ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრიკი ფსიქოლოგისგან
23:12 პარ. 23 თებერვალი
„როდესაც სხვას ეტყვი „კის“, დარწმუნდი, რომ საკუთარი თავს არ ეუბნები „არას““, - პაულო კოელიო.
დაფიქრდით, რამდენჯერ გაგიკეთებიათ რაღაც მხოლოდ იმიტომ, რომ „არას“ თქმა ვერ შეძელით? არადა, როცა ამ ერთი შეხედვით, მარტივი სიტყვის წარმოთქმა გვიჭირს, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს ვკარგავთ...
ჩვენ გთავაზობთ ფსიქოლოგის რჩევას, რომელიც „არას“ თქმაში დაგვეხმარება. ეს მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური ტექნიკაა. ⠀⠀⠀⠀⠀ ⠀⠀
აირჩიეთ დღე და დაგეგმეთ რამდენ „არას“ იტყვით ამ დღეს. შეგიძლიათ 10, 15 ან 20 აირჩიოთ.
„არა“უნდა თქვათ მაშინ, როდესაც ამას თქვენი შინაგანი ემოციური მდგომარეობა მოითხოვს. ვიღაცამ სადღაც წაყოლა გთხოვათ, სადა არ გინდათ წასვლა? – უთხარით „არა“. მეგობარი ფულის სესხებას გთხოვთ? – „არა“, უფროსმა ზედმეტი საათების დამატება შემოგთავაზათ? „არა“. გასაგებია, რომ თავიდან რთული იქნება. ⠀⠀⠀
თქვენ უნდა შეძლოთ დღეში 15 „არას“ დაგროვება ნებისმიერ შემთხვევაში! თუნდაც ეს გემრიელი შოკოლადის ტორტზე და „მაკდონალდსში“ დაპატიჟებაზე უარი იყოს!
თავიდან, ტვინი თავიდან მნიშვნელოვანი ადამიანების თხოვნაზე უარის თქმას გვერდს აუვლის, რადგან შეშინებული ხართ, მაგრამ საბოლოოდ, ხანგრძლივი ვარჯიშის შემდეგ შეეგუებით. ყველაზე მთავარი ისაა, რომ როცა მტკიცე „არას“ თქმას ისწავლით, თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ. ეს კი იმად ღირს, რომ ვარჯიში დღესვე დაიწყოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან