სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „ქოლგეითი“ გადაარჩინა
17:23 ხუთ. 24 ოქტომბერი
„ქოლგეითი“ $63.15-მილიარდიანი ამერიკული კორპორაციაა, რომელიც 1806 წელს უილიამ კოლგეითმა დააარსა და ყველაზე ცნობილ კბილის პასტას აწარმოებს.
1950-იანი წლებში, როდესაც ბაზარზე უამრავი კონკურენტი კომპანია გაჩნდა და გაყიდვებმა კატასტროფულად შემცირდა, Colgate-მა დაიწყო გზების ძიება, რათა გაყიდვები და შესაბამისად, შემოსავალი გაეზარდა.
კომპანიამ წარმატებული ბიზნესიდეის გამოსავლენად კონკურსი გამოაცხადა.
რამდენიმე დღეში გამოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მენეჯმენტს განუცხადა, რომ აქვს ბიზნესიდეა, რომლის განხორციელება კომპანიას თითქმის არაფერი დაუჯდება, მაგრამ მოგების 40%-ით გაზარდა შეუძლია.
უცნობმა თავის იდეაში 100 000 დოლარი მოითხოვა. ეს დღესაც დიდი ფულია, მაშინ კი უბრალოდ ასტრონომიული თანხა იყო, მაგრამ მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დარწმუნებული არ იყო, რომ უცნობი ადამიანის იდეა გაამართლებდა - იქნებ თაღლითია ან ბიზნესში ვერ ერკვევა?
საბოლოოდ, გადაწყვიტეს, რომ ბიჭისთვის მადლობა ეთქვათ და მოფიქრებისთვის დრო ეთხოვათ. ამის შემდეგ მენეჯმენტმა გააგრძელა იმაზე თავის მტვრევა, თავად როგორ ეპოვა ხერხი, რომელიც გაყიდვებს 40%-ით გაზრდიდა.
***
კვირები გადიოდა, მაგრამ „ქოლგეითის“ გუნდმა გამოსავალი ვერ იპოვა, ამიტომ უცნობთან დარეკვის და გარიგების დადების გარდა, არაფერი დარჩენოდათ.
სამართლებრივი პროცედურების დასრულებისა და თანხის მიღების შემდეგ ბიჭმა ჯიბიდან ყავისფერი კონვერტი ამოიღო, სადაც პატარა ფურცელი იდო, მასზე კი მხოლოდ ეს სიტყვები ეწერა: Make the hole bigger (ხვრელი გაადიდეთ).
ხვრელის დიამეტრი 5 მილიმეტრი იყო და თუ მას 6 მმ-მდე გაზრდიდნენ, მომხმარებელთა უმეტესობას უფრო სწრაფად დაუმთავრდებოდა კბილის პასტა და შესაბამისად უფრო ხშირად დასჭირდებოდა მისი შეძენა.
ესეც გაყიდვების ზრდა!
გაყიდვების სტრატეგია ყოველთვის საიდუმლოა და ეს ამბავი კომპანიის მიერ ოფიციალურად არასოდეს გამოქვეყნებულა, თუმცა ამ ამბავს კომპანიის წარმატებული გაყიდვები ადასტურებს.
ასე რომ, ფრაზა - “ყველაფერი გენიალური მარტივია” ზუსტად ასახავს Colgate -ის წარმატების ფორმულას.
ესეც დაგაინტერესებთ:
როდის ჯობია კბილების გახეხვა - საუზმემდე თუ საუზმის შემდეგ?
ის, რაც კბილების შესახებ არ გეცოდინებათ
რატომ არ ამოსდით სიბრძნის კბილები მექსიკელებს?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან