სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის შეღებვა სახლის პირობებში - 5 შეცდომა, რომელსაც უშვებთ

fun time

14:00 პარ. 18 მარტი, 2022 წელი

თმის შეღებვა სახლის
პირობებში

14
დაკოპირებულია

სასურველი თმის ფერის მიღება ხშირად არ გამოგდით? გეტყვით, რა არის მიზეზი...

არ ცდილობთ სასინჯად თმის მცირე ნაწილის შეღებვას

სანამ თმის საღებავს მთელ თმაზე გადაინაწილებთ, სცადეთ თმის ძალიან პატარა ნაწილის შეღებვა, რათა დარწმუნდეთ, სწორი არჩევანი გააკეთეთ თუ არა.

თმის შეღებვამდე სარგებლობთ თმის ნიღბებითა და კონდიციონერებით

მიეჩვიეთ თავის ყოველდღიურად დაბანას? შეღებვამდე უმჯობესია, თავის დაბანაზე უარი თქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თმა სრულყოფილად არ შეგეღებებათ.

თმის საღებავს ძალიან დასაბან და დაუვარცხნელ თმაზე ისვამთ

ის, რომ არ დაიბანოთ თავი 24 საათის განმავლობაში - ერთია, ხოლო ჭუჭყიან და დაუვარცხნელ თმაზე საღებავის შეზელა - მეორე. ამ შემთხვევაში საღებავი თავზე არათანაბრად გადანაწილდება და საბოლოოდ, არასასურველ შედეგს მიიღებთ.

საღებავს საჭიროზე მეტ ხანს იჩერებთ თავზე, რათა თმის უფრო ინტენსიური ფერი მიიღოთ

ფიქრობთ, რომ, თუკი დიდხანს გაიჩერებთ საღებავს თმაზე, უფრო მკვეთრ ფერს მიიღებთ? არასწორად ფიქრობთ! თმის საღებავის მოქმედების დრო განსაზღვრულია 30-40 წუთით. ამ დროის შემდეგ ის უბრალოდ წყვეტს მოქმედებას. თმის საღებავის მითითებულ დროზე უფრო მეტ ხანს გაჩერება თავზე დაუშვებელია - ამგვარად გამოგიშრებათ თმაც და თავის კანიც. შედეგად კი მიიღებთ თავის კანის სიწითლეს, ქავილს, წვას, მტვრევად და არაელასტიკურ თმებს.

თმის საღებავს სველ/ნოტიო თმებში იზელთ

თმებში სხვადასხვა სახეობის პროცესები მიმდინარეობს, რაც თმის სირბილესა და ელასტიკურობას უწყობს ხელს. როდესაც თმები სველი ან ნოტიოა, ეს პროცესები ირღვევა და თმის საღებავი თმას აზიანებს. იმისთვის, რომ ეს უსიამოვნება აიცილოთ თავიდან, გაითვალისწინეთ, რომ თმა იყოს სუფთა და 100%-ით მშრალი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ ებრძვის როზმარინი დაღლილობას,...

რაში გამოიყენება
როზმარინი

საჭიროა თუ არა მედიკამენტების მაცივ...

საჭიროა თუ არა
მედიკამენტების მაცივარში
შენახვა?

პროდუქტები, რომლებიც ზამთარში უნდა...

პროდუქტები, რომლებიც
ზამთარში უნდა ჭამოთ

გაიცანით შარაფუგა და მისი სასარგებლ...

შარაფუგა

რატომ არ შეიძლება ლიმონის ცხელ ჩაიშ...

რატომ არ შეიძლება ლიმონის
ცხელ ჩაიში დამატება?

როგორ მოქმედებს ყავა და მწვანე ჩაი...

კოფეინის მოქმედება
ჯანმრთელობაზე

კომბუჩა - სარგებელი, რისკები და მით...

კომბუჩას სასარგებლო
თვისებები

რომელი სახამებელია ყველაზე ჯანსაღი...

რომელი სახამებელია
ყველაზე ჯანსაღი და
სასარგებლო?

კუნელის სასარგებლო თვისებები

კუნელის სასარგებლო
თვისებები