შეგიძლიათ, არქივში თქვენი თავადური ფესვების დამადასტურებელი საბუთების ძებნა დაიწყოთ, თუკი:
- შენობაში შესვლისას იქ მყოფთ ყოველთვის ესალმებით, ასევე ემშვიდობებით შენობიდან გამოსვლიას. თუკი რამე მიზეზით ასე არ მოიქეცოით, ეს ძალიან შეგაწუხებთ და შესაძლებლობისთანავე ამ შეცდომას გამოასწორებთ;
- არასდროს ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული საკუთარი მოსაზრების სისწორეში. თუმცა თქვენ შეგიძლიათ როგორც მისი დაცვა, ასევე შეცვლაც შემთხვევაში, თუკი საწინააღმდეგო მხარე დამაჯერებელ დასკვნებს წარმოგიდგენთ;
- ხშირად ამბობთ მადლობას, მაშინაც კი, როცა ამის მიზეზს არ გაძლევენ;
- ხშირად საკუთარ თავზე იღებთ დანაშაულს, რადგან არ მიგაჩნიათ, რომ დამნაშავის ძებნა პროდუქტიული იქნება. თქვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯი - შეცდომის გამოსწორება;
- თქვენ მოგწონთ რიტორიკა და შეგიძლიათ, საკუთარი აზრი ყოველთვის ლამაზი და ზუსტი ფრაზებით გადმოსცეთ;
- თქვენთვის უთავრესია განათლება. განათლება, თქვენი აზრით, ამ ცხოვრებაში ყველაფრის გასაღებია;
- არასდროს აყენებთ შეურაცხყოფას ადამიანებს. თუკი ასეთი რამ მოხდება, საკუთრი ნათქვამი თქვენ უფრო დაგტანჯავთ, ვიდრე ამ სიტყვების ადრესატს.
- არასდროს, არასდროს მოყვებით სხვის საიდუმლოს, თუკი ამით ვინმე დაზარალდება. თქვენ არასდროს იტყვით ისეთ რამეს, რასაც შეილება, ირიბად მაინც, „დასმენა“ ეწოდოს;
- მიიჩნევთ, რომ უხამსობაა, საზოგადოებისთვის იმის ჩვენება, თუ რეალურად რა ხასიათზე ხართ. მაშინაც კი, როცა უსიამოვნება გაქვთ, ამის შესახებ ძალიან ვიწრო წრემ იცის;
- ყოველთვის ისტუმრებთ ვალს. თავად კი ადვილად შეგილიათ გასესხება და არც მოიკითხავთ, რადგან თქვენთვის მთავარია ადამიანური ურთიერთობები;
- თქვენი პოლიტიკური შეხედულებები ყველთვის კრიტიკულია, რადგან გიყვართ სამშობლო და თქვენთვის სულერთი არ არის, რა ეწევა მას თქვენი სიკვდილიდან 100 წლის შემდეგ;
- თქვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ნაციონალობას, კანის ფერს, გენდერს, სოციალურ სტატუსს. ქვენ პიროვნების შეფასების 2 კრიტერიუმი გაქვთ - მისი მორალური თვისებები და ზნეობრივი თვისებები;
- მოგწონთ ხელოვნება. როცა არტისტიზმიგენში გაქვთ, ის აუცილებლად გამოაჩენს თავს.