ჩინური ჰოროსკოპის ყველაზე იღბლიანი ნიშნები - შეამოწმეთ, ხართ თუ არა მათ შორის
18:32 ორშ. 27 იანვარი
ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს ემყარება. თითოეული ნიშანი უნიკალური თვისებებითაა დაჯილდოებული, თუმცა განსაკუთრებულად იღბლიანი ყველაზე ხშირად ორი ნიშანია - ვირთხა და დრაკონი.
ვირთხის წელში დაბადებულები
ჩინური ზოდიაქოს პირველი ნიშანი ვირთხა განასახიერებს გამჭრიახობას, ინტელექტს და გონიერებას.
ვირთხის წლებში დაბადებულ ადამიანებს (1960, 1972, 1984, 1996, 2008) ძლიერი ინტუიცია აქვთ, რომელიც მათ ურთულეს სიტუაციებშიც კი ეხმარება. ვირთხის იღბლიანობას ფრთხილად დაგეგმვის და რისკების აცილების უნარი განსაზღვრავს.
ჩინურ კულტურაში ვირთხის ნიშანი სიმდიდრესთან ასოცირდება, რაც მას ფინანსური წარმატების სიმბოლოდ აქცევს.
დრაკონის წელში დაბადებულები
დრაკონი ზოდიაქოს ერთადერთი მითიური ნიშანია, რომელიც ძალას, ქარიზმას და ძლიერ ენერგიას განასახიერებს.
დრაკონის წლებში დაბადებული ადამიანები (1964, 1976, 1988, 2000 და 2012) ოპტიმიზმით, ამბიციურობით და ადამიანების მიზიდვის უნარით გამოირჩევიან. ამ ნიშანს დამცავი ენერგია აქვს, რომელიც წარმატების მიღწევაში ეხმარება.
***
რთულ სიტუაციებში ვირთხა თავისი გამჭრიახობისა და წინდახედულობის წყალობით იმარჯვებს, ხოლო დრაკონი - თავდაჯერებისა და ამბიციების წყალობით.
ჩინურ ასტროლოგიაში ითვლება, რომ ორივე ნიშანს იღბალთან განსაკუთრებული კავშირი აქვს, რაც მათ საჭირო დროს და საჭირო ადგილზე ყოფნაში ეხმარება.
დაბოლოს, აღმოსავლური ჰოროსკოპი პირდაპირ კავშირშია მთვარის კალენდართან, ამიტომ ჩინური ახალი წელი არა 2025 წლის 1-ელ იანვარს, არამედ 29 იანვარს დადგება და 2026 წლის 16 თებერვლამდე გაგრძელდება. ჩინური ჰოროსკოპის თითოეულ ნიშანს ეს წელი განსხვავებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს მოუტანს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან