რას წერდნენ დიდი მეცნიერები ღმერთის შესახებ
18:53 ორშ. 8 მარტი, 2021 წელი
მათ სახელზე უამრავი უდიდესი აღმოჩენა და გამოგონებაა... და ისინი აღიარებდნენ, რომ სამყაროში არსებობს წესრიგი, რომელსაც თავისი ავტორი ჰყავს...
გალილეო გალილეი (1564-1642) - უდიდესი იტალიელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, მექანიკოსი და ასტრონომი:
„ბუნება უდავოდ ღმერთის შექმნილი წიგნია, რომელზეც უარი არ უნდა ვთქვათ და ვალდებული ვართ, ვიკითხოთ“;
„წმინდა წერილების მიზანია, რომ გვასწავლოს, როგორ მოვხვდეთ ზეცაში და არა ის, როგორია ზეცა“;
„ბუნების მოვლენებში ღმერთი ნაკლები დიდებულებით არ წარმოჩინდება, ვიდრე წმინდა წერილებში“.
ისააკ ნიუტონი (1643-1727) - უდიდესი ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი:
„კოსმოსის საოცრად ჰარმონიული წყობა შეიძლება მხოლოდ იმით აიხსნას, რომ უზენაესის გეგმის მიხედვით შეიქმნა. აი, ჩემი პირველი და უკანასკნელი სიტყვა“.
მიხეილ ლომონოსოვი (1711-1765) - რუსი მეცნიერი, ქიმიკოსი, ფიზიკოსი, ასტრონომი, ენციკლოპედისტი:
„შემოქმედმა კაცობრიობას ორი წიგნი მისცა: ერთში მისი დიდებულებაა წარმოჩენილი, მეორეში - მისი ნება. პირველი წიგნი ღვთის მიერ შექმნილი ხილული სამყაროა, რათა მისი დიდებულების მხილველმა ღმერთის ყოვლისშემძლეობა იწამოს. მეორე წიგნი კი წმინდა წერილებია, რომლებშიც ასახულია შემოქმედის ნება ჩვენი გადარჩენისა“.
„რწმენა და ჭეშმარიტება - ერთი ზეციური მშობლის ორი შვილი, ორი ღვიძლი და ერთმანეთს არ უპირისპირდება, მაგრამ ზოგიერთები საკუთარი ამპარტავნებისა და სიბრძნის წარმოჩენის სურვილის გამო, მათ შორის მტრობას თესავს“.
ანდრე მარი ამპერი (1775-1836) - გენიალური ფრანგი ფიზიკოსი და მათემატიკოსი:
„ღმერთის არსებობის ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი იმ საშუალებების ჰარმონიაა, რომლებიც წესრიგს ინარჩუნებენ. ამ წესრიგის წყალობით, ცოცხალი არსებები საკუთარ ორგანიზმში არსებობისა და ფიზიკური და სულიერი შესაძლებლობების გამრავლებისთვის აუცილებელს მოიპოვებენ“.
თომას ედისონი (1847-1931) - უდიდესი ამერიკელი გამომგონებელი, 1000-მდე გამოგონების ავტორი:
„ჩემი უდიდესი პატივისცემა და აღფთოვანება ყველა ინჟინერს, განსაკუთრებით მათ შორის ყველაზე დიადს - ღმერთს!“
ჯეიმს პრესკოტ ჯოული (1818-1889) - გენიალური ინგლისელი ფიზიკოსი:
„როცა ღმერთის ნებას შევიცნობთ და დავემორჩილებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მისია უნდა შევასრულოთ: ჩავწვდეთ მის სიბრძნეს, ძლიერებასა და მოწყალებას, რაც მის საქმეებში გამოიხატება. ბუნების კანონების შეცნობა ღმერთის შეცნობაა“.
მაქს პლანკი (1858-1947) - გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი, კვანტური თეორიის შემქმნელი:
„როგორ შორსაც არ უნდა გავიხედოთ, რელიგიასა და მეცნიერებას შორის წინააღმდეგობას ვერ დავინახავთ, პირიქით, ისინი მთავარში ერთმანეთს ერწყმიან. რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს არ გამორიცხავენ, როგორც ჩვენს დროში ზოგიერთი ფიქრობს. ეს ორი სფერო ერთმანეთს ავსებს და ერთმანეთზე დამოკიდებულია“.
„რელიგია და ბუნებისმეტყველება ღმერთის რწმენას საჭიროებს. ამასთანავე, რელიგიაში ღმერთი ყოველგვარი განხილვის სათავეშია, ბუნებისმეტყველებაში კი - ბოლოს. ერთისთვის ის საძირკველია, მეორისთვის კი - მსოფლმხედველობრივი პრინციპების მწვერვალი“.
ალბერტ აინშტაინი (1879-1955) - ფიზიკის არსებობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა:
„მე-20 საუკუნის კატასტროფების შემხედვარე ბევრი წუწუნებს, როგორ შეძლო ღმერთმა ამის დაშვება. დიახ, მან დაუშვა. მან დაუშვა ჩვენი თავისუფლება, მაგრამ უმეცრების წყვდიადში არ დაგვტოვა და კეთილისა და ბოროტის შეცნობა დაგვავალა, ამიტომ ადამიანს თავად უწევს მცდარი გზის არჩევისთვის პასუხისგება“.
„ყოველი სერიოზული ბუნებისმეტყველი რელიგიური უნდა იყოს. სხვანაირად შეუძლებელია, წარმოიდგინოს ის დაუჯერებლად ფაქიზი ურთიერთკავშირები, რომელიც მას არ შეუქმნია და უბრალოდ, აკვირდება. ჩემზე, როგორც ათეისტზე, შექმნილი წარმოდგენა ილუზიაა. თუ ეს წარმოდგენა ჩემი სამეცნიერო ნაშრომებიდან ჩამოყალიბდა, შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არასწორად იქნა გაგებული“.
ნილს ბორი (1885-1962) - უდიდესი დანიელი ფიზიკოსი. ატომის კვანტური თეორიის შემქმნელი:
„ჩვენი საქმე არ არის, ღმერთს ვუკარნახოთ, თუ როგორ მართოს დედამიწა!“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან