რატომ არ შეიძლება ადამიანის წუწუნის მოსმენა?
19:37 კვი. 14 ივლისი
ამბობენ, რომ წუწუნა ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე მათი გარშემომყოფები, რადგან წუწუნის დროს ადამიანში სტრესული ჰორმონის, კორტიზოლის რაოდენობა იკლებს, მსმენელში კი - მკვეთრად იზრდება..
მაინც, რა საფრთხე ემუქრება წუწუნა ადამიანის მსმენელს:
1. სასიცოცხლო ენერგიის დაკარგვა.
შეგიმჩნევიათ, რომ წუწუნა ადამიანთან საუბრის შემდეგ თავს დაღლილად გრძნობთ? საქმე ისაა, რომ ადამიანი, რომელიც მუდმივად რაღაცას უჩივის და წუწუნებს, თქვენ სასიცოცხლო ენერგიას გართმევთ.
2. მანიპულაციის ქვეშ მოხვედრა.
ზოგჯერ ადამიანი ეგოისტური მიზნების გამო წუწუნებს. მას იმედი აქვს, რომ ერთგვარ დანაშაულს და უხერხულობას იგრძნობთ და ისეთ დახმარებას შესთავაზებთ, რომელიც თქვენს ინტერესებში არ შედის.
3. ემოციური მდგომარეობის გაუარესება.
ჩვენს ფსიქიკას უარყოფითი ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნება უჭირს. ასეთი ინფორმაცია იწვევს დანაშაულის გრძნობას, უარყოფით აზრებს, ენერგიის ნაკლებობას, ემოციურ დისბალანსს და ტვინის პრობლემებსაც კი.
4. იცვლება შეხედულება ცხოვრებაზე.
თუნდაც გამოუსწორებელი ოპტიმისტი იყოთ, სხვა ადამიანების პრობლემების გამუდმებული მოსმენა ამ მდგომარეობას შეცვლის. ნელ-ნელა თქვენც ისწავლით სამყაროს მუქი სათვალიდან ხედვას და ისეთივე წუწუნა ადამიანად იქცევით, როგორსაც უსმენთ.
როგორ მოვიქცეთ?
ცოტა ხნით ზრდილობა დაივიწყეთ და წუწუნა ადამიანის უგულებელყოფა ისწავლეთ. ეს დაზოგავს თქვენს დროს, ძალას, ენერგიას, ნერვებს და ტვინს.
შეეცადეთ, წუწუნა ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ - სტუმრად ნუ დაპატიჟებთ, სტუმრად ნუ ეწვევით, თუ შემთხვევით შეხვდებით, საქმე მოიმიზეზეთ და სწრაფად მოცილდით.
მიახვედრეთ, რომ ეს თქვენი პრობლემები არ არის და საკუთარი პრობლემები თავად უნდა მოაგვაროს.
სისუსტე არ გამოიჩინოთ - ისწავლეთ „არას“ თქმა. პირდაპირ თქვით, რომ სხვისი პრობლემების მოსმენა არ გაინტერესებთ.
***
არ გინდათ, რომ უხეში ადამიანი გამოჩნდეთ? მაშინ მოგიწევთ, მიიღოთ ნეგატივის უზარმაზარი ნაკადი, რომელსაც თავზე დაგაფრქვევენ. მალე თქვენი სული ნაგვის ურნას დაემსგავსება, რომელიც სავსეა სხვა ადამიანების უბედურებით. ეს ნამდვილად გინდათ? კარგად დაფიქრდით...
ესეც დაგაინტერესებთ:
როგორ ვისწავლოთ არას თქმა - ხრიკები ფსიქოლოგისგან
8 შეკითხვა ფროიდისგან - ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერს დაგანახებთ
ნუმეროლოგია: გამოთვალეთ ენერგეტიკული ვამპირი თქვენს გარემოცვაში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან