ურთიერთობა

რა ქონება დაუტოვა ჟან-პოლ ბელმონდომ მემკვიდრეებს?

fun time

16:00 პარ. 10 სექტემბერი, 2021 წელი

რა ქონება დაუტოვა ჟან-პოლ
ბელმონდომ მემკვიდრეებს?

14
დაკოპირებულია

ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჟან პოლ ბელმონდოს გარდაცვალება კინოს სამყაროსთვის უდიდესი ტრაგედიაა.  შემოქმედებითის გარდა, დიდმა მსახიობმა დიდი მატერიალური მემკვიდრეობაც დატოვა, რომელიც მისმა სამმა შვილმა და ექვსმა შვილიშვილმა უნდა გაინაწილონ.

ჟან-პოლ ბელმონდო 6 სექტემბერს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბელმონდოს გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი არ სახელდება, თუმცა მსახიობის ადვოკატის, მიშელ გოდეს განცხადებით, მსახიობი მშვიდად აღესრულა.

როგორც ცნობილი ადამიანების გარდაცვალების შემდეგ ხშირად ხდება, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა ქონება დაუტოვა ლეგენდარულმა ფრანგმა მსახიობმა შთამომავლობას.

როგორც გაირკვა, ბელმონდოს ნათესავები დიდი ქონების მფლობელები გახდებიან. ჟან-პოლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეებს არა მხოლოდ მსახიობის მდიდრული სახლი, არამედ სარესტორნო ბიზნესი და კინოსტუდია Cerito დარჩებათ, რომელიც ბელმონდომ 1971 წელს დააარსა და ბებიას სახელი დაარქვა.

ჟან-პოლ ბელმონდო მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა შორის ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობდა. მას ქალების მოხიბვლა მხოლოდ ეკრანიდან კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც შესანიშნავად გამოსდიოდა. მსახიობი სამჯერ იყო დაქორწინებული.

მას პირველ ქორწინებაში ორი ქალიშვილი და ვაჟი შეეძინა.

უფროსი ქალიშვილი, 1953 წელს დაბადებული პატრიცია ბელმონდო 40 წლის ასაკში თავის პარიზულ სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. ეს მძიმე დარტყმა იყო მსახიობისთვის და სწორედ ამ ტრეგედიის შემდეგ დაეწყო მას პრობლემები გულზე.

ფოტოზე: პატრიცია ბელმონდო

ფლორენს ბელმონდო 1960 წელს დაიბადა. ის ამერიკაში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად, სამი შვილი და არ ეკონტაქტება პრესას.

ფოტოზე: ფლორენს ბელმონდო მამასთან ერთად

პოლ ბელმონდო 1963 წელს დაიბადა. იგი ფორმულა 1-ის პილოტი იყო და ასევე, რამდენიმე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. პოლი დაქორწინებულია და სამ ვაჟს ზრდის.

ფოტოზე: მამა-შვილი ჟან პოლ და პოლ ბელმონდოები

უმცროსი საყვარელი ქალიშვილი სტელა კი 70 წლის ასაკში შეეძინა, როდესაც ნატალი ტარდიველზე დაქორწინდა. ამჟამად სტელა 18 წლისაა. მას ბალერინის დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ფოტოზე: სტელა ბელმონდო მამასთან ერთად

სიცოცხლის ბოლო წლებში ლეგენდარული მსახიობი მარტო ცხოვრობდა.

🔰:

რატომ დაუთმო ბელმონდომ საყვარელი ცოლი სხვა კაცს?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვის დარჩება ალენ დელონის მრავალმილი...

ალენ დელონი შვილებთან
ერთად

როგორ წარიმართა ისტორიაში ყველაზე ჭ...

უილიამ სიდისი

რატომ არ უყვარდა ელისაბედ მეორეს ეს...

დედოფალი ელისაბედ მეორე

ნობელიანტი ნეირობიოლოგი რიტა ლევი-მ...

ნობელიანტი ნეირომეცნიერი
რიტა ლევი-მონტალჩინი

რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის...

წუწუნა ადამიანი

უცხო თავისიანებში - იგავი თეთრი ყვა...

იგავი თეთრი ყვავის
შესახებ

თეთრკანიან წყვილს ფერადკანიანი შვილ...

თეთრკანიან წყვილს
ფერადკანიანი შვილი
შეეძინა

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად