ვერძი
ელოდეთ ახალ ბიზნესშემოთავაზებებს და ენდეთ პარტნიორებს. ფინანსურ წარმატებას სწორედ მათი დახმარებით მიაღწევთ. სავარაუდოდ, თქვენი ძველი გეგმების განხორციელება დაიწყება. შესაძლებელია გავლენიანი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც ჩანაფიქრის ასრულებაში დაგეხმარებიან.
კურო
ცხოვრების მონოტონურობამ და მოჩვენებითმა ერთფეროვნებამ შეიძლება მამაკაცებს ახალი შთაბეჭდილებების ძებნა აიძულოს. კარგი იქნება, თუ დროულად შეჩერდებით, რადგან ახალი ურთიერთობები მომავალში ბევრ პრობლემას მოგიტანთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ფრთხილად იყოთ ფინანსური ოპერაციების განხორციელებისას.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ახლობელ ადამიანებს ყურადღება სჭირდებათ. შეიძლება, დღის მეორე ნახევარში ფული ჩაგერიცხოთ, რაც ბოლოდროინდელი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
ამ დღეს იზრდება თქვენი ცოდნისა და ახალი შთაბეჭდილებების მიღების სურვილი. ცოტა უნდა დაიცადოთ - ახალი ურთიერთობების დრო ჯერ არ დამდგარა. გამორიცხული არ არის, რომ ხელმძღვანელობისგან საინტერესო წინადადება მიიღოთ.
ლომი
ვარსკვლავები ძველი ოცნების ან ყველაზე ამბიციური ჩანაფიქრის განხორციელებას გპირდებიან. სავარაუდოდ, დიდი ხნის მუშაობის შედეგებს სწორედ დღეს მიიღებთ. მოსალოდნელია გავლენიანი მფარველების გამოჩენა, რომლებიც მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევენ, თუმცა წინ კიდევ ბევრი დაბრკოლება გელით. ხელსაყრელი დროა ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.
ქალწული
ამ დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით, რაც ძალიან მოგეწონებათ. დაძაბული შრომის შედეგად თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. შესანიშნავი დროა კომერციული ურთიერთობების განვითარებისთვის. თქვენი საქმიანობის მიმართ ოჯახის წევრები სულ უფრო მეტ ინტერესს ავლენენ და ნებისმიერ წამოწეყებაში მათი მხარდაჭერა უზრუნველყოფილია.
სასწორი
არახელსაყრელი დღეა. უარი თქვით საქმიან შეხვედრებზე, რადგან პრინციპულ საკითხებზე პარტნიორებთან შეთანხმება გაგიჭირდებათ. თქვენი დამოკიდებულება ახლობლების მიმართ გაუმართლებელი უხეშობით გამოირჩევა. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და გამოთქმები აკონტროლოთ.
მორიელი
მარადიულ ჭეშმარიტებებში წვდომის დღეა, რომელიც ხელსაყრელია ლოცვისა და განმარტოებისთვის. შესაძლოა, ჯანმრთელობასთან დაკავშორებული პრობლემების გამო, ნათესავებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. ნურც საკუთარ ჯანმრთელობას დაივიწყებთ.
მშვილდოსანი
გამორიცხული არ არის, რომ უსიამოვნო სიახლეებმა საკუთარი ინტერესების აქტიურად დაცვა გაიძულოთ. გაითვალისწინეთ, რომ ახლობელი ადამიანის მიმართ დაუფიქრებელმა მოქმედებამ ან დაპირისპირებამ შეიძლება ხანგრძლივი კონფლიქტი გამოიწვიოს.
თხის რქა
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა რისკებთან ან აზარტთან დაკავშირებულ საქმეებში, ნუ დაეყრდნობთ შემთხვევით იღბალს - ამ დღეს წარმატებას მხოლოდ კარგად გააზრებული მოქმედებები მოგიტანთ. დახმარების ან რჩევის იმედი ნუ გექნებათ. ეცადეთ, კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ.
მერწყული
ფრთხილად იყავით - ეს ტყუილების და ხორციელი ცდუნებების დღეა. მიუხედავად იმისა, რომ მერწყულებს მტრები არ ჰყავთ, უცხოების მხრიდან აგრესია მოსალოდნელია. თავშეკავება გამოიჩინეთ თანამშრომლებთან და ნათესავებთან ურთიერთობისას და ზედმეტად აქტიურ ადამიანებს ერიდეთ. სასურველია, საღამო სიმშვიდეში გაატაროთ.
თევზი
ამ დღეს შეიძლება საკუთარი თავისა და სხვების მიმართ უკმაყოფილება იგრძნოთ. იმისთვის, რომ პესიმიზმში არ ჩავარდეთ, მოვლენების ფილოსოფიური გააზრება გჭირდებათ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და ემოციები აკონტროლეთ, რათა პრობლემები არ შეიქმნათ. დღის მეორე ნახევარი გაციების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ზომებს დაუთმეთ.