როგორ უვლიდნენ საბჭოთა ქალები თმას შამპუნების გარეშე?
14:00 სამ. 14 დეკემბერი, 2021 წელი
დღეს მაღაზიების დახლები სავსეა თმის მოვლის საშუალებებით ქალის და მამაკაცის ყველა სახის თმისთვის: შამპუნები, ბალზამები, ნიღბები, მცენარეული ნაყენები ა.შ. მაგრამ როგორ ახერხებდნენ ქალები თმის მოვლას იმ დროს, როდესაც უბრალო შამპუნიც კი არ იყიდებოდა?
როგორ იბანდნენ თავს სსრკ-ში, როდესაც შამპუნი არ არსებობდა?
სსრკ-ში შამპუნი მე-20 საუკუნის შუა წლებში გამოჩნდა. მანამდე ქალები თმის დასაბანად ჩვეულებრივ სარეცხ საპონს იყენებდნენ. საპონი თმას კარგად ბანდა, მაგრამ მისი დავარცხნა საკმაოდ რთული იყო, ამიტომ ქალები იძულებულნი იყვნენ, რომ თმის დასარბილებლად ძმარი გამოეყენებინათ.
ზოგი შამპუნს სახლის პირობებში ამზადებდა, ამისთვის ჭვავის პურს რძეში ან წყალში ალბობდნენ და თმაში იზელდნენ. სხვათა შორის, ბევრი თმას დღემდე სარეცხი საპნით იბანს, რადგან ეს ყველაზე უსაფრთხო ვარიანტად მიაჩნია.
საპნისა და პურის გარდა, თმის დასაბანად ჩვეულებრივ, საჭმელ სოდას იყენებდნენ. კერძოდ, რამდენიმე სუფრის კოვზი სოდას წყალში ხსნიდნენ და მიღებულ მასას თმის ძირებში იზელდნენ.
პირველი შამპუნები
ამ "სასწაულის" შემქმნელად ითვლება ინგლისელი კეისი ჰერბერტი. მისი შამპუნი საპნის და სხვადასხვა მცენარის ნარევი ფხვნილი იყო. 1903 წელს შამპუნის გამოგონების ამბავმა გერმანიაში, მეწარმისა და ქიმიკოსის ჰანს შვარცკოფის ყურამდე მიაღწია, რომელიც იმ დროს რამდენიმე აფთიაქს ფლობდა. შვარცკოფმა შექმნა ახალი შამპუნი, უკვე საკუთარი შემადგენლობით და მიიღო პატენტი. 1923 წელს კი შვარცკოფის ვაჟმა თხევადი შამპუნების წარმოება დაიწყო.
საბჭოთა კავშირში პირველი, სამამულო წარმოების შამპუნები მე-20 საუკუნის შუა ხანებში გამოჩნდა. ისინი ცუდად ქაფდებოდა, თვალებს აუტანლად წვავდა და კანს აშრობდა, მაგრამ საბჭოთა ქალები შამპუნის გამოჩენით მაინც უზომოდ ბედნიერები იყვნენ.
დეფიციტური საქონლისთვის მაღაზიებში უზარმაზარი რიგები იდგა. არჩევანი არც ისე დიდი იყო: „მარგალიტი“, „ივუშკა“, „ველის შროშანი“, 80-იანი წლებიდან „შამპუნი ხნით“, თუმცა სულ არაფერს მაინც სჯობდა.
საბჭოთა პერიოდის ყველაზე პოპულარული შამპუნები
სამოცდაათიანი წლების დასაწყისი მაღაზიის დახლებზე პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული შამპუნები გამოჩნდა. პირველ შამპუნებთან შედარებით, ეს უფრო სქელი კონსისტენციის და გაცილებით სასიამოვნო სურნელის მქონე თმის მოვლის საშუალებები გახლდათ, ამასთან თვალებსაც ნაკლებად წვავდა.
საბჭოთა ქალებში განსაკუთრებით პოპულარული იყო „კვერცხის გული შამპუნი“ და „გვირილის შამპუნი“, რომლებიც დახლებზე გამოჩენისთანავე ქრებოდა.
ბევრს საბავშვო შამპუნი „კრია კრია“ ბულგარეთიდან ჩამოჰქონდა. ეს ბავშვებისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო - შამპუნს ხილის სუნი ჰქონდა და თვალებს არ წვავდა.
დიდი პოპულარობით სარგებლობდა რიგაში დამზადებული შამპუნი „მითი“. ამ შამპუნის შეძენაზე ყველა საბჭოთა ქალი ოცნებობდა, მაგრამ ქვეყანაში დეფიციტი იყო და ბალტიური სასწაულის ხელში ჩაგდებას ყველა ქალი ვერ ახერხებდა. დღეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ „მითის“ ცარიელ ბოთლს ვიტრინაში, ბროლის ჭურჭელთან ერთად გამოფენდნენ - ეს ბოთლი სიმდიდრის სიმბოლოდ ითვლებოდა..
ზოგიერთ დიდ ქალაქში შესაძლებელი იყო დეფიციტური შამპუნი „სელენას“ შეძენა. ეს უმაღლესი ხარისხი შამპუნი იყო, რომელსაც გამორჩეული სურნელი ჰქონდა. „სელენას“ შემდეგ თმა აბრეშუმივით რბილი ხდებოდა და მზესავით ანათებდა.
საბჭოთა ქალბატონების საიდუმლო
საბჭოთა პერიოდში ქალების ჟურნალების დიდი არჩევანი არ იყო. იმ დროს ქალებისთვის მხოლოდ ორი ჟურნალი გამოდიოდა: „მუშა ქალი“ და „გლეხი ქალი“. ჟურნალებში იყო რუბრიკა - რჩევები ქალებისთვის, სადაც თმასთან დაკავშირებულ რჩევებში წაიკითხავდით, რომ თმის დაბანა სასურველია კვირაში ერთხელ, რომ სველი თმით გარეთ გასვლა არ შეიძლება და ა.შ.
საბჭოთა ქალებს კი თმის მოვლის საკუთარი საშუალებები ჰქონდათ. მაგალითად, მშრალი შამპუნის ნაცვლად, რომელიც დღეს ყველა მაღაზიაში იყიდება, ბავშვის პუდრს იყენებდნენ. თუ დაბანის დრო და საშუალება არ იყო, თმაზე ბავშვის პუდრს იყრიდნენ და წვრილი სავარცხლით საგულდაგულოდ ივარცხნიდნენ.
რა თქმა უნდა, როგორც ყველა დროის და ქვეყნის ქალებს, საბჭოთა ქალებსაც სურდათ თავის მოვლა, ამიტომ ყველა შესაძლო საშუალებას იყენებდნენ. სილამაზის საიდუმლოებებს კი ერთმანეთს უზიარებდნენ და რვეულებში იწერდნენ, რადგან იმ დროს ინტერნეტი ჯერ არ არსებობდა.
ესეც დაგაინტერესებთ 👇
ვაშლის ძმარი თმისთვის - ჰოლივუდი ძველ რეცეპტებს ირჩევს
მშრალი თმის მოვლა - 4 მთავარი წესი!
თმის შეღებვა სახლის პირობებში - 5 შეცდომა, რომელსაც უშვებთ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან