ვერძი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა ეგოიზმმა და სხვების ინიციატივების მიმართ შეუწყნარებლობამ შეიძლება კოლეგებთან ან პარტნიორებთან ურთიერთობები გაართულოს. სავარაუდოდ, წარუმატებლობა ან მუშაობის დროს დაშვებული შეცდომა იმედგაცრუებას მოგიტანთ. მოსალოდნელია კამათი მოყვარულებს შორის ან ოჯახურ ურთიერთობებში გაუგებრობა.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, მტკიცედ და თავდაჯერებულად იმოქმედოთ. ახალ საქმეებზე უარს ნუ იტყვით, თუნდაც უპერსპექტივოდ გეჩვენებოდეთ. ფინანსური საკითხების მოგვარების დროს გირჩევთ, ინტუიციას ენდოთ. კარგი დღეა სხვადასხვა სახის გარიგებისა და შეთანხმების დასადებად.
ტყუპები
ქალური ენერგიის ტრანსფორმაციის დღეა. ტყუპი ქალების სასიცოცხლო პოტენციალი იზრდება. ამჟამად შემოქმედებითი უნარების გამოვლენას და ყველაზე რთული პრობლემების გადაჭრასაც კი შეძლებთ. მამაკაცებს ვურჩევთ, ახალ საქმეებზე უარი არ თქვან, თუნდაც უპერსპექტივოდ მიაჩნდეთ.
კირჩხიბი
გირჩევთ, ეს დღე ენერგიულად დაიწყოთ და პრინციპულად იმოქმედოთ. დასახული მიზნისკენ თავდაჯერებული სვლა ახალი და პერსპექტიული საქმეების მიმართ ინტერესს არ გამორიცხავს. მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში საკუთარი ინტუიცია დაგეხმარებათ.
ლომი
ამ დღეს მოსალოდნელია გრძნობების ქაოსი და ნერვული სტრესი. ყურადღებით იყავით - გადაღლამ და ჯანმრთელობის მიმართ უყურადღებო დამოკიდებულებამ შეიძლება ავადმყოფობა ან იმედგაცრუება მოგიტანოთ. ერიდეთ შურსა და ეგოიზმს - სავარაუდოდ, პირად ცხოვრებასა თუ მუშაობის დროს დაშვებული ყველა შეცდომა და სწორედ მათ უკავშირდება.
ქალწული
კეთილგანწყობა და თანამოსაუბრის მოსმენის უნარი უფროსთან და კოლეგებთან ურთიერთგაგების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ნაყოფიერი მუშაობისთვის შესანიშნავი შესაძლებლობა გაქვთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი პარტნიორები იპოვოთ, მაგრამ გახსოვდეთ - ერთი ძველი მეგობარი ორ ახალს სჯობს.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. კონსერვატიული სასწორები დღეს რეფორმატორებად იქცევიან, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზედმეტმა აქტივობამ შეიძლება საქმე დააზიანოს და დაავადების პროვოცირება გამოიწვიოს. ეცადეთ, ოქროს შუალედი იპოვოთ.
მორიელი
ეს დღე გამოცდას მოგიწყობთ. შეიძლება თქვენ და თქვენს ახლობლებს საფრთხე დაგემუქროთ, ამიტომ თავის დაცვა მოგიწევთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი შეხვედრები სხვა დროისთვის გადაიტანოთ. თუ ამ საფრთხიდან გამოსავალს იპოვით, წარმატებას მიაღწევთ და ოჯახში სრული ურთიერთგაგება დაისადგურებს. ისწავლეთ ახლობელ ადამიანებს თქვენთვის მიყენებული წყენა აპატიოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი და ოპტიმიზმი ზრდას დაიწყებს. სავსე ხართ ენერგიით და შეგიძლიათ, როგორც პროფესიული საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში ურთულეს ამოცანებს გაუმკლავდეთ. თავდაჯერებისთვის ყველა საფუძველი გაქვთ.
თხის რქა
ინტუიცია ადამიანების ამოცნობაში დაგეხმარებათ, წინდახედულება კი უფროსებთან ან ოფიციალურ პირებთან ურთიერთობის დამყარებაში. კარიერული წინსვლის დიდი შანსი გაქვთ. სავარაუდოდ, ახალ პარტნიორებს ან გავლენიან მფარველებს იპოვით, რომლებიც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებიან.
მერწყული
დაძაბული სამუშაო დღეა, რომელიც საქმიანი და შემოქმედებითი საქმიანობის ზრდას უკავშირდება. ეცადეთ, პრინციპულად იმოქმედოთ და ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ. თამამად შეგიძლიათ ნებისმიერი საქმე დაიწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი გეგმების განხორციელება რთული იქნება. ცოლ-ქმრულ ურთიერთობებს სერიოზული ცვლილებები ელით.
თევზი
ეს დღე უამრავ წვრილმან უსიამოვნებას უკავშირდება. ეცადეთ, ნებისმიერ საქმეში სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ. ერიდეთ დაწყებული საქმის მიტოვებას და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გაწყვეტას. ტრამვის რისკი მაღალია, ამიტომ ბასრ საგნებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე გმართებთ.