Fun-ტესტი

8 შეკითხვა ფროიდისგან - ფსიქოლოგიური ტესტი, რომელიც საკუთარ ქვეცნობიერს დაგანახებთ

fun time

16:00 შაბ. 3 ივნისი, 2023 წელი

ფროიდის ტესტი

14
დაკოპირებულია

მე-20 საუკუნის გამოჩენილმა ექიმმა და ფსიქიატრმა ზიგმუნდ ფროიდმა აღმოაჩინა, რომ ქვეცნობიერში ყველა კითხვის პასუხი ინახება, უბრალოდ, ადამიანებმა მისი პოვნა არ იციან. მეცნიერს სწამდა, რომ ადამიანის აზრების და მოქმედების საფუძველი მისი ქვეცნობიერია.

გინდათ გაიგოთ სინამდვილეში როგორი დამოკიდებულება გაქვთ სამყაროსა და ადამიანების მიმართ? მაშინ გთავაზობთ ტესტს, რომელიც ზიგმუნდ ფროიდის „ფსიქოანალიზის ზოგადი შესავალის“ მიხედვით შეადგინეს.

თქვენ წინაშეა 8 კითხვა და ეცადეთ ამ კითხვებს რაც შეიძლება გულწრფელად უპასუხოთ.

გირჩევთ, პასუხის გაცემის დროს თვალები დახუჭოთ და თქვენი ნამდვილი შინაგანი გრძნობები წარმოიდგინოთ.

ნუ წაიკითხავთ ყველა კითხვას ერთდროულად - თითოეულს რიგრიგობით უნდა უპასუხოთ.

ზოგი კითხვა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თავში პირველად რაც მოგივათ, ის უნდა უპასუხოთ.

სწორედ ქვეცნობიერი გვთავაზობს პირველ აზრებს, მერე უკვე ლოგიკა და აზროვნება ირთვება.

მაშ. მოიმარჯვეთ კალამი, ფურცელი და დავიწყოთ.


1. ზღვის სანაპიროზე დგახართ და ჰორიზონტს უყურებთ. რას გრძნობთ?

(ყურადღება მხოლოდ პირველ შთაბეჭდილებაზე გაამახვილეთ. შეგიძლიათ თვალები დახუჭოთ)

2. ტყეში მიდიხართ და მიწას უყურებთ. რას ხედავთ? რას გრძნობთ?

3. რას გრძნობთ, როცა მფრინავ თოლიებს ხედავთ?

4. ხედავთ ცხენის რემას, რომელიც მინდორში მიაჭენებს. დაუფიქრებლად თქვით, ეს სურთი როგორ ემოციებს აღგიძრავთ?

5. უდაბნოში, უზარმაზარი კედლის წინ დგახართ, რომელსაც თითქოს დასასრული არ აქვს. კედელში პატარა ხვრელი შენიშნეთ, საიდანაც ოაზისი მოჩანს. როგორ მოიქცევით ამ სიტუაციაში?

6. ჯერ კიდევ უდაბნოში, სრულიად ძალაგამოცლილი ხართ და უცებ წყლიან დოქს ხედავთ. რას ააკეთებთ?

7. ტყეში დაკარგულმა უცებ, მოშორებით მდგარი სახლი შენიშნეთ, სადაც შუქი ანთია. როგორ მოიქცევით?

8. მარტო მიდიხართ და უცებ სქელ ნისლში გაეხვიეთ. ვერაფერს ხედავთ. რას გრძნობთ? პირველ რიგში რისი გაკეთება გინდათ?

პასუხები 👇

თითოეული თქვენი პასუხი აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების მიმართ.

თქვენ ასევე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, რომ ყველა პასუხი არ შეესაბამება თქვენ, თქვენს აზრებს, გრძნობებს, თქვენს პიროვნებას. ოღონდ ცოტა დიდხანს დაფიქრდი, შეეცადე გაიგო, მართლა არაფერი აქვთ საერთო იმასთან, როგორ ხედავ საკუთარ თავს, ან რეალურად იმალება ამ პასუხში ნამდვილი მნიშვნელობა.

ახლა შეგიძლიათ პასუხები და მათი ინტერპრეტაცია ნახოთ:

1. ეს პასუხი აღწერს თქვენს დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ, თქვენს გრძნობებს და ემოციებს.

2. ეს პასუხი აღწერს როგორ გრძნობთ თავს ოჯახში.

3. ეს პასუხი აღწერს თქვენს დამოკიდებულებას ქალების მიმართ.

4. ეს თქვენი დამოკიდებულებაა მამაკაცების მიმართ.

5. ამ პასუხში თქვენი მთავარი სტრატეგია და პრობლემების მოგვარების ხერხები იმალება.

6. აქედან ჩანს, როგორ ირჩევთ პარტნიორს სექსში/სიყვარულში. რამდენად შერჩევითი ხართ სექსუალურ ცხოვრებაში.

7. ასეთია თქვენი დამოკიდებულება ქორწინების მისერთ.

8. ეს პასუხი აღწერს თქვენს დამოკიდებულებას სიკვდილის მიმართ.

ესეც საინტერესოა:

ემოციური სიმწიფის 7 ნიშანი ფროიდის მიხედვით

ზიგმუნდ ფროიდი: ადამიანების 3 ტიპი, ვისაც თქვენი ცხოვრება არ უნდა დაუკავშიროთ



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რას ნიშნავს ასო „M“ მარცხენა ხელის...

რას ნიშნავს ასო „M“
მარცხენა ხელის გულზე?

ფსიქოლოგიური ტესტი: რაზე მიუთითებს...

რაზე მიუთითებს თქვენი
ძილის პოზა?

რომელმა მანქანამ უნდა დაიხიოს უკან,...

ლოგიკური ტესტი „საცობი“

რომელი გოგო მოსწონს ამ ბიჭს?

ჟესტების ენა: რომელი გოგო
მოსწონს ამ ბიჭს?

ცხოველმა, რომელიც პირველი შეამჩნიეთ...

ცხოველები ტესტი

დახედეთ სურათს და გაარკვიეთ, რამდენ...

რამდენად ბრძენი ხართ

რომელი სიმბოლო მოგწონთ? - აირჩიეთ დ...

რომელი სიმბოლო მოგწონთ?

რომელ ნაძვის ხეს დაიდგამდით სახლში?

ტესტი: ნაძვის ხეები

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი ნიანგი?

რა დაინახეთ - ჩიტი თუ ორი
ნიანგი?