სილამაზე/ჯანმრთელობა

მშრალი თმის მოვლა - 4 მთავარი წესი!

fun time

14:00 სამ. 20 აპრილი, 2021 წელი

მშრალი თმის მოვლა

14
დაკოპირებულია

მშრალი თმის პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს. თმის გამოშრობის სხვადასხვა მიზეზი არსებობს: ჰორმონალური ფონის დარღვევა, ზედმეტად ცხიმიანი საკვები, თმებისთვის სასარგებლო მინერალებისა და ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობა; თმის საშრობის, სახვევის, უთოს ყოველდღიურად გამოყენება, თმის ქიმიური დახვევა (ხშირად), შეღებვა, მელირება და სხვა...

მშრალი თმის ყოველდღიურად დაბანა რეკომენდებული არ არის, სასურველია, თავი 6 დღეში ერთხელ დაიბანოთ. მშრალი თმის შემთხვევაში თავი ნელთბილი წყლით დაიბანეთ. შემდეგ, კი გადაივლეთ გვირილის, ჭინჭრის ან კალენდულას ნაყენი. თავის დაბანამდე თმის ძირებში შეიზილეთ ზეითუნის ან აბუსალათინის ზეთი.

მნიშვნელოვანია, ასევე, შამპუნის და თმის კონდიციონერის სწორად შერჩევა. თავზე შეიზილეთ უკვე გაზავებული და აქაფებული შამპუნი, ამგვარად თავის კანის ტუტოვანი ბალანსი არ დაირღვევა. თმის გაშრობა სასურველია ბუნებრივი გზით, ფენის გარეშე. გამორიცხეთ თმის უთოც - ეს საშუალებები თმას აზიანებს, მშრალ თმას კი - განსაკუთრებით. თუკი თმის საშრობი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, ისარგებლეთ გაშრობის ცივი რეჟიმით.

მშრალი თმის შემთხვევაში ინტენსიურად ისარგებლეთ თმის ბალზამით, ნიღბით, კომპრესებითა და კონდიციონერით. თმის ნიღაბი შეიზილეთ თავზე დაბანამდე ნახევარი საათით ადრე. ყველა ეს საშუალება აჯანსაღებს და იცავს მშრალ თმას. უბრუნებს მათ ბზინვარებას, სიმსუბუქესა და სირბილეს.

საბოლოოდ, მშრალი თმის მოვლის 4 მთავარი წესია:

1. თავის დაბანა სპეციალურად თქვენი თმის ტიპისთვის შერჩეული შამპუნით;

2. თმის დატენიანება და კვება - ბალზამი, ნიღბები;

3. თმის დაცვა - თერმოდამცავი სპრეები ვარცხნილობის გაკეთების დროს.

4. სწორი კვება - თამბაქო, ალკოჰოლი, ცხიმიანი საკვები და ბევრი ტკბილეული თმაზე ნეგატიურად აისახება. რაციონში შეიტანეთ ვიტამინები, ხილი და ახალი ბოსტნეული. მიიღეთ, რაც შეიძლება მეტი წყალი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გოგრის ზეთის სამკურნალო თვისებები დ...

გოგრის ზეთის სამკურნალო
თვისებები

წყლით ინტოქსიკაცია — რატომ არის საშ...

წყლით ინტოქსიკაცია

7 ნიშანი, რომელიც მიუთითებს ცილების...

ცილების ნაკლებობას
ორგანიზმში

რატომ გვირჩევენ მეცნიერები საკვების...

რატომ გვირჩევენ
მეცნიერები საკვების
გულდასმით ღეჭვას?

საინტერესო ფაქტები წაბლის შესახებ

წაბლის სასარგებლო
თვისებები

რაც უფრო მუქია, მით უფრო ჯანსაღია —...

გარგარის ჩირის
სასარგებლო თვისებები

მცენარეები, რომლებიც სიმსივნის საწი...

Podophyllum

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები