ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი ნალექი მოდის, ვიდრე სოფლებში
16:21 შაბ. 19 ოქტომბერი
ცენტრალური ევროპის დიდი ნაწილი - ავსტრია, ჩეხეთი, პოლონეთი და რუმინეთი - ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს ებრძვის. ოთხივე ქვეყანაში ექსტრემალურ ამინდს 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 000-მდე ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის საშიშროებაა უნგრეთში, სლოვაკეთსა და გერმანიაშიც. ამგვარად ტეხასის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა.
კვლევამ, რომელიც მსოფლიოს ათასზე მეტ ქალაქს მოიცავს, ურბანიზაციით გამოწვეული ნალექების ანომალიები აღმოაჩინა.
კვლევის თანახმად, ქალაქებში და ქალაქების მიმდებარე ტერიტორიებზე 60%-ზე მეტი ნალექი მოდის, ვიდრე სოფლად.
ნალექების ანომალიები კონტინენტისა და კლიმატის მიხედვით მერყეობს. ისინი განსაკუთრებით შესამჩნევი აფრიკის ქალაქებშია, სადაც ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ცივ და მშრალ რეგიონებთან შედარებით, მეტი ანომალია ფიქსირდება თბილი და ნოტიო კლიმატის მქონე ქალაქებში.
ეს კვლევა მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს იმის გაგებაში, თუ როგორ მოქმედებს ურბანული გარემო ნალექის რაოდენობაზე.
კვლევაში ნათქვამია, რომ კლიმატოლოგიაში უნდა მოხდეს ურბანიზაციის ფაქტორების გათვალისწინება, რადგან ამან შეიძლება გააუმჯობესოს ექსტრემალური ნალექის პროგნოზირება.
ესეც დაგაინტერესებთ:
„წვიმის გამყიდველი“ - ვინ იყო კაცი, ვისაც წვიმის გამოწვევა შეეძლო?
დედამიწაზე არსებობს ქვეყანა, სადაც წვიმის დროს სამსახურის გაცდენა შეიძლება
მაუსინრამი - ადგილი, სადაც ყოველდღე წვიმს
წყარო: www.maplecroft.com
სიახლეები ამავე კატეგორიიდან