საკნატუნო ამბები

მიწაში ნაპოვნი „ფერარის“ ამბავი

fun time

16:02 ხუთ. 15 აგვისტო

გაახლებული „ფერარი“

14
დაკოპირებულია

ამ საქმის მასალების მიხედვით, 1978 წლის თებერვალში, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ რაიონში, ბავშვებს, რომლებიც სახლის ეზოში თამაშობდნენ, მიწაში დამარხულ ავტომობილს წააწყდნენ. 

 

შეშინებულმა ბავშვებმა უფროსებს დაუძახეს, უფროსებმა პოლიცია გამოიძახეს, პოლიციამ კი მუშები მოიყვანა და მიწიდან 1974 წელს გამოშვებული მდიდრული იტალიური სარბოლო მანქანა – Ferrari Dino 246 GTS ამოიღო.

იმ დროს ასეთი მანქანა ძალიან ძვირი, დაახლოებით 20 ათასი დოლარი ღირდა, რაც ინფლაციის გათვალისწინებით, დღეს 100 000 დოლარზე მეტია.

სახლის მეპატრონეები ამ ადგილზე ახალი გადმოსულები იყვნენ, მეზობლებსაც საეჭვო არაფერი უნახავთ, ამიტომ ძვირად ღირებული მანქანის მიწაში დამარხვის მიზეზი ყველასთვის გაუგებარი იყო. მით უმეტეს, რომ მანქანის სალონში და საბარგულში უკანონო ან საეჭვო მოქმედებების კვალი არ აღმოჩნდა.

***

რა თქმა უნდა, ამ უცნაური შემთხვევით პრესა ძალიან დაინტერესდა. ჟურნალისტებმა ექსცენტრიკული მილიონერი მსახიობი ქალი სანდრა უესტი და მისი ანდერძი გაიხსენეს.

მსახიობმა და ნავთობის მაგნატის ქვრივმა განსასვენებლად კუბოს ნაცვლად ცისფერი „ფერარი“ აირჩია, ხოლო უკანასკნელ სამოსად მაქმანებიანი ღამის პერანგი. ავტომობილი ქალის სხეულთან ერთად სპეციალურ ყუთში ჩადეს და ბეტონით დაფარეს, რომ ქურდები თავიდან მოეშორებინათ.

ჟურნალისტები ამ შემთხვევაშიც მსგავს ამბავს ვარაუდობდნენ, მაგრამ მანქანაში არავინ იყო. სანამ დამარხავდნენ, „ფერარისთვის“ ხალიჩები გადაუფარებიათ, ამიტომ მექანიკური დაზიანებები არ ეტყობოდა, ერთადერთის გარდა - მოწყვეტილი იყო პანელი Dino-ს ლოგოთი.

***

კალიფორნიაში, ისე როგორც სხვა ქვეყნებში, არც ისე ბევრი მდიდრული სარბოლო მანქანა იყიდება, ამიტომ პოლიციამ მისი წინა მფლობელი, ვინმე როზენდო კრუზი სწრაფად იპოვა. მან განაცხადა, რომ ავტომობილი 1974 წლის ოქტომბერში, ცოლს აჩუქა. ერთხელ ქალმა თავისი „ფერარი“ ქალაქის გარეუბანში გააჩერა და მაღაზიაში შევიდა, უკან დაბრუნებულს კი აღარ დახვდა.

პოლიციამ გამტაცებლებს ვერ მიაგნო, სადაზღვევო კომპანიამ კი კრუზებს 22500 აშშ დოლარი გადაუხადა და ეს ამბავი ნელ-ნელა ყველას მიავიწყდა.

პოლიციის ფაილების მიხედვით, მანქანა გამტაცებლებმა დამარხეს, თან ისე ნაჩქარევად, რომ ზოგი ფანჯრის დაკეტვაც კი დაავიწყდათ. თანაც, სანამ მის წასაყვანად მოვიდოდნენ, „ფერარი“ ცნობისმოყვარე ბავშვებმა იპოვეს..

