საკნატუნო ამბები

ანდერძი, როგორც შურისძიების იარაღი - მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური ანდერძი

fun time

12:00 კვი. 4 ივლისი, 2021 წელი

10 უცნაური ანდერძი

14
დაკოპირებულია

გამოუსწორებელმა მწეველმა სამუელ ბრატმა თავისი უკანასკნელი სურვილი შურისძიების იარაღად გამოიყენა - ცოლს, რომელიც სიგარის კვამლს ვერ იტანდა და ქმარს მთელი ცხოვრება მოწევას უკრძალავდა, ანდერძით 330 000 ფუნტი დაუტოვა. ფულის მისაღებად ქალს ერთადერთი პირობა უნდა დაეკმაყოფილებინა - ყოველდღე 5 სიგარა მოეწია.

1. ყველაზე რთულად გასაგები ანდერძი ცნობილი ფიზიკოსის ნოლს ბორის ლაბორანტმა შეადგინა. ანდერძში იმდენი სპეციალური ტერმინი იყო გამოყენებული, რომ მის გასაშიფრად ექსპერტი-ლინგვისტების გამოძახება გახდა საჭირო.

2. მილიონერმა ქალმა ლეონა ჰემსლიმ შვილიშვილებს ანდერძით - 5 მილიონი დოლარი, თავის ძაღლს კი ორჯერ მეტი დაუტოვა. იმავე ანდერძის თანახმად, სიკვდილის შემდეგ, მილიონერის მემკვიდრეებს ძაღლი თითქმის ორ მილიონად ღირებულ მავზოლეუმში, პატრონის გვერდით უნდა დაემარხათ.

3. ყველაზე გასაიდუმლოებული ანდერძი მილიარდერ მიშელ როტშილდს ეკუთვნის: „კატეგორიულად გიკრძალავთ ჩემი ქონების აღწერას, მონაცემების გასაჯაროებას და მასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის სასამართლო დავებს“. შესაბამისად, მილიარდერის მემკვიდრეობის ოდენობა ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება.

4. ყველაზე გრძელი ანდერძი ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა დამაარსებელმა თომას ჯეფერსონმა დატოვა. ანდერძის პირობის თანახმად, ჯეფერსონის მემკვიდრეები ქონებას მხოლოდ მონების განთავისუფლების შემთხვევაში მიიღებდნენ.

5. ანდერძის თანახმად, ჰენრი ფორდის 500 მილიონი დოლარი 4157 მეცნიერსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაუნაწილდათ.

6. გამოუსწორებელმა მწეველმა სამუელ ბრატმა თავისი უკანასკნელი სურვილი შურისძიების იარაღად გამოიყენა - ცოლს, რომელიც სიგარის კვამლს ვერ იტანდა და ქმარს მთელი ცხოვრება მოწევას უკრძალავდა, ანდერძით 330 000 ფუნტი დაუტოვა. ფულის მისაღებად ქალს ერთადერთი პირობა უნდა დაეკმაყოფილებინა - ყოველდღე 5 სიგარა მოეწია.

7. ამერიკელმა სცენარისტმა და პროდიუსერმა, „ვარსკვლავური გზის“ შემქმნელმა ჯინ როდენბერმა ანდერძში ჩაწერა, რომ მისი სხეულის კრემაცია და ფერფლის ღია კოსმოსში გაგზავნა სურდა. 1997 წელს ესპანურმა თანამგზავრმა განსვენებულის ფერფლი ორბიტაზე გაიტანა და ატმოსფეროს ზედა ფენაში გაფანტა.

8. პუერტორიკოელი ანჯელა პანტოიას უკანასკნელი სურვილი სიკვდილის შემდეგ თავის სახლში დარჩენა და ფეხზე მყარად დგომა იყო, რაც ნათესავებმა აუსრულეს კიდეც. ვერტიკალურ მდგომარეობაში მყოფი დაბალზამებული ანჟელა დღემდე დედის სახლში იმყოფება.

9. 1930 წელს გარდაცვლილი ქალთმოძულე ადვოკატის უკანასკნელი სურვილი იყო ბიბლიოთეკის აგება, რომელშიც მამაკაცი ავტორების მიერ მხოლოდ მამაკაცებზე დაწერილი წიგნები იქნებოდა მოთავსებული. ამისთვის ადვოკატმა 35 000 დოლარი დატოვა. ადვოკატის ქალიშვილს კი, ანდერძის თანახმად, 5 დოლარი შეხვდა.

10. 1841 წელს პოეტი ჰაინრიხ ჰაინე ფეხსაცმლის მაღაზიის გაუნათლებელ და ბრიყვ გამყიდველზე ევგენია მირატზე დაქორწინდა. თავის ანდერძში ჰაინემ ქონება ცოლს ერთი პირობით დაუტოვა - პოეტის გარდაცვალების შემდეგ ის აუცილებლად უნდა გათხოვილიყო - ჰაინეს თქმით, სულ მცირე, ერთი ადამიანი აუცილებლად ინანებდა მისი გარდაცვალების გამო.

🔰🔰🔰

დიდი მეცნიერები ღმერთის შესახებ


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

თანამედროვეობის 6 ყველაზე ძვირად ღი...

ჟან-მიშელ ბასკია

სიტყვები, რომლებმაც 50-იან წლებში „...

კბილის პასტა ქოლგეითი

ახალი კვლევა: ძვირფასი მანქანების მ...

ძვირფასი ფული და მანქანის
მართვის სტილიმძღოლები

ახალი კვლევა: ქალაქებში 60%-ით მეტი...

ახალი კვლევა - წვიმა
მეგაპოლისებში

იაპონია ხანდაზმულთა რაოდენობით რეკო...

იაპონია ხანდაზმულთა
რაოდენობით რეკორდსმენი
გახდა

„დედამიწის შვილი“ - რატომ დგას ბავშ...

დედამიწის შვილი

შენობა, რომელიც დამოუკიდებლად თბება...

პასიური სახლები - მომავლის
პროექტი

მსოფლიოს ყველაზე უცნაური ციხე, სადა...

სან პედროს ციხე ბოლივიაში

ვიწრო სახლი, სადაც იმაზე მეტი სივრც...

ყველაზე ვიწრო სახლი
მსოფლიოში