სილამაზე/ჯანმრთელობა

პროდუქტების 4 ჯგუფი, რომელზეც ვირუსის დროს უარი უნდა თქვათ

fun time

14:00 ოთხ. 8 სექტემბერი, 2021 წელი

ვირუსული ინფექცია და
კვება

14
დაკოპირებულია

კვება ადამიანის იმუნიტეტზე უდიდეს გავლენას ახდენს. დიეტოლოგები გვასწავლიან, რომელი საკვები უნდა გამოვრიცხოთ მენიუდან და რომელი უნდა დავამატოთ, რომ სხეული გაძლიერდეს და დაავადებას შეეწინააღმდეგოს.

გაზაფხული-შემოდგომის პერიოდი ტრადიციულად, ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების სეზონებად მიიჩნევა, ხოლო კორონავირუსი უკვე ნებისმიერ სეზონში აქტუალური პრობლემაა.

ამიტომ აუცილებელია, იმუნიტეტის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოთ. რა თქმა უნდა, ძილი, სტრესისა და მავნე ჩვევების არარსებობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი მაინც კვებაა.

რომელ პროდუქტებს უნდა ვერიდოთ ავადმყოფობის დროს?

თანამედროვე ადამიანი დიდი რაოდენობით შაქარს, ნახშირწყლებს, რძისა და რძემჟავა პროდუქტებს მიირთმევს, რაც კუჭ -ნაწლავის მუშაობას პრობლემებს უქმნის. არადა, 80%-ით სწორედ ნაწლავებია პასუხისმგებელი იმუნიტეტზე. შესაბამისად, იმუნიტეტის გასაზრდელად, მენიუდან ის პროდუქტები უნდა გამორიცხოთ, რომლებიც საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე ცუდად მოქმედებენ.

1. შაქარი და შაქრის შემცველი პროდუქტები: ტკბილეული, ნამცხვრები, ორცხობილა, ხილის წვენები, შაქრიანი სასმელები და სხვა. გახსოვდეთ შაქარი ვირუსებს, ბაქტერიებსა და სოკოებს კვებავს!

2. რაფინირებული ნახშირწყლები: მაგალითად, მაკარონი, საფუარიანი პური, ნამცხვრები, ნაყინი, კეტჩუპი, ჩიფსები და ა.შ.

3. საკვები, რომელიც კონსერვანტებს, კანცეროგენებს, გლუტენს, მავნე საღებავებს და დანამატებს შეიცავს: მაგალითად, საღებავები აზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს და ხელს უშლის დამცავი უჯრედების წარმოქმნას, ხოლო გლუტენი "წებოვნების" წყალობით, ლორწოვან გარსს არ აძლევს აღდგენის საშუალებას.

4. რძის და რძემჟავა პროდუქტები: ისინი შეიცავენ ლაქტოზას (რძის შაქარს). დაბალი იმუნიტეტით ან ლაქტაზას დეფიციტის დროს ასეთი საკვების გამოყენება ნაწლავის ლორწოვან გარსზე ცუდად მოქმედებს. ძროხის რძის პროდუქტები შეიცავენ ცილას - კაზეინ A1, რომელიც სხეულის იმუნურ სისტემას თრგუნავს.

სასარგებლო პროდუქტები და ვიტამინები იმუნიტეტის ასამაღლებლად

1. ვიტამინი C. ამ ვიტამინს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანე და მუქი მწვანე ბოსტნეული და ბულგარული წიწაკა. გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, ციტრუსებში (ფორთოხალი, მანდარინი და სხვ.) დიდი რაოდენობით C ვიტამინი ა არისა, მაგრამ ეს ხილი შეიცავს ბოჭკოს, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავის მიკროფლორას.

2. ვიტამინი D. ამ ვიტამინს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს თევზი - სკუმბრია, ორაგული, თინუსი, ქაშაყი.

3. ჩაი თაფლით ან კენკრით - დაიმახსოვრეთ, თუ ჩაის თაფლს უმატებთ, არ უნდა მოურიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ყველა სასარგებლო ნივთიერებას დაკარგავს. იმუნიტეტისთვის ასევე სასარგებლოა კენკრა - ქაცვი, ჟოლოს ფოთლები და სხვ.

4. მეფუტკრეობის პროდუქტები: ფუტკრის რძე, დინდგელი, ყვავილის მტვერი და ფუტკრის პური ბევრ სასარგებლო ამინომჟავას, ვიტამინს და მინერალს შეიცავს, რომლებიც შესანიშნავ გავლენას ახდენენ იმუნური სისტემის მდგომარეობაზე.

5. თუთია. ამ ნივთიერების დეფიციტი რომ თავიდან აიცილოთ, მენიუს ზღვის პროდუქტები (ძირითადად მიდიები) უნდა დაამატოთ.

6. ძვლის ბულიონი - ის მდიდარია ამინმჟავებით, რომლებსაც ანტივირუსული და ნაწლავის ლორწოვანი გარსის აღდმდგენი თვისებები გააჩნია.

იდეალური მენიუს შესადგენად, სასურველია, ანალიზები ჩაიტაროთ და ორგანიზმში ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების დონე შეამოწმოთ. სწორი კვებით შესაძლებელია ამა თუ იმ მიკროელემენტის დეფიციტის შევსება, ხოლო მავნე საკვებზე უარის თქმა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ.

🔰:

რა მიგვანიშნებს იმას, რომ ორგანიზმს ვიტამინები აკლია?

5 მცენარე, რომელიც ვირუსული ინფექციისგან დაგიცავთ

D ვიტამინის ნაკლებობა სიმსუქნეს იწვევს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

K ვიტამინის ნაკლებობა - მიზეზები და...

K ვიტამინის ნაკლებობა

სატაცურის სასარგებლო თვისებები

სატაცურის სასარგებლო
თვისებები

ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი

ახალი დიეტა - ორი ჭიქა
წყალი

5 ყველაზე სასარგებლო ეთერზეთი

5 ყველაზე სასარგებლო
ეთერზეთი

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ...

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში

თუ სიბერის გეშინიათ, მწარე საკვები...

მწარე საკვები
ჯანმრთელობისთვის

რით არის ფსტა სასარგებლო და რატომ ღ...

რით არის ფსტა სასარგებლო