გარკვეული დროის შემდეგ სადაზღვევო კომპანიამ მანქანა გასაყიდად გამოიტანა და რომელიღაც მექანიკოსმა დაახლოებით 5-7 ათას დოლარად იყიდა. თითქოს ამბავი ამით დასრულდა, მაგრამ არა...

***

მხოლოდ 30 წლის შემდეგ გახდა ცნობილი, სინამდვილეში რა მოხდა:

ერთ მშვენიერ დღეს Dino-ს ახალი მფლობელი, მექანიკოსი ბრედ ჰოვარდი გამოჩნდა და თქვა, რომ მან სარბოლო მანქანა მთლიანად აღადგინა და ის ახალივითაა. ეს ამბავი პრესაში ისევ გავრცელდა და გადამდგარმა პოლიციელმა დენის კეროლმა, რომელიც 1978 წელს ამ საქმეზე მუშაობდა, აღიარა, რომ ცნობისმოყვარე ბავშვები, რომლებმაც მანქანა იპოვეს, პოლიციამ გამოიგონა. სინამდვილეში სამართალდამცველებმა ძვირად ღირებული, მიწაში დამარხული მანქანის კვალს ინფორმატორის დახმარებით მიაკვლიეს.

გარკვეული დროის განმავლობაში პოლიცია სადაზღვევო თაღლითობის ვერსიაზე მუშაობდა. ამ ვერსიის თანახმად, მანქანის მოპარვა თავად კრუზმა შეუკვეთა, რომელსაც კარგი სადაზღვევო პაკეტი ჰქონდა. ქურდებმა ამ სასწაულის ავტომობილის განადგურება ვერ გაბედეს. მათ „ფერარი“ დამარხეს, ხოლო დამკვეთს შესრულებული სამუშაოს დასადასტურებლად, Dino-ს ლოგოიანი პანელი მიუტანეს.

ქურდებს გადაწყვეტილი ჰქონდათ მოგვიანებით მანქანის ამოთხრა, მაგრამ რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა და გეგმაზე უარი თქვეს.

ვერსიების მიუხედავად, პოლიციამ ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება ვერ შეძლო და კრუზებისთვის ბრალი არასოდეს წაუყენებია.

გაახლებული „ფერარი“ კი ლოს-ანჯელესის გზებზე ისევ დადის. მოდელი იშვიათია და ახლა 330 ათას დოლარზე მეტი ღირს.

ესეც დაგაინტერესებთ:

ნუმეროლოგია - რას ამბობს თქვენი ავტომობილის სანომრე ნიშანი?

მილიარდერები საჭესთან - რომელ ავტომანქანებს მართავენ პლანეტის უმდიდრესი ადამიანები?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მსოფლიოს ყველაზე მოკლე საზღვარი, რო...

პლანეტაზე ყველაზე პატარა,
85 მეტრიანი საზღვარი.

ყვითელი ნისლი - როგორ შეცვალა „დიდმ...

ლონდონის დიდი სმოგი

ვინ არის კაცი, ვინც პლანეტის ეკოლოგ...

იაპონელი ეკოაქტივისტი
იძავა მასანა

სოფელი კუნძულზე, სადაც ჭადრის ხეს „...

ბურსა, სოფელი გოლიაზი

მამაკაცს 14 წელი ხელფასი ისე ერიცხე...

ესპანელი ჩინოვნიკის
ამბავი

სიდნეის ყველაზე ცნობილი ადგილი - სა...

ზამიტების ოჯახის სახლი

13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ...

კორნელიუს ანდერსონის
უცნაური ამბავი

„მოცურავე წყალში გადახტა და მაშინვე...

ოლიმპიური ანტირეკორდები

10 უცნაური ფაქტი მსოფლიოს სხვადასხვ...

სუდანის პირამიდები