რატომ არ შეიძლება ლიმონის ცხელ ჩაიში დამატება?
18:41 შაბ. 11 ოქტომბერი

ლიმონიანი ჩაი პოპულარული სასმელია, განსაკუთრებით გრიპების სეზონზე - 100 გრამ ახალ ლიმონში, დაახლოებით, 50 მგ C ვიტამინია, რაც ადამიანის ყოველდღიური მოთხოვნილების თითქმის ნახევარია.
C ვიტამინის გარდა, ლიმონი შეიცავს E ვიტამინს, მაგნიუმს, კალიუმს და კალციუმს. აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ასუფთავებს თირკმელებს, სახსრებს იცავს და ხელს უწყობს წონის კონტროლს. ამის გათვალისწინებით, ჩაიში ლიმონის დამატება სასარგებლოდ მიიჩნევა.
თუმცა, ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება ლიმონში არსებული ძვირფასი ნივთიერებები გაანადგუროს — მაგალითად, ასკორბინის მჟავა. პოპულარულმა ბლოგერმა და ექიმმა ერიკ ბერგმა თავის იუთუბის არხზე, „Dr. Eric Berg DC“გამოქვეყნებულ ვიდეოში განმარტა, თუ როგორ უნდა დალიოთ ლიმონიანი ჩაი სწორად.
„ცხელ სასმელებში ლიმონის დამატება მას ყველაზე ძვირფას რესურსს - C ვიტამინს ართმევს. ვიტამინი C ძალიან მგრძნობიარეა სითბოს მიმართ და უკვე 30°C ტემპერატურაზე დაშლას იწყებს, 60°C-ზე ვიტამინის შემადგენლობა მნიშვნელოვნად ზიანდება, ხოლო 190°C-ზე მისგან პრაქტიკულად, არაფერი რჩება“, - აღნიშნავს ის.
C ვიტამინის გარდა, მაღალი ტემპერატურა B ჯგუფის ისეთ ვიტამინებზეც უარყოფითად მოქმედებს, როგორიცაა B1 და B5.
ერიკ ბერგი გვირჩევს, რომ ლიმონის დამატებამდე ჩაი კარგად გავაგრილოთ, რათა ამ გემრიელმა ციტრუსმა ყველა სასარგებლო თვისება შეინარჩუნოს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია პასტერიზებული ლიმონის წვენი, რომელიც მაღაზიებში იყიდება.
პასტერიზაცია ბუნებრივ C ვიტამინს ანადგურებს და მხოლოდ სინთეზური ასკორბინის მჟავა რჩება, ამიტომ, თუ მაქსიმალური სარგებლის მიღება გსურთ, ახალი ლიმონი უნდა მიირთვათ“.
რატომ არის სასარგებლო ჩაიში ლიმონის დამატება?
ცხელ წყალში C ვიტამინის განადგურების მიუხედავად, ლიმონი მაინც სასარგებლოა. ლიმონმჟავა, რომელსაც ციტრუსი გაცხელების დროსაც ინარჩუნებს, ისეთი ძვირფასი ფიტონუტრიენტების დაცვას ეხმარება, როგორიც კატექინებია.
კატექინები ჩაიში არსებული ანტიოქსიდანტებია. ლიმონმჟავა ამ ფიტონუტრიენტების 80%-მდე ინარჩუნებს.
რა სარგებელი მოაქვს ჩაიში ლიმონის დამატებას?
თუ გსურთ, რომ ლიმონში C ვიტამინი შეინარჩუნოთ, რამდენიმე მარტივი წესის დაცვა მოგიწევთ:
— ლიმონის დამატებამდე ჩაი 60 გრადუსამდე გააგრილეთ - ლიმონიანი ჩაი თბილი უნდა იყოს და არა ცხელი.
— შეგიძლიათ ცხელ ჩაის ლიმონი ცალკე დააყოლოთ. რომელ ვარიანტს აირჩევთ მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია - ცოცხალი ციტრუსი C ვიტამინს დანაკარგის გარეშე უზრუნველყოფს.
დაბოლოს გულის უკმარისობის დროს ჭარბი რაოდენობით ლიმონიანი ჩაის დალევას უნდა მოერიდოთ.
***
კერძები, რომლებიც ჭამამდე არ უნდა გააცხელოთ
პროდუქტების 4 ჯგუფი, რომელზეც ვირუსის დროს უარი უნდა თქვათ
5 მცენარე, რომელიც ვირუსული ინფექციისგან დაგიცავთ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან