ემოციური სიმწიფის 7 ნიშანი ფროიდის მიხედვით
18:00 სამ. 7 მარტი, 2023 წელი
ფროიდის სწავლების მიხედვით შედგენილი ხასიათის თვისებათა ეს ნუსხა ადამიანის სიმწიფის შეფასებაში დაგეხმარებათ.
1. კონსტრუქციული კრიტიკის მიღების უნარი
საკუთარი თავის სამართლიანი შეფასებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. მზად იყავით სიმართლის მოსმენის და არა უარყოფისთვის. პრობლემებისგან გაქცევა სირთულეებისგან არ გაგათავისუფლებთ. როდესაც ადამიანებს რეალობის აღქმა უჭირთ, ხსნას ილუზიებში ეძებენ, რაც მხოლოდ იმედგაცრუებას იწვევს.
2. ცვლილებებთან შეგუების უნარი
ყოველთვის ადვილი არ არის ცვლილებებთან შეგუება. მათ შეიძლება თქვენი ცხოვრება თავიდან ფეხებამდე ამოაყირაონ და ეს შეეხოს როგორც თქვენს გეგმებს, ასევე სოციალურ სტატუსს, საცხოვრებელ ადგილს თუ ბევრ სხვა რაღაცას. ეცადეთ, ცვლილებებთან შეგუება ისწავლოთ და არ გაღიზიანდეთ იმით, რომ დროებით შეწუხდებით.
3. სტრესის მიმართ გამძლეობა
შიში, შინაგანი განცდები და სტრესი შეიძლება უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზი გახდეს. თქვენი სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გამძლე იქნებით სტრესის მიმართ.
4. არა მხოლოდ მიღების, არამედ გაცემის უნარი
ადამიანები, რომლებიც სხვებს დროსა და ყურადღებას უთმობენ და ეხმარებიან, სხვებზე ბევრად ბედნიერები არიან. ის, ვინც უფრო მიღებისკენ არის მიდრეკილი, ხშირად ეგოისტი და შურიანი ხდება.
5. ადამიანებთან გაგებით მოპყრობის უნარი
ცხოვრება ადამიანებთან ურთიერთქმედების პროცესია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ურთიერთობებს როგორ ააწყობთ. სიყვარული და პატივისცემა ის ორი ძირითადი ფაქტორია, რომელიც ჰარმონიულ ცხოვრებას ქმნის.
6. უარყოფითი ენერგიის დადებითად ქცევის უნარი
მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი უარყოფითი ემოციების მართვა და გადამისამართება შეძლოთ. რაც მთავარია, ისინი საკუთარ თავში არ შეინახოთ, პირიქით, ეცადეთ სასიკეთოდ გამოიყენოთ.
7. სიყვარულის უნარი
სიყვარული დიდი ძალაა. ადამიანები იბადებიან სიყვარულის უნარით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უნარი მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან