ურთიერთობა

ჩაკ ნორისი - ჰოლივუდის ვარსკვლავი, რომელმაც კარიერა ავადმყოფ მეუღლეზე ზრუნვას შესწირა

fun time

16:00 კვი. 30 იანვარი, 2022 წელი

ჩაკ ნორისი და ჯინა ო'კელი

14
დაკოპირებულია

„ბოევიკების“ სუპერგმირის იმიჯის მიღმა მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი იმალება, რომელიც თავისი ოჯახის კეთილდღეობისთვის უკან არაფერზე დაიხევს.

გასული საუკუნის 80-90-იან წლებში ჩაკ ნორისი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი და წარმოუდგენლად ნიჭიერი მსახიობი იყო, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერზე უარი თქვა და ჰოლივუდი დატოვა...

დღეს ახალგაზრდებს წარმოდგენა არ აქვთ, როგორ მოიპოვა ჩაკმა ჰოლივუდის საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ოსტატის სახელი.

ფოტოზე: კარლოს რეი „ჩაკ“ ნორისი - ამერიკელი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი და მსახიობი.

საბრძოლო ხელოვნების სკოლის ჩუნ კუკ დოს დამაარსებელი.

სინამდვილეში, ჩაკ ნორისი ლეგენდაა და ეს მხოლოდ სამსახიობო მიღწევებს არ ეხება. არსებობს მიზეზი, რომლის გამოც ის ეკრანებიდან გაქრა და ეს მიზეზი ძალიან განსხვავდება ათწლეულების მანძილზე შექმნილი, მისი მკაცრი და უხეში სუპერგმირის სახისგან.

ჩაკმა კარიერა ავადმყოფ მეუღლეზე ზრუნვას შესწირა

ჩაკ ნორისი ყოფილ მოდელზე, ჯინა ო'კელიზე 24 წლის წინ დაქორწინდა. წყვილი ერთმანეთს 1997 წელს სერიალის გადასაღებ მოედანზე შეხვდა. მალე სიმპათია სიყვარულში გადაიზარდა და ჩაკმა ჯინა დალასში მიიწვია, რომ ერთად მეტი დრო გაეტარებინათ.

ფოტოზე: ჩაკ ნორისი და ჯინა ო'კელი

ჯინა მეუღლეზე 23 წლით უმცროსია, მაგრამ ასაკობრივ სხვაობას ​​მათი სიყვარულისთვის ხელი არასოდეს შეუშლია. წყვილი 1998 წლის 28 ნოემბერს დაქორწინდა, 2001 წლის 20 აგვისტოს კი ტყუპი ქალ-ვაჟი შეეძინა.

პრობლემები 2013 წელს დაიწყო, როდესაც 50 წლის ჯინამ რევმატოიდული ართრიტის გამო მაგნიტურ რეზონანსული სკანირების გაკეთება გადაწყვიტა. ჯინა იხსენებს, რომ პროცედურის დაწყებამდე არცთუ უსაფრთხო კონტრასტული აგენტი შეუყვანეს, რამაც მის სხეულში, სავარაუდოდ, უარყოფითი სიმპტომების განვითარება გამოიწვია. ორი სკანირების შემდეგ ქალმა მთელ სხეულში ინტენსიური წვა იგრძნო.

ჯინა ხშირად იხსენებს, როგორ გააღვიძა ქმარი შუაღამისას და უთხრა, რომ მის თავს რაღაც საშინელება ხდება. ისინი მაშინვე საავადმყოფოში წავიდნენ, თუმცა ექიმებმა თქვეს, რომ ქალი სრულიად ჯანმრთელია და წვეთოვანის დაყენების ან ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნა საჭირო არაა. ექიმების ოპტიმიზმის მიუხედავად, წვის შეგრძნება ყოველდღიურად ძლიერდებოდა. ჩაკი ხან ერთ ექიმს მიმართავდა, ხან მეორეს და ცდილობდა ჯინას მდგომარეობის შემსუბუქების გზა ეპოვა.

„ხუთი თვის მანძილზე ექიმების გამუდმებული მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ჩაკს ჩემ გვერდით, დივანზე ეძინა და წუთითაც არ მტოვებდა. ვლოცულობდი, რომ არ მოვმკვდარიყავი და შვილებზე ზრუნვა შემძლებოდა,“ - იხსენებს ჯინა.

ქრონიკული წვის შეგრძნების გარდა, ჯინა კოორდინაციისა და მეხსიერების დაქვეითებას, დისტროფიას და ჰიპერმეტაბოლიზმს უჩიოდა, რის გამოც მთელი სხეული, ფაქტობრივად, უკანკალებდა. ეს მდგომარეობა გრძელდებოდამ სანამ ჩაკი ნევადაში ექიმს იპოვიდა, რომელმაც ჯინას ეფექტური და მიზანმიმართული მკურნალობა დაუნიშნა.

რატომ უჩივლა ჩაკ ნორისმა ფარმაცევტულ კომპანიებს?

ცოლ-ქმარი დარწმუნებული იყო, რომ ჯინას ჯანმრთელობის პრობლემები გადოლინიუმმა გამოიწვია - ნივთიერებამ, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მაგნიტურ რეზონანსული სკანირების დროს გამოიყენებენ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის დეპარტამენტი დღემდე ამტკიცებს, რომ გადოლინიუმი სრულიად უსაფრთხოა.

ცოლის გადარჩენისთვის ბრძოლამ ჩაკ ნორისს ჰოლივუდი და სამსახიობო კარიერა სრულიად დაავიწყა. თავის ესეში მსახიობი წერს, რომ გადოლინიუმის წარმოების გამო 11 მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას სასამართლოში უჩივლებს.

„სამსახიობო კარიერა ჯინას გამო მივატოვე. ჩემთვის აუტანელი იყო მისი ტანჯვის ყურება. ამჟამად ჩემი ცხოვრება მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ეს ყველანაირ კარიერაზე მნიშვნელოვანია“ - განაცხადა ჩაკ ნორისმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ჩაკ ნორისმა ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად მილიონები დახარჯა და ამას არ ნანობს. მსახიობის თქმით, ყველა ადამიანს არ შეუძლია ძვირად ღირებული მკურნალობის ჩატარება და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.

დღეს ჩაკ ნორისი 81 წლის მოსიყვარულე ქმარი, მამა და ბაბუაა. მას 5 შვილი (3 შვილი პირველი ქორწინებიდან) და 13 შვილიშვილი ჰყავს. ის ჯინასთან ერთად რანჩოზე ცხოვრობს, სადაც საკუთარი ბიზნესი აქვთ და შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს გარემოს დაცვისთვის და ღარიბი ადამიანების დასახმარებლად ხარჯავენ.

ფოტოზე: ჩაკი და ჯინა თავიანთ ტყუი ქალ-ვაჟთან - დაკოტა და დანილასთან ერთად

ფოტოზე: ჩაკი და ჯინა თავიანთ რანჩოზე, 2021 წელს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად