ის, რაც კბილების შესახებ არ გეცოდინებათ
12:00 კვი. 27 ივნისი, 2021 წელი
იცოდით რომ დღეს, 26 ივნისს მსოფლიოში კბილის ჯაგრისის დაბადების დღე აღინიშნება? კბილები გვეხმარება, რომ ცხოვრება გემრიელად გავატაროთ, მაგრამ კიდევ რა ვიცით მათ შესახებ იმის გარდა, რომ რეგულარულად უნდა ვიხეხოთ?
სტომატოლოგიური ასორტი
🔸თუ ცაცია არ ხართ, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ყბის მარჯვენა მხარე დომინანტურია და უმეტესად, სწორედ ამ მხარეს ღეჭავთ.
🔸სარკეში კბილის მხოლოდ 1/3 ვხედავთ, კბილების 2/3 ღრძილების ქვეშ მდებარეობს.
🔸ყველა ადამიანის კბილი ისეთივე უნიკალურია, როგორც თითის ანაბეჭდი.
🔸ზოგი ფიქრობს, რომ ძვალი სხეულის ყველაზე მყარი ნაწილია. სინამდვილეში, კბილების მინანქარი უფრო მყარია.
🔸კბილის ნადები საშუალოდ, 300 სახეობის ბაქტერიას შეიცავს.
🔸ადამიანის სხეული ცხოვრების განმავლობაში 25000 ლიტრზე მეტ ნერწყვს აწარმოებს, რაც ორი აუზის გასავსებად საკმარისია. ნერწყვი საჭმლის მონელებაში გვეხმარება და იცავს პირის ღრუს ბაქტერიებისგან.
🔸ბევრი სტომატოლოგიური პრობლემა გულის დაავადებებს, ოსტეოპოროზს (ძვლის მასის დაქვეითება) და დიაბეტს უკავშირდება.
ვიხეხავდით, ვიხეხავთ და გავიხეხავთ
➡️კბილის ჯაგრისი კბილის ზედაპირის დაახლოებით 60%-ს ასუფთავებს. დანარჩენისთვის არსებობს სტომატოლოგიური ძაფი და ირიგატორი (მოწყობილობა ნადებისა და საკვების ნარჩენების მოსაშორებლად)
➡️კბილის პასტის გამოგონებამდე რომაელები კბილებს კვერცხის ნაჭუჭის, ძვლების, ჩლიქისა და ნაცრის ნარევით იხეხავდნენ.
➡️ყველი ქმნის დამცავ ფენას, რომელიც ანეიტრალებს კბილის ნადებში შემავალ მჟავას. იქნებ კბილების ყველით გახეხვა გვეცადა?
➡️ადამიანი სიცოცხლის მანძილზე კბილების წმენდას საშუალოდ, 38 დღე უნდება.
რა გაავკეთოთ, როდესაც კბილები გვტკივა?
❗ შუა საუკუნეებში კბილის ტკივილის გასაყუჩებლად ადამიანები ვირებს კოცნიდნენ. ისტორიამ მრავალი წერილობითი ცნობა შემოგვინახა ასეთი „პროცედურის“ შესახებ.
❗ 400 წლის წინ კბილის ტკივილის მკურნალობის ერთ-ერთი პოპულარული, მაგრამ ნაკლებად ეფექტური მეთოდი კარდანუსის მეთოდი გახლდათ. გერმანელი მეცნიერი პაციენტებს სთავაზობდა, რომ ღამე, ეზოში პირდაღებული დამჯდარიყვნენ და კბილები მთვარისთვის დაენახებინათ.
❗ მანამდე ყველაზე ეფექტურ და უმტკივნეულო მეთოდად ითვლებოდა მტკივნეული კბილის მხარეს ყურში ზეთში არეული ჩიტის სკლინტის ჩადება. სწორედ ამ მეთოდით მკურნალობდა პაციენტებს ჩვენს წელთაღრიცხვის I საუკუნეში მეცნიერი პლინიუსი.
სტომატოლოგები
👨⚕️ კაცობრიობის ისტორიაში პირველი სტომატოლოგი ეგვიპტეში, 5000 წლის წინ ცხოვრობდა და ჰესი-რე ერქვა.
👨⚕️ ძველი ბერძენი მკურნალები პაციენტებს კბილების გასახეხად პემზის, ტალკის, ალაბასტის, მარჯნის ფხვნილის ან რკინის ჟანგის გამოყენებას ურჩევდნენ.
👨⚕️ ძველი რომაელები იმ დროისთვის შთამბეჭდავ სტომატოლოგიურ ტექნოლოგიას იყენებდნენ - კბილებს ოქროს დამცავ ფირფიტებს აკრავდნენ.
👨⚕️ პროფესიონალი სტომატოლოგების სიმცირის გამო, დაახლოებით XIX საუკუნემდე ევროპაში, კბილებს სხვა პროფესიის წარმომადგენლები - აბანოს მომსახურეები, იუველირები და პარიკმახერები მკურნალობდნენ.
და კიდევ 5 უცნაური ფაქტი კბილების შესახებ
😦 თუ აშშ-ის ლუიზიანას შტატში, ვინმეს საკუთარი კბილებით დაკბენთ, ეს უბრალო შეტევად ჩაითვლება, მაგრამ იმავეს პროთეზით გააკეტებთ, ეს იქნება - თავდასხმა დამამძიმებელ გარემოებებში.
😦 ისტორიკოსები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ჯორჯ ვაშინგტონს ხის კბილები ჰქონდა. მართალია, პრეზიდენტს ნამდვილად ხელოვნური კბილები ჰქონდა, მაგრამ ის ოქროსგან, სპილოს ძვლისა და ტყვიისგან იყო დამზადებული.
😦 ყველაზე ძვირად ღირებული კბილი ისააკ ნიუტონს ეკუთვნოდა. 1816 წელს მისი ერთი კბილი ლონდონში 35,700 აშშ დოლარად გაიყიდა. მყიდველმა კბილი ბეჭედში, ძვირფასი ქვის ნაცვლად ჩასვა.
😦 ჟირაფებს ჩვენსავით 32 კბილი აქვთ, თუმცა ჩვენგან განსხვავებით, მათი კბილები მხოლოდ ქვედა ყბაზეა განთავსებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან