ორი
ქვეყნის საზღვარი

რატომ მალავენ კატები საკუთარ ექსკრე...

კატის ტუალეტი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რას ნიშნავს სიტყვა ორკი

რატომ ჭამენ ჩინელები ჩიტის ბუდეებს?

სალაგანის ბუდე

რატომ არ სვამს ალკოჰოლს ტრამპი? - 1...

დონალდ ტრამპი მამასთან
ერთად

რატომ იკეთებს მართლმადიდებელი საქორ...

საქორწინო ბეჭედი
მარჯვენა ხელზე

ხალხური სიბრძნე - როგორი საფულე უნდ...

როგორ შევარჩიოთ საფულე