ურთიერთობა

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილიონიანი ქონება?

fun time

15:00 ხუთ. 22 აგვისტო

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

14
დაკოპირებულია

ალენ დელონს 24 აგვისტოს ქალაქ დუში-მონკორბონში, საკუთარ მამულში დაკრძალავენ. ცერემონიას 40 სტუმარი, მათ შორის მსახიობის სამი შვილი დაესწრება. ახლობლები ფრანგული კინოს ლეგენდას სასაფლაოზე მდებარე სამლოცველოში დაემშვიდობებიან, რომლის გარშემო მისი 35 ძაღლი განისვენებს. 

ალენ დელონის შვილებმა უარი თქვს მამის უკანასკნელი სურვილის შესრულებაზე, რომელიც 10 წლის ძაღლის, ლუბოს ევთანაზიას და მასთან ერთად დამარხვას ეხებოდა. "თუ მე მასზე ადრე მოვკვდები, ვეტერინარს ვთხოვ, რომ დააძინოს. ჯობია ასე მოხდეს, ვიდრე მარტო დარჩენილი, ჩემს საფლავზე ტანჯვით მოკვდეს". - თქვა დელონმა 2018 წელს, Paris Match-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ოჯახი ლუბოს ევთანაზიას არ აპირებს. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის სპიკერის თქმით, დელონის შვილმა, ანუშკა დელონმა დაადასტურა, რომ ლუბო ოჯახის წევრია და ძაღლს არ დააძინებენ.

***

რაც შეეხება მსახიობის ქონებას, ის 2024 წელს 200 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

2024 წლის იანვარში, ალენ დელონი, რომელმაც ალცჰაიმერის გამო ევთანაზიის გაკეთების სურვილი გამოთქვა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ არაქმედითუნარიანად იქნა აღიარებული და მას საკუთარი ქონების განკარგვის უფლება შეეზღუდა.

პლანეტის ულამაზესი მამაკაცის ქონებისთვის ბრძოლა მის ავადმყოფობამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. 2006 წელს, ალენ დელონის სახლში გამოჩნდა 60 წლის იაპონელი მედდა, რომელიც მარტოხელა მსახიობს შეუყვარდა და მასზე დაქორწინება გადაწყვიტა.

ალენის შვილებმა ქონების დაკარგვის საფრთხე იეჭვეს, ჰირომი როლინს ქურდობა დააბრალეს და სახლიდან სასამართლოს ძალით გააძევეს.

***

მალე ალენის ვაჟის, ენტონის შვილმა მამიდა ანუშკა დაადანაშაულა, რომ მსახიობის დემენციის ფაქტი დამალა. ის ამტკიცებდა, რომ ანუშკამ დაავადების შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს იცოდა, როდესაც დელონს ინსულტი დაემართა.

საპასუხოდ, ანუშკამ ძმები მკურნალობაში ხელის შეშლაში დაადანაშაულა. ის ცდილობდა დაერწმუნებინა მამა, რომ საცხოვრებლად შვეიცარიაში გადასულიყო, სადაც მემკვიდრეობასთან დაკავშირებული კანონმდებლობა უფრო ლოიალურია.

***

ხანგრძლივ დავას წერტილი თავად ალენ დელონმა დაუსვა. მან განაცხადა, რომ მემკვიდრეობის ნახევარი ქალიშვილს უნდა დარჩეს, მეორე ნახევარი კი ვაჟებმა ენტონიმ და ალენ-ფაბიენმა უნდა გაიყონ.

თუმცა მსახიობის ვაჟებს მამის გადაწყვეტილება არ მოეწონათ და დაპირისპირებამ სასამართლო დარბაზებსა და სატელევიზიო თოქ -შოუებში გადაინაცვლა.

სანამ მსახიობის შთამომავლები ერთანეთთან საქმეს არკვევდნენ, ალენ დელონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

89 წლის მსახიობი 18 აგვისტოს, დილას საკუთარ სახლში, ნათესავების გარემოცვაში გარდაიცვალა.

შთამომავლებს შორის დაწყებული დაპირისპირება კი სავარაუდოდ, ახალ ეტაპზე გადავა.

ესეც დაგაინტერესებთ:

„მინდა ერთგულ მეგობრებს შორის დავისვენო“- ალენ დელონი

რა ქონება დაუტოვა ჟან-პოლ ბელმონდომ მემკვიდრეებს?

ამას არავინ ელოდა! - პრინცი ფილიპეს ანდერძმა ბევრი გააოცა

ანდერძი, როგორც შურისძიების იარაღი - მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური ანდერძი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?