იცით თუ არა

როგორ ახერხებს წიწილა კვერცხში სუნთქვას?

fun time

12:00 სამ. 22 ნოემბერი, 2022 წელი

როგორ სუნთქავს წიწილა
ქვერცხში

14
დაკოპირებულია

წიწილას ინტრაუტერიული განვითარება კვერცხში 3 კვირა გრძელდება. რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში მზარდ ორგანიზმს ჟანგბადი სჭირდება, მაგრამ წიწილის ემბრიონს გარშემო ნაჭუჭის მკვრივი გარსი აკრავს. ბუნებრივად ჩნდება კითხვა - როგორ ახერხებს წიწილა კვერცხში სუნთქვას? 

დავიწყოთ იმით, რომ წიწილის განვითარებისთვის აუცილებელი პირობებია დაახლოებით 370C ტემპერატურა და ჰაერის 65%-იანი ტენიანობა.

რამდენ დღეში იჩეკება წიწილა


ემბრიონი, საშუალოდ, 3 კვირის განმავლობაში ყალიბდება, სასიცოცხლოდ აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს კი კვერცხის ცილისა და გულისგან იღებს. ამასთან, ცილის მარაგი, დაახლოებით, მე-15 დღეს იწურება, ხოლო გულის მარაგი ნაჭუჭის გატეხის დღეს მთავრდება - გამოსაჩეკად წიწილას, დაახლოებით, 36 საათი სჭირდება და კვერცხის გულის ბოლო ულუფას გამოჩეკის შემდეგ მიირთმევს.

რაც შეეხება სუნთქვას:

ყველა ცოცხალ ორგანიზმის არსებობისთვის ჟანგბადის შესუნთქვა და ნახშირორჟანგი გამოყოფა აუცილებელია და წიწილა გამონაკლისი არ არის - თითოეული კვერცხის ბოლოში პატარა სიცარიელეა, რომელიც ახლად დადებული კვერცხის გაციების შემდეგ წარმოიქმნება და წიწილის ემბრიონი ამ სიცარიელეში არსებული ჰაერით სუნთქავს.

გარდა ამისა, კვერცხის ნაჭუჭი არც ისეთი მკვრივია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. საქმე ისაა, რომ ნაჭუჭი ადამიანის თვალისთვის უხილავი ფორებისგან შედგება და მათი რაოდენობა, დაახლოებით, 70 000 -ია. ჰაერი მიკროფორების საშუალებით კვერცხში აღწევს, ამავე გზით გამოდის კვერცხიდან ნახშირორჟანგი.

ასე რომ, კვერცხი ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორც ქათამი და წიწილა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა ეკოლოგიურად ყველაზე სუფ...

ცისარტყელა კალმახი

რატომ სვამენ ჩაის თურქები მსხლის ფო...

თურქული ჩაის კულტურა

რომელი ხის დარგვა არ შეიძლება სახლთ...

რომელი ხის დარგვა არ
შეიძლება სახლთან ახლოს

როგორ შევინახოთ ბურღული ისე, რომ ჩრ...

როგორ შევინახოთ ბურღული

ორჯერ ადუღებული წყალი მავნებელი არ...

ორჯერ ადუღებული წყალი
მავნებელია არ არის

შეიძლება თუ არა დამტენის დენის წყარ...

ელექტრომოწყობილობების
უსაფრთხოება

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე...

რამდენ ხანს შეუძლია
ადამიანს ფეხზე დგომა?

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდ...

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა