საკნატუნო ამბები

როგორ უპასუხეს „სნიკერსის“ მწარმოებლებმა ექიმების გაფრთხილებას?

fun time

18:00 სამ. 6 ივლისი, 2021 წელი

სნიკერსი შოკოლადი

14
დაკოპირებულია

თუ „სნიკერსის“ მოყვარული ბრძანდებით, უნდა იცოდეთ, რომ თქვენს საყვარელ ნუგბარს შოკოლადის ფაბრიკის მფლობელ ფრენკ მარსის ცხენის სახელი ჰქვია. ერთ მშვენიერ დღეს მარსმა, რომლის სახელი პატარების საყვარელ, კიდევ ერთ შოკოლადს ჰქვია, გადაწყვიტა, შოკოლადის ახალი სერია გამოეშვა და თავისი საყვარელი ცხენის „სნიკერსის“ (რაც ჩუმად ჭიხვინს ნიშნავს) სახელი ეწოდებინა. როგორც ამბობენ, ცხენი სნიკერსი შოკოლად „სნიკერსის“ მასობრივი წარმოების დაწყებამდე გარდაიცვალა.

კვლევების თანახმად, ფრენკ მარსის შექმნილი შოკოლადი 21-ე საუკუნის მსოფლიოში ახალგაზრდების ყველაზე საყვარელი ნუგბარია.

შოკოლადის ფაბრიკები ყოველდღიურად, დაახლოებით 15 მილიონ „სნიკერსს“ აწარმოებენ, მომხმარებლები კი ყოველ წამში დაახლოებით, 400 ცალს მიირთმევენ.

5 წუთის მანძილზე წარმოებული „სნიკერსი“ ერთმანეთზე რომ დავალაგოთ, ეიფელის კოშლის სიმაღლეს მიაღწევს. ყოველი მეხუთე მოზარდი „სნიკერსს“ ყოველდღიურად მიირთმევს, ბევრი კი დღეში რამდენჯერმე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული შოკოლადის ბატონში ზუსტად 16 ცალი მიწის თხილია, არაფერია გასაკვირი, რომ „სნიკერსის“ დამზადებაზე ყოველდღიურად 99 ტონა არაქისი იხარჯება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მარსის მიერ წარმოებულ შოკოლადს „მარათონი“ (Marathon) ერქვა და ასე გრძელდებოდა 1990 წლამდე, სანამ მარსმა არ გადაწყვიტა, რომ შოკოლადს მთელ მსოფლიოში ერთი სახელი ჰქონოდა.

მაღალი კალორიულობის წყალობით, (100 გრამი- 507კკლ) „სნიკერსი“ საომარი მოქმედებებისა და ხანრძლივი ექსპედიციების დროს შეუცვლელი პროდუქტია. მაგალითად, რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს, „სნიკერსი“ ჩეჩენი მებრძოლების საყვარელი ნუგბარი გახლდათ. სპარსეთის ყურეში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს კი მას ყველა ამერიკელი ჯარისკაცის ჩანთაში იპოვიდით.

„სნიკერსის“ პოპულარობა ისე გაიზარდა, რომ ექიმებმა განგაში ატეხეს, ვინაიდან ტკბილეულის ყოველდღიურად და დიდი რაოდენობით მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

„სნიკერსის“ მწარმოებლებმა წარმოების შემცირებაზე სასტიკი უარი განაცხადეს, თუმცა მედიკოსთა გაფრთხილებას იმავე ფასის პირობებში, „სნიკერსის“ წონის 7%-ით შემცირებით უპასუხეს. მათი განმარტებით, ეს მოგების გაზრდის მიზნით კი არა, ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო გააკეთეს, თუმცა შედეგად შემცირდა თუ არა „სნიკერსის“ მოხმარება, ეს, ჯერჯერობით, არავის დაუთვლია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ცოლ-ქმარი 12-ჯერ დაქორწინდა და განქ...

ქორწინება თაღლითური
მიზნისთვის

დიდი უიღბლობის ამბავი - მამაკაცი 20...

დიდი უიღბლობის ამბავი

რატომ ღებავენ თვითმფრინავებს თეთრად...

რატომ ღებავენ
თვითმფრინავებს თეთრად?

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი